Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC კურო

ASC კურო

ვენარა, კუროს მმართველი პლანეტა, (სტიქია– მიწა,ფიქსირებული)პასუხს აგებს ყველაფერ იმაზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს კომფორტთან , სულიერ სიმყუდროვესთან, იმასთან , რაც სიამოვნებას გვანიჭებს.ამაში შედის ჩვენი გარდერობი,კონდიტერული ნაწარმი, სილამაზის სალონები, გამოფენები, გალერეები.მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვენერა, როგორც II სახლის მმართველი უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია ფინანსებთან ,შემოსავლებთან, დაგროვების უნართან.ამის გამო ისინი მატერიალური სიკეთეს, კეთილდღეობას მუდამ ყველაფერზე წინ აყენებენ.ახალგაზრდა კურო ბევრს შრომობს, რომ სიბერე უზრუნველყოფილი ქონდეს და , როგორც წესი, ახერხებს კიდეც ამას.ASC კუროს, მუდამ აქვს რაიმე მფლობელობაში, რასაც დაჰფოფინებს, იქნება ეს ექსკლუზიური ავტომობილი თუ გახვრეტილი ძველი მონეტა.

რადგან მისი დესცენდენტი მორიელშია, ASC კუროს მტრები ვენერა ეგზალტირდება თევზებში, რაც მას ანიჭებს სირბილეს, გრძნობებში დათმობის უნარს. წყურვილს მშვიდი,ჰარმონიული ურთიერთობების, სულერ ერთობისა.თანაგრძნობას. ის რომ ვენერა სწორედ XII სახლში ეგზალტირდება, იწვევს მის თითქმის ჰიპნოტიკურ მისწარაფებას ყველაფერი იდუმალისაკენ და მისტიკურისაკენ.აგრეთვე მიდრეკილება განმარტოებისაკენ.სულიერი მხარე მისთვის წინ წამოწეულია.ის იდეალისტიადა ცოტა არ იყოს მორცხვია და მორიდებული.თუ ვენერა დაზიანებულია, მაშინ შეიძლება იყოს ექსტრავაგანტული, თუმცა ესთეტიკურობას მაინც შეინარჩუნებს. Asc კურო მეტწილად რელიგიურია . აქვს უნარი მსხვერპლისგაღებისა და თვითშეწირვისაც კი.

ის ფაქტი, რომ ვენერა ეცემა VI სახლში, ქალწულში,იწვევს იმას რომ ASC კუროს გარკვეულწილად სიზარმაცე ახასიათებს.ცოტა არ იყოს ფეთხუმიცაა.აგრეთვე მაინცდამაინც ‘’ ხარივით ჯანმრთელობით’’ ვერ გამოირჩევა.

ურთიერთობებშიც , ASC კურო მფლობელი და ეჭვიანია, რადგან მისი მმართველი ვენერა ვერძის სახლში, მორიელთან გაძევებაში იმყოფება.მისი გრძნობები შეიძლება იყოს არაჰარმონიული, დაფარული მოთხოვნილება სიყვარულისა,მას ტანჯვას უფრო აყენებს ვიდრე სიამოვნებას.უჭირს იყოს მომთმენი, ერთგული და პარტნიორული ურთიერთობები შეინარჩუნოს.ურანი, რომელიც სწორედ კუროში ეცემა, იწვევს მის მოულოდნელ აფეთქვევს, გამძვინვარებამდეც კი. მაგრამ როგორც წესი, ეს ხანმოკლე ხასიათს ატარებს.

Asc კუროს მტრებს მორიელი განსაზღვრავს, ამიტომაც ისინი იდუმალნი და ვერაგნი არიან და მათ მეტად მტკივნეულ ადგილას იციან კბენა.

მთვარის ეგზალტირება კუროს ნიშანში იწვევს მის განსაკუთრებულ მგრძნობიარე შინაგან ბუნებას, რასაც კიდევ უფრო უძლიერებს ნეპტუნთან კარგი დამოკიდებულება – კერძოდ კი –მიდრეკილებებს ხელოვნებისაკენ, პოეტურობისაკენ.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

თავის და ტანის კვადრატული ფორმები. თავისქალა მოზრდილი, კისერი მოკლე.უყვართ ტკბილეული და აქვთ სიმსუქნისაკენ მიდრეკილება. მოძრაობები– ზანტი, მოუქნელი.საუბრის მანერა ნელი, უემოციო.თმები ხშირი, ტალღოვანი,ვარცხნილობას საგანგებოდ ირჩევს და მერე დიდხანს მისი ერთგული რჩება .თვალები დიდი , წყლიანი. სიყვარულით განმსჭვალული. წამწამები ხშირი. ცხვირი შესაძლოა ოდნავ აპრეხილი, მაგრამ არა პაჭუა.ნესტოები მგრძნობიარე, ტუჩები მსხვილი, კარგად გამოკვეთილი. ყურები პატარა, ხორციანი. შუბლი მშვიდი, ძირითადად ნაოჭების გარეშე.წარბები მშვილდისებური.მკერდი კარგად განვითარებული.ქალებს უყვართ დეკოლტეს ტარება.ხელები ფუმფულა.თითები მოკლე. ფეხები შედარებით მოკლე , მსხვილი.ტერფი პატარა. მხრები დაქანებული.სიარულის მანერა– აუჩქარებელი, გრაციოზული.

გამოჩენილი ადამიანები ASC კუროთი იყვნენ ე. მედიჩი, მარიამ სტიუარტი, ვოშინგტონი, ლევ ტოლსტოი, დოსტოევსკი,პუჩინი, როსინი, კარუზო, ბეთჰოვენი.


დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი


ASC კუროს სუსტი ყელი აქვს, ამიტომ აქ ხშირია ლანინგიტი, ფარინგიტი,ნუშისებური ჯირკვლების დაავადება, ანგინა, ხმოვანი კვანძების დაავადებები, კატარი, აგრეთვე ჩიყვი.რეკომენდაცია– დასვენება სიჩუმეში.


ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 8 990
 

ASTRO TV LIVE