ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC ქალწული

ASC ქალწული


ASC ქალწულის მმართველი პლანეტა, ისევე როგორც ტყუპების,მერკურია.მაშ, რა განასხვავებს ამ ორ ნიშანს ერთმანეთისაგან?– ასტროლოგიური სახლები! ქალწული, როგორც ვიცით ,VI სახლითაა წარმოდგენილი,(ტყუპების დომიცელი კი III სახლია), რადგან დომიცელი VI –შია,ქალწულის გაძევება მის საპირისპიროდ ანუ–თევზებში უნდა ვეძებოთ. საინტერესოა , რომ ეგზალტაცია ქალწულისა საკუთარივე სახლში ხდება.შესაბამისად,დაცემა ისევ თევზებში აქვს. ქალწული მშვილდოსანთან დისჰარმონიულ კვადრატურას ,კირჩხიბთან და მორიელთან ჰექსოგონალურ კავშირებს , ხოლო კუროსთან და თხისრქასთან ტრიგონალურ ჰარმონიულ კავშირებს ქმნის.განვიხილოთ , თუ რა როლს ასრულებს ზემოჩამოთვლილი ფაქტორები ASC ქალწულის ასტრო-ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაში.

ქალწულისეული მერკური(სტიქია მიწა,მუტაბელური, მდედრობითი) პრაქტიციზმითა და კარგი ორგანიძატორული გონებით გამოირჩევა.ის კონსერვატორულია, კარგი კრიტიკოსი, შეუძლია იყოს კარგი მრჩეველი.

შრომისას მუშაობს საფუძვლიანად და მეთოდურად.სამსახურში აფასებენ საქმიანი ხასიათის გამო. ისიც ბოლომდე სარგებლობს არსებული კონტაქტებიდან სიკეთის მისაღებად.თუ მერკური დაზიანებულია, ASC ქალწული მეწვრილმანე , ზედმეტად პედანტური და საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო უსაფუძვლოდ მოწუწუნე ხდება.

თევზებში ,ერთდროული დაცემისა და გაძევების გამო., მერკური სუსტად გრძნობს თავს. ის გაფანტულია , ქაოტური,ფანტაზიის უნარს მოკლებული. არც დემაგოგიასთანაა მწყრალად.ბევრი ფარული მტერი ჰყავს.მშვილდოსანთან მტრულ დამოკიდებულებში მყოფი ASC მერკური მენტორული ტონით საუბრობს. კრიტიკის და იუმორის მიუღებლობა, მერკანტილურობა, არც თუ გამჭრიახობა– ეს თვისებები იუპიტერთან მტრობითაა გამოწვეული.

მტრებს რაც შეეხება, ისინი XII სახლს შეესატყვისებიან, ამიტომაც გამოირჩევიან მაღალი ინტუიციით, და უნარით სუსტ ადგილზე ფეხის მტკივნეულად დაჭერით. ისინი ფლობენ ყველა საიდუმლო წვრილმანსაც კი. მთვარესთან მეგობრობა ქალწულს საშუალებას აძლევს იქონიოს წარსულის სწორად გაანალიზების , სხვათა აზრებში წვდომის უნარი. ინფორმაციის ზედმიწევნით ანალიზსა და ინტუიციის განვითარებაში მორიელიც ეხმარება .

და ბოლოს, ASC მერკურიანელ ადამიანს მაღალი მიზანდასახულობაში , ნებისყოფაში , დისციპლინირებულობასა და კარგი ორგანიზატორული თვისებების გამოვლინებაში ხელს უწყობს სატურნთან ტრიგონალური კავშირი, ის ანიჭებს მას პატივმოყვარეობას და სიჯიუტეს, რათა განუხრელად იაროს დასახული მიზნების ბოლომდე შესასრულებლად.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

საშუალო აღნაგობა. თანაბარი ფიგურა. ზოგჯერ სავსე, მაგრამ არა მსუქანი.ოვალური სახე.კანი მუქი,ხორბლისფერი, ან მოწითალო. გამომეტყველება დამცინავი,თვალები შორსორს ჩასმული, მომცრო ზომის.მზერა გამჭოლი.ტუჩები გაბანტული. ქალებს უხეირო ფიგურა აქვთ. წელი თითქმის არ ეტყობათ, თეძოებიც ვიწრო . მამაკაცებს პირიქით– ქალური,განიერი თეძო აქვთ .

გამოჩენილი ადამიანები –შექსპირი, ოსკარ უაილდი, ჟანა დ’ არკი, მენდელეევი, რუზველტი, თომას მანი, მოცარტი, სოფი ლორენი, ჯორჯ ბუში.

პ რ ო ფ ე ს ი ა

ვაჭარი,კომერსანტი,მდივანი,ნოტარიუსი,რწმუნებული,ხელოსანი,ინჟინერი,მკერავი, ბუღალტერი,ექსკურსიამძღოლი, მტვირთავი, მებარგული, მათემატიკოსი, აფთიაქარი.


დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ASC ქალწულს უმეტესწილად დარღვეული აქვს საჭმლისმომნელებელი სისტემის მუშაობა.ხშირია დისპესიები, გაუვალობა.ქრონიკული დაავადებები ნაწლავთა სისტემისა.

რჩევა–თუკი რეჟიმს დაიცავს , და სამუშაოს და დასვენებას თანაბრად გაანაწილებს, ASC ქალწულისათვის პრობლემას არ წარმოადგენს ძალების სწრაფი აღდგენა.

ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4854
 

ASTRO TV LIVE