Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC ლომი

ASC ლომი


ლომის მმართველი პლანეტა, მზე (სტიქია ცეცხლი,ფიქსირებული) პასუხს აგებს ჩვენს აქტიობაზე, თვითგამოხატვასა და რეალიძაციაზე.შესაბამისად ლომისთვის ეს თვისებები პირველ ადგილზე დგას.

მზე ეგზალტირდება ვერძში, I სახლში,ამიტომ მას მთელი ცხოვრება უწევს საკუთარი მეს წინ წამოჩენა. ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ამაყია, პატივმოყვარე.ენერგიით აღსავსე.ესწრაფვის იყოს მუდამ და ყველაფერში პირველი.

ის ფაქტი , რომ მზე გაძევებაშია მერწყულთან , XI სახლში, განაპირობებს იმას არაგულწრფელი მეგობრები ახვევია გარს. ისინი ხშირად პირმომთნეობენ და გადაჭარბებულად შეასხავენ ხოტბას, რასაც , asc ლომი, სამწუხაროდ, ვერ გრძნობს.

რადგან მზე სასწორში, VII სახლში დაცემაში იმყოფება, Asc ლომს უჭირს პარტნიორული ურთიერთობები,ეს ეხება როგორც საქმიან , ისე პირად ,სასიყვარულო კონტაქტებს, რადგან ის არღვევს სასწორისეულ პრინციპს ჰარმონიულობისა და გაწონასწორებულობისა. Asc ლომს არ უყვარს დათმობაზე წასვლა, კაპრიზულია და მხოლოდ საკუთარ კომპეტენტურობაში დარწმუნებული. შედეგად ხშირად ემსხვრება ქორწინება, ხოლო პარტნიორებთან საქმე სასამართლო გარჩევებამდეც კი მიდის.

IIსახლსა და მის მმართველ ვენერასთან კვადრატურის გამო Asc ლომი ფინანსებში მოიკოჭლებს.მისი ხაზინა გამუდმებით საჭიროებს შევსებას, რადგან ის უზომოდ ბევრს ფლანგავს საკუთარი გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.ამასთან ერთად მას გემოვნებაც ღალატობს და ხშირად ზიზილ–პიპილოებისკენ აქვს მიდრეკილება.

მტრები მერწყულის ტიპის–დამოუკიდებელი ადამიანები, რომელთაც ძალუძთ არ დანებდნენ მის მომხიბვლელობას.
სამაგიეროდ მეგობრული ასპექტები ტყუპებთან, და მშვილდოსანთან-(III , IX სახლები)ხელს უწყობს მას კარგი, სრულფასოვანი განათლების მიღებაში. ყავს საჭირო ნაცნობობა ყველგან , იქნება ეს უახლოესი გარემოცვა თუ საზღვარგარეთული კონტაქტები.მუადამ ინფორმირებულია და განუწყვეტლივ იფართოებს ცოდნის თვალსაწიერს.



გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

მაღალი, სწორი აღნაგობის, განიერი მხრები,ფიგურა ზედა ნაწილში უფრო სრული, ფეხები თხელი.თავი ამაყად უჭირავს.სახე ნათელი, კანი ლამაზი, გლუვი. თვალისჭრილი მაღლა აწეული კუთხეებით, მზერა კატისებური.ცხვირის დაბოლოება ცოტაარიყოს გაბუშტული.თმები ღია, ხშირი’’ ფაფარი’’. მამაკაცებს შუბლის კუთხეებში შეთხელებული, წაწვეტებულად, ფორმით წააგავს კატის ყურებს.ტუჩები ხაზგასმულად მკაცრი.ყურები დიდი, ზოგჯერ ‘’ ყურშა’’.
გამოჩენილი ადამიანები– ლენინი, ხრუშჩოვი, ბისმარკი, ალ. მაკედონელი, ედგარ კეისი, გარიბალდი, ციცერონიტროცკი, გალილეი, ბალზაკი, დიუმა, ჰემინგუეი, პაგანინი.ელცინი, ლერმონტოვი.



დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

როგორც წესი , Asc ლომს კარგი ჯანმრთელობა აქვს, თუ მზე არაა დაზიანებული. ყველაზე მგრძნობიარე ორგანო– გულია. შეიძლება შეაწუხოს გულისყრამ, სისხლძარღვთა ცვლილებებმა, ჭვლებმა გულის არეში. მიდრეკილია რევმატიზმისაკენ. ლომი იშვიათად ავადმყოფობს, და თუ ავად გახდა, სწრაფადვე გამოჯანმრთელდება.

ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 6 698
 

ASTRO TV LIVE