ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები

კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები

კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი -იმპულსურია. შეუძლია დაუფიქრებლად და სწრაფად ფსონის გაკეთება, 10 წუთში წაგოოს ყველაფერი რაც თან აქვს, მერე ჩადებს მაქანას, მერე სახლს, მერე ცოლს (ან თუდაც ქმარს) და პარალელურ რეჟიმში ვალსაც აიღებს ბანკიდან. სწორედ მის იმპულსურობას შეუძლია აქციოს ის ბანკროტად, მაგრამ თუ მას გაუმართლებს „დაიჭერს ტალღას“ ის სწრაფად ამოიღებს მის ყველა დანაკარგს და კიდე დაამატებს ცოტას, რომ საღამოს დაისვენოს ამ მძიმე დღის შემდეგ.



კურო – მას შეუძლია ფანატიკურად ჩაუჯდეს სხვადახვა თამაშებს. ის არასდროს თამაშობს დიდ კუშზე. ამით ის საკუთარ თავს და გარშემომყოფებს უმტკიცებს თავის სიმართლეს მომგებიანი კომბინაციების მეცნიერული გამოთვლის“ შესახებ და სულაც არ ანაღვლებს გაზიდოს კაზინოდან ბევრი ფული. მაგრამ ბოლოს.. კურო რის კუროა, გამდიდრების სურვილის გარეშე?!…



ტყუპები – ისინი მთელი საღამო გადადიან მაგიდიდან მაგიდაზე, ხან „რულეტკა“, ხან პოკერი, ხანაც სათამაშო აპარატები… თუ ეშში შევიდნენ, ძალიან აზარტულები ხდებიან. მათთავის სასურველია მეგობართან ერთად იარონ კაზინოებში, რათა არ წააგონ ყველაფერი რაც თან აქვთ ( მათ შორის ქორწინების ბეჭედიც კი ).



კიბო- ძალიან ფრთხილია. არასდროს არ დებს მთელ თანხას. ითამაშებს ძალიან მშვიდად და აუჩქარებლად პატარა ფსონებით. თუ წააგებს, ცოტას წააგებს. მაგრამ მოგებითაც ცოტას იგებს. ის აკვირდება სხვა მოთამაშეების მანერას და ისრუტავს ყველაფერს რაც სასარგებლო გონია.



ლომი- საოცრად აზარტულია! დებს დიდ ფსონებს და დარწმუნებულია რომ მოიგებს, თუ არ გაუმართლა, გულწრფელად გაკვირვებული რჩება. წაგება არავის არ უყვარს, მაგრამ ლომისთვის ეს წესქვემოთ დარტყმაა. და უკვე რამოდენიმე წაგების შემდეგ, ლომი თავის ტავში გაარვიძებს სიამაყეს და ისეთ სახეს დაიჭერს, თითქოს მილიონერია და ფეხებზე კიდია ეს რამოდენიმე ათასი.



ქალწული – უპირატესობას ანიჭებს პოკერს ან ბლექჯეკს. მას მოსწონს როცა თამაშის დროს შეიძლება სვლების გამოთვლა, როცა საქმე ლოგიკურ და გასაგებ ციფრებს და კარტებს ეხება, ვიდრე სულელურ „რულეტკას“. მაგრამ ხშირ შემთხვევაში დიდხანს დასცქერის სათამაშო მაგიდას და მერე წავა და რამეს შეჭამს, რომ მერე სავსე კუჭით და სუფთა სინდისით წავიდეს კაზინოდან თავის ფულთან ერთად.

კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი – მათ ზუსტად იციან, რომ კაზინო გამდიდრების საშუალება არ არის. მათვის ეს გართობა და ის ადგილია, სადაც საკუტარი თავის წარმოჩენა შეუძლიათ და ასევე დააკვირდნენ და ეურთიერთობონ საინტერესო ადამინებს. ისინი „რულეტკის“ მაგიდასთან სულ მშვიდად ზიან , ზედაც არ უყურებენ გიჟურად მოხტუნავე ბურთულას. სამაგიეროდ მათ ძალიან მოსწონთ სათამაშო აპარატები, სადაც საათობით ჯდომა შეუძლიათ..მანამ სანამ არ ამოეწურებათ ჟეტონები ან სულაც მოთბინება.



მორიელი- მას ხშირად უმართლებს კაზინოში, ვიდრე არ უმართლებს. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშანში გაერთიანებულია სიფრთხილე, ლოგიკა და ინტუიცია. ინტუიცია კი ძალიან განვითარებული აქვთ. „რულეტკის“ თამაშის დროს უყვართ დიდი თანხის დადება ფერის მიხედვით,რადგან სულით მაქსიმალისტები არიან.



მშვილდოსანი
– მივარდება გიჟივით კაზინოში და თავისი აზარტულობის ხარჯზე დადებს მთლიან თანხას.. და როცა წააგებს მაშინვე ისესხებს, რომ კიდევ წააგოს. მაგრამ შეიძლება ასევე ის ჩავთვალოთ ერთადერთ ზოდიაქოდ, რომელიც დაიკიდებს კაზინოს, იყიდის ყვავილებს და წავა რომელიმე თავის რომელიმე ქალბატონთან საღამოს გასატარებლად.



თხის რქა – მას არც ისე ძალიან უყვარს ფულზე თამაში, უფრო სწორად საკუთარ ფულზე თამაში.. მას მხოლოდ მათი მოპოვება უყვარს და არმცდარამც რომ ქარს და შემთხვევითობას გაატანოს. თუ მაინც ითამაშა, პატარა თანხებზე და როგორც კი მოიგებს მაშინვე გადის თამაშიდან, რომ ყველა ვარინტში მოგებული დარჩეს, თუნდაც მცირედით.



მერწყული – არ ჩერდება ერთ რომელიმე თამაშზე ან თუნდაც თამაშის კონკრეტულ სქემას არ ირჩევს, ეს ხომ ასე მოსაწყენი და ერთფეროვანია?! ის იგებს ისევე ელვისებურად სწრაფად, როგორც აგებს.. და წაგების მერე შეუძლია ჩაიდინოს რაიმე ძალიან არაპროგნოზირებადი და ალოგიკური საქციელი.. აგრესული საქციელი, მაგალითად ცემოს კრუპიე, როგორც განტევების ვაცი უბრალოად არ შეუძლია ( რადგან აგრესია მასში არ დევს ბუნებრივად) და ვერ გააკეთებს, მაგრამ შეუძლია აიღოს უსაშველოდ დიდი ვალი და გაეხვიოს შარში ან კიდევ ჟეტონების მოუძბენოს სულ სხვა დანიშნულება ( როგორი?! ამის შესახებ ისტორია სდუმს..) – ამ ყველაფრისთვის კი ფანტაზია ეყოფა.



თევზები – დიდხანს შეუძლიათ უარონ მაგიდას, სანამ გადაწყვიტავენ ითამაშონ თუ არა. ეშინითაწაგების და მცდარი გადაწყვეტილების. მაგრამ მათ ყოველთვის ეხმარება მათი მისტიური ინტუიცია, რომელსაც კოსმოსიდან იღებენ. ამიტომ ისინი ძალიან იშვითად იწყებენ თამაშს და შემდეგ უკვე – საოცრად ბედნიერი სახით იწყებენ მოგებული ფულის აკრეფვას მაგიდიდან.
კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები
N.G.

GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5837
 

ASTRO TV LIVE