ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)ენერგია რეიკი ჩვენს დროში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძველესი, ბუნებრივი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სისტემაა. მისი არსი მდგომარეობს უნივერსალური სასიცოცხლო ენერგიის გადაცემაში. ეს ის ენერგიაა, რაც ჩვენს სამყაროში ყველაფერ ცოცხალს ასაზრდოებს.
იგი ეფექტურად კურნავს ადამიანს ფიზიკურ, ფსიქიკურ, ემოციონალურ და სულიერ დონეებზე. რეიკი ძველი ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც ტიბეტიდან წამოვიდა, გავრცელდა ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთში, რომში, ინდოეთში და შემდეგ აღმოსავლეთით - ჩინეთსა და იაპონიაში.

ძველად რეიკი ხელმისაწვდომი იყო განდობილთა მცირე ნაწილისთვის. ამის გამო, დროთა განმავლობაში ის თითქმის დაიკარგა.
XIX საუკუნის მიწურულს, იაპონიაში რეიკის სისტემას მიაკვლია და ააღორძინა დოქტორმა მიკაო უსუიმ. იაპონურად „Rei“ ნიშნავს უნივერსალურს, „Ki“ - სასიცოცხლო ძალას.
ამ ენერგიაზე ხელი ყველას მიგვიწვდება. როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილი გვეტკინება, ხელს დაუფიქრებლად იმ ადგილას ვიდებთ და გვიჭირავს. სინამდვილეში, ამგვარად სამკურნალო ენერგიას მტკივნეულ ადგილას ვგზავნით ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. თუმცა გადავცემთ ენერგიის მხოლოდ 5-10 პროცენტს. ენერგიის ოპტიმალური რაოდენობის მისაღებად კი საჭიროა ენერგეტიკული არხი სრულად გაიხსნას, რასაც ოსტატის მიერ ინიციაციის პროცედურის ჩატარება სჭირდება. რეიკის სისტემაში ჩართვის წყალობით შეგვიძლია სასიცოცხლო ენერგიის პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.

ენერგიის მიღებას არ უნდა შევხედოთ ისე, როგორც რაღაც მისტიურ მოვლენას. როგორც ჟანგბადი არსებობს ბუნებაში და ის შთაინთქმება ჩვენი ორგანიზმის მიერ, ასევე „შევიწოვთ“ სამკურნალო ენერგიას. რეიკს სწავლობენ, ასწავლიან, იკვლევენ, აღწერენ, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე - სინამდვილეში თუ რა არის რეიკი, პასუხგაუცემელი რჩება. შეიძლება ითქვას, რომ რეიკი ეს არის ზეცით მომადლებული საჩუქარი. ამ ენერგიის ღირებულება უდიდესია. ის ხსნის ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვებს, ასუფთავებს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან და გვეხმარება გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან. იგი აძლიერებს ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს და ენერგეტიკას, აუმჯობესებს მეხსიერებას და გვიქმნის პოზიტიურ განწყობას. გვეხმარება დავძლიოთ შიში, სიბრაზე. გვასწავლის ჰარმონიაში ცხოვრებას.

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)















იმისთვის, რომ შევისწავლოთ რეიკი, არ არის საჭირო რაიმე ზებუნებრივი, ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმარისია მხოლოდ სურვილი. რეიკის ენერგია ჩვენს ირგვლივ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ მანამ, სანამ სპეციალური მომზადების შემდეგ მასთან უშუალო კონტაქტს არ დავამყარებთ. ეს საშუალებას მოგვცემს შევიგრძნოთ და წარვმართოთ რეკის ენერგია.

ინიციაციის შემდგომ, ენერგიის ნაკადი შეიგრძნობა ხელებში ვიბრაციისა და სხეულის სხვადასხვა უბნის ტემპერატურის შეცვლის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი ამ ენერგიას თვითონ არ ქმნის, ის მხოლოდ გამტარია.

რეიკი (უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია)






















არსებობს რეიკის 3 საფეხური:

I საფეხური: როდესაც ადამიანი ეცნობა რეიკის ენერგიას და სწავლობს მასთან მუშაობას;

II საფეხური: როდესაც ადამიანი სწავლობს სიმბოლოებთან მუშაობას;

III საფეხური: ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ოსტატის წოდება და შეუძლია თავად გასცეს ინიციაცია.

რეიკი ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა აურის გასაწმენდად და ჩაკრების დასაბალანსებლად. ის არ მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, არამედ მოიცავს ადამიანის შვიდივე ენერგეტიკულ სხეულს. მისი საშუალებით შესაძლებელია ცხოველებისა და მცენარეების მკურნალობაც.


გიორგი ხუნზახიშვილი
("ასტრო News" - 2013 წლის ოქტომბერი )скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 17255
 

ASTRO TV LIVE