ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ობსიდიანი

ობსიდიანი
ობსიდიანი




























ქვის ფერი:
შავი, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე, პატარა თეთრი ლაქებით ან ზოლებით.
ენერგეტიკული თვისებები:
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვაა, რომელსაც ენერგიის დიდი მარაგი აქვს. ის შესანიშნავად წმენდს ყველანაირ დაბალ ვიბრაციას, შლის ენერგეტიკულ ბლოკებს. ობსიდიანს მოაქვს წარმატება, ხელს უშლის ადამიანს ცოდვის ჩადენაში, იცავს ბოროტმოქმედებისგან. თუმცა ეს ქვა ასევე ძალიან სახიფათოა, რადგან მისი მაგიური ძალა შესაძლოა უკონტროლოდ გამოვლინდეს.
მაგიური თვისებები:
ქვა მისი მატარებლის ყველაზე ფარულ სურვილებსაც კი ასრულებს, რაც ადამიანს ცნობიერად შეიძლება არც კი უნდოდეს. ამ თვისების გამო არაბებმა ამ ქვას „ ეშმაკის კლანჭები“ უწოდეს. ობსიდიანი შესანიშნავი მცველია, ამიტომ შეგიძლიათ ის ნეგატიური ენერგიისგან დასაცავად, როგორც ამულეტი ისე ატაროთ. ასევე ძველად ამ ქვისგან აკეთებდნენ ბურთებს, რომლის მეშვეობით მომავალს ჭვრეტდნენ.
სამკურნალო თვისებები:
ობსიდიანი ამაღლებს თირკმლების ენერგიას და კურნავს მათ. ასტაბილიზირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებით ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. ითვლება, რომ ქვას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს ღვიძლის დაავადებების დროს და მოაშოროს ზედმეტი წონა.

ტარება: ობსიდიანის ტარება მხოლოდ იმ ადამიანისთვის არის მიზანშეწონილი, რომელსაც თავისი ფიქრების და სურვილების გაკონტროლების უნარი აქვს. ამ ქვის დიდხანს ტარება არ შეიძლება, ის თქვენ გაუბედავს გაგხდით.
ასტროლოგიური რეკომენდაციები: ობსიდიანი მიზანშეწონილია ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის, ასევე ტყუპებისა და მერწყულებისთვის, რომლებსაც კონცენტრაციაში ეხმარება.
მორიელებს მისი ტარება მშვიდად შეუძლიათ.
საშიშია კირჩხიბისთვის და ქალწულისთვის.
დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს მისი ტარება არაფერს მოუტანს.

პლანეტა: ობსიდიანი ატარებს სატურნის, ურანის და მზის ენერგეტიკას.
ენერგია: აღქმადი „ინ“ ენერგია (ისრუტავს ენერგიას).
ჩაკრებზე ზემოქმედება: ობსიდიანი ააქტიურებს მულადჰარა ჩაკრას.


ნიკა დვალიშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8562
 

ASTRO TV LIVE