Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა

ვერძი

ცოტა სირთულეები აქვთ იუმორთან, მაგრამ მათი გაცინება ადვილია. თან ყოველთვის ცდილობენ ისე დაიჭირონ თავი, რომ ყველაფერი ესმით (მათ შორის ყველანაირი იუმორი), ამიტომ ყვეანაირ იუმორზე ისე გულწრფელად იცინიან, ისე რომ მეტი გულწრფელობა არ შეიძლება. თავად როგორც უკვე ავღნიშნეთ იუმორი არააქვთ მოწოდების სიმაღლეზე. მაგრამ მათი ავტორიტეტი ისეთი შეულახავია სამეგობრო წრეში და ისე პრეზენტაბელურად გამოიყურებიან ხოლმე, რომ მათ მიერ მოყოლილ ნებისმიერ გაცვეთილ ანეგდოტზეც კი იცინიან ხოლმე (უკვე მეასჯერ)
ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა

კურო

როგორც წესი ცდილობს მოერგოს მოსაუბრეს ან საზოგადოებას და კარგად გრძნობს, როდისაა საჭირო სიცლი და როდის არა. ქალი-კუროები ძნელად იმახსოვრებენ ანეკდოეტებს, მაგრამ მხიარულ კომპანიაში გულიანად შეუძლიათ სიცილი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბოლომდე ვერ გაიგეს ხუმრობა ან არც ისე სასაცილოდ ეჩვენებათ მათ ეს ყველაფერი. კაცი-კუროები კი მარტო იმაზე იცინიან, რაც მართლა სასაცილო ეჩვენებათ და მათ მხოლოდ ისეთი რამეები ეჩვენებათ სასაცილოდ, რაც მართლა სასაცილოა და არ შეიძება არ გაგეცინოს. კუროები იშვიათად გებულობენ დახვეწილ იუმორს – ისინი უფრო მიწიერი ან უფრო სწორად შავი იუმორის მოყვარულები არიან.
ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა

ტყუპები

აი ვინ არის ნადვილი დახვეწილი იუმორის დამფასებელი – განსაკუთრებით თუ ისინი მოხვდნენ მერყულების ან სასწორის საზოგადოებაში. ხუმრობების უძირო ჭა, საოცრად სასაცილო ფრაზების წამიერად მოგონება – ტყუპებს შეუძლიათ „დაქოქონ“ ნებისმიერი საზოგადოება და გაამხიარულონ. მათ (ასევე როგორც მერყულებს) ყველაზე მეტად ორგინალური და კრეატიული ხუმრობა უყვართ, შეუძლიათ საუბრის პროცესშივე შეთხზან ისტორიები, ხუმრობები და უბრალოდ განსაცვიფრებელი თავგადასავლები, თან ისე რომ მოსაუბრე სულ ფიქრობს ტყუპმა ეს ამ წამს მოიფიქრა თუ მართლა მისი ცხორების ნაწილია.




კიბო

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
დახვეწილი ნატურა (განსაკუთრებით ქალები). მათ არ მოსწონთ უხეში და ცინიკური ხუმრობები – მათ უფრო კეთილი იუმორი მოსწონთ. ისინი აფასებენ დახვეწილ იუმორს, ისეთს ხშირად ბევრ სხვას რომ არ ესმის. არ ეცოდათ კიბო გააცინოთ „მატერიალური“ ანეკდოტით - ის რათქამაუნდა თავაზიანობის გამო გაგიღიმებთ, მაგრამ არანაირ სიამოვნებას არ მიანიჭებს. საზოგადოებაში, როგორც წესი კიბო უფრო მსმენელია, ვიდრე ხუმრობების ავტორი, მაგრამ თუ იხუმრა, ეს იქნება ძალიან ფრთხილად და მსმენელ საზოგადოებაზე ზუსტად მორგებული დახვეწილი იუმორი.

ლომი
ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
ლომი-ქალებს იუმორის გრძობასთან საქმე კარგად ვერაააქვთ, განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი რაღაცით უკმაყიფილოები არიან ცხოვრებაში. რაც უფრო მარტივია ხუმრობა და პრიომიტიული, მით უფრო მეტია შანსი ასეთი ლომი-ქალი გააცინოთ. მთლად უკეთესი თუ ეს ანეკდოტი არაა ჩახლართული სიუჟეტით და უბრალოდ ფრაზაა. მაგრამ თუ ეს ქალბატონი კარგ ხასიათზეა, მაშინ თავად იწყებს ხუმრობას და თუნდაც ძალინ ბანალური და უაზრო ხუმრობებით შეუძლია კარგ ხასიათზე დაგაყენოთ! რაც შეეხებათ კაცებს, ისინი დაბადებული არიან იმისთვის კომპანიის გული და სული იყვნენ, ამიტომ ხუმრობენ იმის მიხედვით თუ როგორ საზოგადოებაში არიან და კარგადაც გამოსდით. თუ მათი გაცინება გინდათ, აქაც მოკლე და მკაფიო იუმორი დაგჭირდებათ, რადგან გრძელი ისტორიები მათთვის მოსაწყენია.

ქალწული

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
აი ვინ არის ნადვილი პროფესინალური, შავი , ცინიკური იუმორის დამფასებელი. მხოლოდ მათ შეუძლიათ ტვინში ქონდეთ საოცრად დახვეწილი ცინიკური და შავი იუმორის უზარმაზარი მარაგი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ ცხოვრების ყველანაირ სიტუაციაში. ისინი საოცრად გონებამახვილები არიან- სწორედ მათ შეუძლიათ ერთი ფრაზით განაიარაღონ მტერი ან მოწინააღდეგე. და რათქმაუნად ეს ერთი ფრაზა აუცილებლად იუმორის ეტალონი იქნება. ამიტომ თუ მათ გაცინებას და გამხიარულებას გადაწყვიტავთ, გამოიყენეთ მათივე იარაღი- გონებამახვილური, ცინიკური და ენამოსწერებული ხუმრობა.

სასწორი
ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
საოცრად გონებამახვილი კაცი-სასწორები როგორც წესი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. თუ მისი თანამოსაუბრე მერწყული ან ტყუპებია, მთელს დანარჩენ საზოგადოებას გარანტირებული აქვს უწყვეტი სიცილი და სიცილისგან სახის კუნთების და პრესის დაჭიმვა. თავში მათაც უამრავი ხუმრობა აქვთ, რომლებსაც ახარისხებენ, აახლებენ და უფრო ორიგინალურად აწოდებენ მსმენელს. ქალებსაც და კაცებსაც შეუძლიათ ერთი ფრაზით „მოკვლა“ !.. თუ მათი გაცინება გინდათ უნდა იყოთ ძალიან ორიგინალურები და არ შეგეშინდეთ თუ მათ უბრალოდ გაგიღიმეს გულიანი სიცილის ნაცვლად. მათ გულიანი სისცილი მხოლოთ საკუთარ იუმორზე შეუძლიათ.

მორიელი

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
ისინი ყოველთვის ცდილობენ ფორმაში იყვნენ, ეს იუმორსაც ეხება. ყოველთვის აქვთ ახალი და კრეატიული ხუმრობები და ენამოსწერბულადაც ხუმრობენ. იუორი ძალიან მრავაფეროვანი აქვთ და აქტურადაც იყენებენ. ასევე შეუდარებლები არიან იხუმრონ ვულგარულად და ისეთ ტემებზე, რომლებზეც ბევრი სხვა ვერ ლაპრაკობს ხმამაღლა. მათი გაცინება ცოტა ძნელია – ძალიან უნდა მოინდომოთ და უნდა იყოთ ორიგინალური და არააქვს მნიშვნელობა თქვენი ხუმრობა ვულგარული იქნება, ცინიკური თუ უბრალოდ კეთილი – ის აუცილებლად დააფასებს მის ხარისხიანობას. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ და თუ მის დაცინვას მოინდომებთ, ნებისმიერი თუნდაც უვნებელი ხუმრობით – მის შურისძიებას ბოლო არ ექნება !

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
მათთვის მხოლოდ დროით გამოცდილი იუმორია გასაგები. თვითონაც არც ისე კარგად გამოსდით ხუმრობა. ხოლო მათი თვისება სიმართლე მწარეა- ისახება მათ იუმორის გრძნობაზეც – და ხშირად მათი ხუმრობები ემსაგვსებიან ბრალდებებს. თუ მათი გაცინება გადაწყვიტეთ მაშინ შეიარაღდით მომგებიანი (კლასიკა) ანეკდოტებით- მშვილდოსანი გულიანად იცინებს იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე მოსმენილი აქვს (რადგან როგორც წესი ვერ იმახსოვრებს ხოლმე).

თხის რქა

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
ისინი იშვითად ხდებიან კომპანიის გული და სული და იშვიათად ყვებიან ანეკდოტებს. თხის რქა თუ ანეგდოტებს ყველა ეს უკვე მერწყულია. მაგრამ ხარისხიან იუმორს აფასებენ – ნებისმიერი ჟანრის ხარისხიან იუმორს. მათ კარგიმეხსიერება აქვთ, ამიტომ შეეცადეთ რამოდენიმეჯერ არ გაუმეოროთ ერთი და იგივე ხუმრობა- ისინი უბრალოდ დაკარგავენ თქვენდამი ინტერესს. ამასთან, მათზე უკეთეს მსმენელს თქვენი იუმორისთვის ვერ მონახავთ, მთავარია შეეცადოთ თავი არ მოაბეზროთ.

მერწყული

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
დიდი ძალისხმევა არაა საჭირო, რომ ქალი-მერწყული გააცინოთ. ის იცინის ყველაფერზე, თუნდაც თითი დაანახოთ. თვითონაც იგივე შეუძლიათ – გააცინონ ნებისმიერი. რაც მათთადამი ყურადღებას და მათით მოხიბვლას იწვევს ყველაში. კაცი-მერწყილის გაცინება ცოტა უფრო რთულია – მათ არ ეცინებათ ძველ ხუმრობებზე და ანეკდოტებზე, მათ შეიძლება ამ ყველაფერზე უბრალოდ თავაზიანად გაგიღიმოთ. ისინი აფასებენ გონებამახვილ თანამოსაუბრეს, თავადაც ზუსტად ეგეთია- მასში მთელი საგანძურია ახალი, კრეატიული და უცნაური ხუმრობების, რომლის ნაწილსაც თვითონ იგონებს ლაპარაკის დროს და ისე გაწოდებთ, რომ შეუძლებელია გულიანად არ გაგეცინოთ.

თევზები

ზოდიაქოს ნიშნები და იუმორის გრძნობა
კაცი-თევზები, განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს ქალების საზოგადოებაში. უყვართ ძველი და კეთილი ანეკდოტების მოყოლა. მართალია, მათი შესრულებით ყველაზე ბანალური ისტორიაც კი შეიძლება როკ-ბალდად მოგეჩვენოთ. მათი გაცინება საკმაოდ ადვილია, განსაკუთრებით ქალების. მაგრამ მერე დიდხანს ფიქრობენ ამ ხუმრობაზე, თავის თავზეც კი ირგებენ, ამიტომ არაა რეკომენდირებული მათთან იხუმროთ ქერა და სულელ ქალებზე, არც მსუქნებზე..გაიცინებენ რათქმაუნდა გულიანად, მაგრამ შეიძლება დაკომპლექსდნენ კიდეც.. და საღამოს აუცილებლად განიხილავენ ამ ყველაფერს დაქალებთან.

N.G.

GeoAstro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 13 155
 

ASTRO TV LIVE