Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC ტყუპები

ASC ტყუპები


მერკური , ტყუპების მმართველი პლანეტა, (სტიქია– ჰაერი, მუტაბელური) პასუხს აგებს ადამიანის უნარზე კომერციის და კომუნიკაციის სფეროში,ის III სახლის სიმბოლურ სიგნიფიკატორს წარმოადგენს.

ASC ტყუპებში მიგვითითებს კონტაქტებისაკენ მისწარაფებაზე, აგრეთვე დახელოვნებულობაზე სიტყვის წარმოთქმაში. ასეთი ადამიანი აფასებს ინტელექტუალიზმს, მახვილ იუმორს, მოხერხებულობას და გამომსახველობას. თავადაც აქვს ორიგინალური, ნოვატორული გონება.უყვარს მოძრავი ცხოვრება .მაგრამ რადგანაც IX დისჰარმონიულ კავშირი აქვს, სჯობს ერიდოს შორეულ მოგზაურობებს, და ახლო მგზავრობებით შემოიფარგლოს. ასევე უკენაჩვენებია მისთვის ნებისმიერი ავანტიურა.ასეთი ადამიანი იოლად შეისრუტავს ინფორმაციას . მას უნარი აქვს ადვილად დაამყაროს კავშირები მეზობლებთან,ტრანსპორტში გაცნობილ ადამიანებთან,კარგი ურთიერთობა და კავშირები აქვთ ახლო ნათესავებთან, განსაკუთრებით და– ძმასთან. სასწორთან მეგობრული დამოკიდებულება განაპირობებს მის კარგ პარტნიორულ თვისებებს .

თუ მერკური დაზიანებულია, ტყუპები ხდებიან მატყუარები, აქვთ უამრავი უაზრო კავშირები და კონტაქტები. უყვართ მხოლოდ სიტყვით.პრობლემატური ხდება მათი ურთიერთობა ნათესავებთანაც.

თავად მერკური ვაჭრობის მფარველიცაა. შესაბამისად, მისთვის კარგია კომერციული საქმიანობა, თუ სხვა მაჩვენებლები არ უშლიან ხელს.

რადგან მერკურის ეგზალტაციის ადგილს წარმოადგენს XI სახლში, მერწყულში. ამიტომ მისთვის უცხო არაა ცვლილებების სიყვარული, თავისუფლებისაკენ სწრაფვა. არის ძალზე მეგობრული, რასაც ცხადია ხელს უწყობს ზემოთ აღნიშნული კომუნიკაციის კარგი უნარიც.მას აქვს სურვილი, თანასწორი ურთიერთობისა გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ხშირად ისინი არიან პირველაღმომჩენები, რეფორმატორები, გამომგონებლები.

თუმცა მათ უჭირთ იყვნენ ზუსტები, დაიცვან წესრიგი, თანმიმდევრობა საკუთარ ქმედებებში,.სამაგიეროდ აქვთ უნარი , შთაგონება მისცენ სხვებს.თავად კი მალევე გაერთვებიან სხვა, ახალ საგანზე. ამას იწვევს მერკურის დაცემა თევზებში.გარდა ამისათავს იჩენენ ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დახურული ტიპის ორგანიზაციებთან. ASC ტყუპების ადანმიანისთვის არაა სასურველი საიდუმლებთან შეხება. დროდა დრო ისინი ხდებიან აფორიაქებულნი, დაძაბულნი და გაფანტულნიც კი.

VIსახლთან არც თუ კარგი დამოკიდებულების გამო ASC ტყუპები უგულოდ ეკიდებიან ყოველდღიურ მოვალეობებს. აქვთ არც თუ ისე მყარი ჯანმრთელობა .

ASC მერკურის მტრებს მშვილდოსანის ნიშანი განსაზღვრავს, ამიტომ ისინი , როგორც წესი,მაღალი ინტელექტითა და მკაფიო იდეოლოგიური მრწამსით გამოირჩევიან, იოლად გამოაშკარავებენ ხოლმე მას ტყუილში .

და ბოლოს,V სახლთან და მზესთან მეგობრული ურთიერთობის გამო, ASC მერკური კარგი მშობელია. უყვარს თეატრი,კინო, ზოგადად ხელოვნება.აგრეთვე აზარტული თამაშები.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

გამოხატული. თუ ასეთ ტუჩებს ახლავს ნუშისებური თვალების ჭრილი ადამიანი უაღრესად კრიტიკუმაღალი, ტანადი, მოქნილი ფიგურა. სიარულის მანერა სწარაფი. კიდურები , აგრეთვე თითები–გრძელი.თავის ქალა და სახის ნაკვთები მოგრძო, თხელი. თვალები მომწვანო, ან რუხი.ცოხალი, ინტელექტუალური.მზერა სწრაფი. კეთლ მერკურიანელებს თვალის ჭრილი ფართე აქვთ, ხოლო ცბიერებს წაგრძელებული.თმა წაბლისფერი, ან ღია. შუბლი სწორი, ვერტიკალური, ნაოჭების გარეშე. წარბები მშვილდისებური, არაჰორიზონტალური. რაც მეტი მომშვილდურია, მეტად უჭირს კონცენტრირება.კანი– პიგმენტაცია, ხალები.ჭორფლი. ცხვირი სწორი, ქვედა ნაწილში თხელი. ბოროტს– წაწვეტებული.ტუჩები აგრეთვე თხელი, ძალიან სიმეტრიული. ზედა ხშირად სუსტადლია, ანგარიშიანი , ცბიერი, თანაგრძნობის უნარდაქვეითებული. თვით სექსის დროსაც კი ანგარებაზე ფიქრობს, და არა სიამოვნებაზე.ნიკაპი– გრძელი, წაწვეტებული. საუბრის მანერა სწარაფი, ძალდაუტანებელი. ქალებს აქვთ ვიწრო წელი, პატარა მკერდი.
გამოჩენილი ადამიანები ASC ტყუპებით იყვნენ პეტრე I , ომარ ხაიამი, ჟ.ჟ.რუსო, შილერი, ვერდი, ვოლტერი, ჯ.ლონდონი, კეპლერი, ჟ. ვერნი, გრეტა გარბო, რეიგანი.

დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ხშირია ნერვული სისტემის დაავადებები.ასევე ფილტვებთან დაკავშირებული – ბრონქიტები, ასთმა, ტუბერკულიოზი, პლევრიტები; და კიდურებთან დაკავშირებული, მაგალითად ართრიტები.

უკუჩვენება– ნიკოტინს. რჩევა– ხშირად დაისვენოს სუფთა ჰაერზე.

ხათუნა Noel

GeoAtro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 8 417
 

ASTRO TV LIVE