ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ლიტერატურული გმირები და ჰოროსკოპის ნიშნები

ლიტერატურული გმირები და ჰოროსკოპის ნიშნები

ლიტერატურული გმირები და ჰოროსკოპის ნიშნები

ვერძი: სკარლეტ ო`ჰარა -„ქარწაღებულები“

მისი ოპტიმიზმი დაულეველია, ხოლო მისი ენერგია მუდმივი და სწორედ ეს ორი რამ არის მისი დაუსრულებელი თავგადასავლების მიზეზი. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ხასიათის ამ შტრიხებს მისთვის არამხოლოდ უამრავი უსიამოვნება მოაქვს, არამედ ყოველთვის მიყავს საჭირო დროს და საჭირო ადგილას. და სწორედ მაშინ , როცა ის აღმოჩნდება სიტუაციის ეპიცენტრში, მასში იღვიძებს მისი ყველა დადებითი თვისება. ამ დროს ვერძი თავს გრძნობს პლანეტის სრულფასოვან წევრად, გრძნობს რომ ცხოვრება გვერდ კი არ უვლის, არამედ მაში მიედინება. როგორც რომანის გმირს, სკარლეტს ცხოვრებაში უამრავი მძიმე განსაცდელი შეხვდა, მგრამ ის მათ უმკლავდებოდა, როგორც ნადვილი ვერძი- დაუღალავად, ძალისხმევით და მამაცად. და პრონციპში ასეთი ურაგანიც რომ არ ყოფილიყო სკარლეტის ცხოვრებაში, სავარაუდოდ ის თავად გამოიწვევდა მას.

კურო- წითელქუდა

ისინი ოთხივე ფეხით მყარად დგანან მიწაზე, არასდროს არ ეძებენ მარტივ გზებს, მიჩვეული არიან ბრძოლად თავინთი კეთილდღეობისათვის. ძალიან იშვითად უჩნდებათიმპულსური სურვილები- ისინი პრაგმატულები და რაციონალურები არიან. კუროებს აქვთ საოცარი გამომგონებლური ნიჭი, რის წყალობითაც მათ შეუძლიათ გამოსავალი მონახონ ნებისმიერი სიტუაციიდან, თუნდაც უღრან ტყეში იყვნენ (წითელი ქუდით თავზე) და ირგვლივ მხოლოდ წყვიადი და მგლების ხროვა. თუმცა ამ კურო-წითელქუდებს სულ არ უხდებათ მოვლენების ისეთი განვითარება, როცა კმაყოფილი მარტო თვითონ რჩება. მას უნდა რომ ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს. და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად!

ტყუპები – დონ ჟუანი

ტყუპები ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ებრძვიან თავიანთ გაორებულ არსს. როცა ერთ-ერთი მათაგან გონივრული გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, მეორე აუცილებად ათას მიზეზს პოულობს რომ შეაჩეროს ეს პროცესი. მათ ზუსტად ასეთი მიდგომა აქვთ ყველა საკითხისადმი ცხოვრებაში – ებრძვიან ერთმანეთს. განსაკუთრებით კი სიყვარულში. სწორედ ამიტომ ეძახიან მათ დონ ჟუანს. პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ ნებისმიერის გულის დაპყრობა, არამედ ის რომ მათ არ შეუძლიათ უარი უთხრან არც ერთს ამ „ნებიმიერიდან“.

კიბო : რომეო – „რომეო და ჯულიეტა“

რომანიტიული, გულღია, სჯერა მარადიული სიყვარულის და გულით ისწრაფვის მისკენ. მიუხედავად მისი ნაზი და მოქნილი ხასიათისა, მას შეუძლია თავის თავზე დაყრდნობით გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. უყვარს სიჩუმე, მარტოობა, უყვარს დიდხანს ფიქრი, მაგრამ არაფრით არ გაუშვებს სანს ხელიდან დრო მხიარულ საზოგადოებაში გაატაროს. კიბო იმ ზოდიაქო ნიშნებს ეკუთვნის, რომლებიც ცხოვრების უსამრთლობას ისე აღიქვამენ, როგორც პირადს. ზედმეტი მგრძნობელობის გამო კიბო-რომეო ხშირად ხვდება ტრაგიკულ სიტუაციებში და მაინც აგრძელებს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც არანაირ შედეგს არ იძლევა სიტუაციიდან გამოსასვლელად.

ლომი – კარლსონი

ლომი საოცრად ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე და მეგობრულია. ადვილად იპყრობს გულებს. უყვარს წრფელი ღიმილი და ტორტების ჭამა. არადროს არ ვარდება სასოწარკვეთაში, ყოველთვის მხიარულებას და სიყვარულს ასხივებს. როგორც წესი,საუკეთესო თამადები, დიდი წვეულებების ორგანიზატორები..და მაქსიმუმ 5 წუთიანიმოწყენილობა. კარლსონი – ნამდვილი ლომია: განათლებული, შეუძლია ნებისმიერი არსების მოხიბვლა, ყოველთვის ენერგიით სავსე. მოხიბლულია ცხოვრების ყველა დღით და საკუთარი თავითაც. საკმარისია ერთი შექებაც, რომ მაშინვე მთელი მონდომებით იწყებენ გარშემო მყოფი საზოგადოების დავირუსებას იგივე დადებითი განწყობით მის მიმართ. და არც უნდა დავუკარგოთ ეს – მას ეს ყოველთვის გამოსდის!

ქალწული – ანა კარერინა

და ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ნაზი და მშვიდი არსებას, როგორიც ქალწულია, შეეძლო ჩაედინა ისეთი მკაცრი საქციელი, რაც საზოგადოების განსჯის საგანი გახდებოდა. მაგრამ როცა საკითხი ეხება ბედნიერბებას, ქალწულებისთვის აღარ არსებობს არანაირი ჩარჩოები და საზოგადოებრივი კანონები. „ანა კარენინებს“ შეუძლიათ თავგანწირვით ბრძოლა ბედნიერებისათვის, სიყვარულისთვის და საკუთარი ინტერესებისთვის. და არც ისეთი უპასუხმგებლოა მათი საქციელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მათ როგორც წესი ამ უპასუხიმგებლო საქციელი ყველა ნაბიჯი წინასწარ აქვთ გათვლილი.

სასწორი – შერლოკ ჰოლმსი

მათთვის დამახასაითებელია ცოტაოდენი დაფიქრება, აწონ-დაწონვა და გაანალიზება ნებისმიერი საკითხის. ისინი ნადვილი შერლოკ ჰოლმსები არიან, თითქოს მაღტლა იმიტომ მოვიდნენდედამიწაზე, რომ ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ განსჯა და რჩევის მიცემა. სასწორის სიჩუმე ბევრად უფრო მრავლისმეტყველია, სხვა ყველას ზოდიაქოს ლაყბობაზე. ხოლო მათი ინსპექტორის მზერას შეუძლია აღიქვას ყველა პატარა დეტალი, ყველა პატარა შეუთავსებლობა. სასწორები საკმაოდ ეშმაკები და ჭკვიანები არიან, ყურადღების კონცენტრაცია ახასიათებთ. და როგორც ჰოლმსი, მათაც მთელი თავისი ძალისხმევა მიმართული აქვთ ბოროტებასთან ბრძოლისკენ.

მორიელი: ვოლანდი („ოსტატი და მარგარიტა“)

რაც არ უნდა იყოს, მორიელში ყოველთვის არის რაღაც მისტიური და ამოუცნობი, რაც გიზიდავს და გაინტერესებს და ამავდროულად საშიში გეჩვენება. ყველასთვის ცნობილია რომ მორიელის წამიერი მზერასაც კი შეუძლია შეგძრას სულამდე. მორიელებს იმიტომ კი არ აქებენ, რომ მათ შეუძლიათ გაციოზულად მოგაყენონ დარტყმა, არამედ იმიტომ რომ ამ ყველაფერს არ აკეთებენ ყოველი შესაზლებლობის დროს (გამონაკლისების გარდა). მათ მიაწერენ რაღაცნაირ იდუმალებას ხოლმე, და სწორედ ამიტომაც ლიტერატურაში ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად შეიძლება დასახელდეს ვოლანდი.

მშვილდოსანი – ვინი პუხი

გულღია, საოცრად მომხიბვლელი, უკან არ იხევს არანაირ ურთიერთობებში, ხანდახან უტაქტო, მაგრამ ძალიან კეთილი, საყვარელი და მხიარული. თუ მშვილდოსანს თავში მოუვა, რაიმე გიჟური იდეა, ის დაიწყებს მის განხორციელებას ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი მეთოდებით, იქამდე სანამ მისთვის არ გახდება ნათელი, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი „არასწორი ფუტკრებია“. მაგრამ ამას ყოველთვის დაგვიანებით გებულობს ხოლმე.. მაგრამ მას არ რჩება დრო რომ ინაღვლოს და ოიწყინოს, რადგან პარალელურად თავში ახალი გიჟური იდეები უჩნდება.. და ყველაფერი იწყება თავიდან.

თხის რქა- მერი პოპინსი

მშვიდები,მდგრადები, სერიოზულები და მიზანდასახულები. სწორედ ასეთია მერი პოპინსი, რომელიც ერთი წამიტაც არ დართავს ბავშვებს ნებას იცელქონ და მათ ზრდის როგორც სამაგალითო მოქალაქეებს. ის არ წავა დათმობაზე, რათა ბავშვებს შეუსრულოს წვრილმანი კაპროზები. ის მათ ასწავლის იყვნენ ძლიერები და მიზადასახულები. თხის რქა მთელი თავისი არსებით შეეცდება მისცეს მათ მაგალითი ამ ყველაფრისთვის. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თხის რქას შეუძლია თავისი შვილების ბავშვობა აქციოს ყველაზე საუკეთესო ბავშვობად მსოფლიოში!

მერწყული – ოსტაპ ბენდერი ( „12 სკამი“)

ის ერთ-ერთი ყველა „მოძრავი“ ზოდიაქოა: უამრავი იდეები, სიტყვები, ძალა, ხმაური, გამა, გადაადგილება და საბოლოო ამ ყველაფრის შედეგის ეფექტი არის ნული. მართალია მას სულაც არ ანაღვლებს ეს, ის ხომ ასეთი გამბედავი, მხიარული და ოტიმისტია. მათ კარგად იციან , რომ მათვითვის შედეგი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც პროცესი. ისინი ყოველწამიერად ტკბებიან ცხოვრებით, ქარით, საწინააღდეგო სქესის მზერით.. მათ ყველაზე კარგად იცინ ცხოვრებით ტკბობა. სწორედ ამიტომაა ლიტერატურაში ყველაზე თავლსაჩინო წარმომადგენელი ოსტაპ ბენდერი. ადამიანი რომლისთვისაც ყველა დღე დღესასწაულია, ცხოვრება კი დიდი ფერადი კარნავალი!

თევზები – დონ კიხოტი

დონ კიხოტ ლამანჩელი – ეშმაკი და ჭკვიანი, ამოუცნობი, რომელიც თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თევზები ყოველთვის კანონიერად „დაცურავენ“, და ეს კანონები მარტო მათი ზოდიაქოს წარმომადგენლებს ესმით. ისინი ყოველთვის გლობალურად ფიქრობენ სამართლიანობაზე, სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე..მათთვის მნიშვნელოვანია რაინდულობა ( თუნდაც რაინდული შებრძოლება).თევზები ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი და განსხვავებული ზოდიაქოს ნიშანია. ისინი თავის თავში ყოველთვის ატარებენ რაღაც განსაკუთრებულ, ამაღლებულ და დიად მისიას და იცავენ მათ, თუნდაც ამისთვის საჭირო გახდეს ქარის წისქვილებთან ბრძოლა.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 16097
 

ASTRO TV LIVE