Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC კირჩხიბი

ASC კირჩხიბი


კირჩხიბის მმართველი პლანეტა, მთვარე (სტიქია წყალი,კარდინალური),პასუხს აგებს ჩვენს ემოციებზე. შესაბამისად , Asc კირჩხიბი ძალიან ემოციური პიროვნებაა. მთვარე წარმოადგენს IV სახლის სიგნიფიკატორს, ამიტომაც ასეთი ადამიანი კარგი მეოჯახეა,პატივს სცემს ტრადიციებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი დედას.ის პატრიოტია და მის ფუნდამენტალურ საყრდენს საკუთარი ბავშვობა წარმოადგენს.

მთვარე ეგზალტირდება კუროში, II სახლში, ამის გამო Asc კირჩხიბს ფულზე საუკეთესო ყნოსვა აქვს.მოქნილია ისეთ საქმეებში, რომლებიც ეხება კვების პროდუქტების, ბინების, მიწის ნაკვეთების შეძენა–გაყიდვას.ის ნამდვილი გურმანია. გარკვეულწილად სიმსუქნისაკენაც კი არის მიდრეკილი.უყვარს კარგად კვება,აგრეთვე ფუფუნების საგნები, ანტიკვარიატი.

ის ფაქტი, რომ მთვარეVIII სახლში, ღრიანკალში ეცემა,იწვევს ASC კირჩხიბიანი ადამიანების სწრაფვას ხიფათისაკენ,მას შიშის გრძნობა ცოტა არ იყოს დაქვეითებული აქვს.ხშირად ასეთ ადამიანს მისწრაფება აქვს პარაფსიქოლოგიისა და ოკულტიზმისაკენ. ის ძალზე სენსიტიურია.

VIII სახლთან უარყოფითი კავშირი აგრეთვე განაპირობებსმის გართულებულ დამოკიდებულებას მატერიალური ფასეულობების მიმართ. იმისდამიხედვით , თუ რა ასპექტები აქვს მთვარეს, asc კირჩხიბი შესაძლოა იყოს ან უკიდურესად ხელმომჭირნე ან ზედმეტად მფლანგველი.

კირჩხიბი გაძევებაშია X სახლში, თხისრქასთან,სწორედ ამის გამო ის არაა ამბიციური, არ ხიბლავს კარიერული სიმაღლეები. სამაგიეროდ კარგი შემსრულებელი მუშაკია, რადგან VIსახლთან მეგობრული ჰექსოგონალური ასპექტი აქვს.

Asc კირჩხიბის მტრები, რომელთაც თხისრქა განსაზღვრავს, მისი განადგურების საქმეში შეუვალობითა და პრინციპულობით გამოირჩევიან.

და ბოლოს–IVსახლი I და VII სახლებთან კვადრატურებს ქმნის, რის შედეგადაც ASC კირჩხიბს უჭირს როგორც საკუთარი თავის წარმოჩენა, ისე– პარტნიორული ურთიერთობები.სამაგიეროდ ნეპტუნთან და ვენერასთან მეგობრობა განაპირობებს მაში ხელოვნებისადმის მირეკილებებს, აგრეთვე მისტიციზმს, რელიგიურობას.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

საშუალო აღნაგობის, ხშირად სიმსუქნისკენ მიდრეკილი.ტანი არც თუ დიდი, ზედა ნაწილი უფრო განვითარებული.ხელები პატარა.სახე მრგვალი, სავსე. კანი ფერმკრთალი.შუბლი მომცრო, მომრგვალებული.ცხვირი რბილხაზოვანი.თმები თხელი, ღია ან წაბლისფერი, დამყოლი. მიდრეკილი გამელოტებისაკენ.თვალები, მონაცრისფერო, ან ცისფერი.მომრგვალო ფორმის, ოდნავ წინჩამჯდარი.მზერა საკუთარ თავში ჩაღრმავებული, ნაღვლიანი.ტუჩები–მაგრად მოკუმული,კუთხეები ქვევით დაშვებული.
გამოჩენილი ადამიანები ASC კირჩხიბით იყვნენ ეინშტეინი,ვან გოგი, შუბრეტი, ჩაიკოვსკი,კიპლინგი, მოდილიანი,შტრაუსი, კაფკა, გორბაჩოვი.



დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

Asc კირჩხიბის დაავადებები დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის მოშლასთან, რაც იწვევს შეშუპებებს, შესიებებს.აგრეთვე სისხნაკლულობა.მათ აგრეთვე ახასიათებთ კუჭის დაავადებები, ფსიქიური აშლილობა, იპოქონდრია, ისტერიკა, აგრეთვე ეჭვიანობა

ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 9 714
 

ASTRO TV LIVE