Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC სასწორი

ASC სასწორი

ASCსასწორის მმართველი არის ვენერა(სტიქია ჰაერი,კარდინალური, მამრობითი).ამშემთხვევაში მისი დომეცილი VII სახლშია, რაც განაპირობებს ასეთი ასცენდენტის მქონე ადამიანებში სილამაზისა და ჰარმონიისაკენ სწრაფვას.
თუ კი კუროში ASC –ს მმართველი ვენარასათვის პირველრიგში ფინანსური საკითხები მოდის წინ, VII სახლის მმართველ ვენერასათვის მთავარი აქცენტები ადამიანურ ურთიერთობებზე კეთდება.ის ცდილობს იყოს ტაქტიანი, გაწონასწორებული, ყურადღებიანი. მოიპოვოს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა, და კიდეც ახერხებს ამას, თუ ვენერა დაზიანებული არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში,მიუხედავად მუდმივი კომპრომისებისა და დათმობებისა, ASCსასწორს აქვს გამუდმებული კონფლიქტები ოჯახშიც, და სხვა ახლობელ ადამიანებთანაც. ვენერა,როგორც სასწორის მმართველი, ეგზალტირდება თევზებში, რაც როგორც უკვე ზევით ვთქვით, იწვევს მის თითქმის ჰიპნოტიკურ მისწარაფებას ყველაფერი იდუმალისაკენ და მისტიკურისაკენ. აგრეთვე მიდრეკილებას განმარტოებისაკენ.სულიერი მხარე მისთვის წინ წამოწეულია. ის იდეალისტია და ცოტა არ იყოს მორცხვი, მორიდებული. თუ ვენერა დაზიანებულია, მაშინ შეიძლება იყოს ექსტრავაგანტული, თუმცა ესთეტიკურობას მაინც შეინარჩუნებს.
ASC ვენერა, ისევე როგორც ASC კურო, საკმაოდ რელიგიურია, აქვს უნარი მსხვერპლგაღებისა და თვითშეწირვისაც კი.
სასწორისეული ვენერა, კუროს ვენერასაგან განსხვავებით, I სახლში, ვერძში, არის გაძევებული. შესაბამისად, ASC ქალწულს უჭირს საკუთარი მეს სწორად გამოვლენა.ის, ხშირ შემთხვევაში, თრგუნავს თავისთავს და საზოგადოებრივი აზრის მონა ხდება.
ის ფაქტი, რომ ვენერა VIII სახლში, მორიელში ეცემა, იწვევს Asc სასწორიანი ადამიანებში აზრს, რომ ისინი არავის უყვართ, ამის გამო იგი კომპლექსდება, ხდება ეჭვიანი,
არამეგობრული, კვადრატული ასპექტები მთვარესთან და IV სახლთან უმწვავებს ASC სასწორს საკუთარი ოჯახის წევრებთან, კერძოდ კი მშობლებთან ურთიერთობას. გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება აქვს მასთავის და–ძმასთან, აგრეთვე ბიძაშვილებთან და მეზობლებთანაც,რასაც III სახლთან, რასაც ტრიგონალური ასპექტი განაპირობებს.ასეთივე ასპექტი XI სახლთან იწვევს მის ჰარმონიულ ურთიერთობებს მეგობართა წრეში.
ASC სასწორის მტრები უცერემონიო, მოურიდებელი ადამიანები არიან, ისინი უკითხავად იჭრებიან მის ცხოვრებაში.
და ბოლოს, იუპიტერთან მეგობრობა ASC სასწორს ანიჭებს სულიერ ესთეთიურ კრიტერიუმებს, ფილანტროპიას, დიდსულოვნებას, სიუხვეს.


გ ა რ ე გ ნ ო ბ ა
საინტერესო გარეგნობა, მაღალი, კარგი აღნაგობის, პროპორციული. ფეხები გრძელი, თხელი მოყვანილობის.თეზოები ლამაზი.წელი კარგადგამოკვეთილი. სახე სასიამოვნო, კანი გლუვი. თვალები მუქი. ცხვირი სწორი. ტუჩები მკვეთრად გამოხატული, მკაფიო ფერის.თმა, სწორი, შავი ან მუქი ყავისფერი. მამაკაცებს ხშირად ქალურად ლამაზი გარეგნობა აქვთ.ზოგადად ძალზე მომხიბვლელი, თუმცაღა, ცოტა არ იყოს ცივი მზერით.
გამოჩენილი პიროვნებები:თრუმენი, ნაპოლეონი, ჩერჩილი, ნიუტონი, ლუი პასტერი, კარტერი, ჯონ კენედი, დე გოლი, სკოტტი, ჩეხოვი, პასტერნაკი, ბლოკი.

პ რ ო ფ ე ს ი ა
მუსიკოსი, მოცეკვავე, ბალეტმეისტერი,მომღერალი, არტისტი, მხატვარი, კოსმეტოლოგი, დეკორატორი, დიზაინერი, იუველირი, მქარგავი, მკერავი, სტილისტი.

დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი
ASC სასწორს ხშირად შარდგამომყოფი სისტემა და თირკმელები აწუხებს. მიდრეკილია აგრეთვე დიაბეტის, წელის რადიკულიტის, კანის დაავადებების მიმართ.

ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 11.3
ნახვები: 6 261
 

ASTRO TV LIVE