ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC ვერძი

ASC ვერძი


მარსი, ვერძის მმართველი პლანეტა, პასუხს აგებს აგრესიაზე და ძალადობაზე, აგრეთვე უბედურ შემთხვევებზეც, კამათზე, ჩხუბზე– ის წარმოადგენს უბედური შემთხვევების ბუნებრივ სიგნიფიკატორს. ამას აძლიერებს ისიც, რომ მარსი აგრეთვე მართავს VIII სახლს, რომელიც აგრეთვე კავშირშია უბედურ შემთხვევებთან.

მარსი, როგორც ვიცით, ეგზალტირდება თხის რქაში, X სახლში.ამიტომ ASC ვერძის მქონე ადამიანი განიცდის ძლიერ მოტივაციას და სავსეა ენერგიით, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ის ამბიციურია და ყველაფერში პირველობა სურს.მარსიანელი ფეთქებადი ენერგიის პატრონია, ხოლო თხის რქის მმართველი –სატურნი , მას სძენს სიჯიუტეს, ბეჯითობას.თუმცა ASC ვერძი სუსტი სტრატეგია. მას ვერ მიჰყავს წამოწყებული ბოლომდე, რადგან ვერ ინარჩუნებს სიმტკიცეს დიდი ხნის მანძილზე. ის უფრო იმპულსურია,ვიდრე თანმიმდევრული.ის უშუალოა, ცოტა არ იყოს არადიპლომატიურიც.კამათში არასოდეს არაფერს თმობს.ხშირად გატაცებულია სპორტით,განსაკუთრებით ისეთით , რომელიც მის ლიდერულ თვისებებს გაუსვავს ხაზს.

ის ფაქტი , რომ მარსი IV სახლში , კირჩხიბში ეცემა, იწვევს ASC ვერძიანი ადამიანების სურვილს გაეცალონ ახლობელ ადამიანებს და იცხოვრონ მათგან დამოუკიდებლად, შორს. ზოგჯერ ქვეყნიდანაც შორს კი.არ უყვართერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, მაწანწალა ხასიათი აქვთ. მარსისა და იუპიტერის მეგობრობა კიდევ უფრო აძლიერებს ამ სურვილს– შორეული მოგზაურობების და მშობლიური კერისაგან შორს– უცხოეთში ყოფნის.

IV სახლთან უარყოფითი კავშირი აგრეთვე იწვევს უთანხმოებას მშობლებთან, განსაკუთრებით დედსთან; მარსი VII სახლში ,რომლის მმართველიც ვენერაა,– გაძევებაშია, ამიტომ ASC ვერძის მქონე ადამიანი ხორციელ ტკბობაზე სულაც არაა უარს.აგრევე უჭირს პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება.

მტრები ,Asc ვერძს სასწორის ტიპის ადამიანები ეყოლება. ისინი მას გაააკრიტიკებენ ჰარმონიულობისა და გაწონასწორებულობის არქონის, აგრესიის გამო.

და ბოლოს– მზეV სახლის მმართველი– მეგობრობს მარსთან , სწორედ ამიტომ ASC ვერძი კარგი მშობელია. ბევრი შვილები თუმცა იშვიათად ჰყავს, მაგრამ , ცდილობს , ისე აღზარდოს შთამომავლობა, რომ მათ შემდგომში მისი გზა წორად გააგრძელონ.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

თავის ფორმა, ისევე როგორც მთლიანად ტანი– კვადრატული.სქელი, ძვლოვანი,ჰორიზონტალური კვეთის. თმის ფერი მეტწილად წაბლისფერი, ან წითური.ხშირად ხვეული, თუ მარსი ძლიერია , ხოლო თუ სუსტი–მეჩხერი, ან სულაც მელოტი. შუბლი დაბალი, შუბლის ძვლები წინ წამოსული.რაც მეტად წინაა წამოწეული, მით მეტად განვითარებულია ინტელექტუალურად. წარბების რკალი თითქმის ჰორიზონტალური, დაბლა განლაგებული, ხშირთმიანი.მკეთრ ხაზად წარმოჩენილი.თითქმის შერთერბული.მზერა კონცენტრირებული, მტკიცე, ცოტა თავხედურიც კი, პირდაპირი, სუფთა.ყვრიმალები –ფართო. ცხვირი – სწორი, გამოხატული, ხშირად ჩაღრმავების გარეშე პირდაპირ შუბლიდან წამოსული. თუჩები ზომით მოზრდილი, მაგრამ მოკუმული. ნიკაპი შედარებით მოკლე, წინწამოწეული. ყბები კარგად განვითარებული, კუთხოვანი.სიმაღლე საშუალო.მუსკულატურა– განვითარებული.არც გამხდარი, არც მსუქანი. სახეზე ცოტა მტაცებლური იერით. კანის ფერი მოწითალო ან მუქი. ხშირად თავის არეში ტრამვები, ნაიარევები.კისერი მაღალი. მხრები განიერი, ფართე.შესაძლოა მკაფიოდ გამოხატული ხალი სახეზე.

გამოჩენილი ადამიანები ASC ვერძით იყვნენ ბრამსი, როკფელერი, იზენჰაუერი, ლენონი.

დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ენერგეტიკულად სუსტია სახის შემადგენელი ნაწილები.თავის ტკივილები, ნევრალგია, თავბრუსხვევები, თვალის დაავადებები, პოლიპები, მიდრეკილება ინსულტისაკენ.უკუჩვენება– გადაღლა და დაძაბულობა. რჩევა– სწორი რეჟიმი, 8 საათიანი ძილი, ხშირი ყოფნა ჰაერზე.

ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 6113
 

ასევე გირჩევთ

ASTRO TV LIVE