ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC მორიელი

ASC მორიელი
პლუტონი, ASC ღრიანკალის მმართველი პლანეტა (სტიქია წყალი, ფიქსირებული, მდედრობითი), პასუხს აგებს ადამიანის შინაგან ძალებზე, მის უნარზე ტრანსფორმირდეს, განიცადოს გარდასახვა.რადგან პლუტონი განაგებს VIII სახლს, მას კავშირი აქვს უბედურ შემთხვევებთან და თვით გარდაცვალებასთანაც კი, როგორც გარდასახვის ერთერთ სახესთან. ამიტომ ASC ღრიანკალს ასე იზიდავს ყველაფერი იდუმალი , დაფარული, მისტიური...
პლუტონი, ეგზალტირდება ლომში,რომელსაც თავის მხრივ, მზე მართავს; ეს მას აძლევს აქტიურობას, ენერგიულობას, თვითდამკვიდრების უნარს. V სახლთან დადებითი კავშირი აძლიერებს მის ნაყოფიერების და შვილოსნობის უნარს.
ის ფაქტი, რომ პლუტონი ეცემა მერწყულში, XI სახლში ეცემა, განაპირობებს მის რთულ დამოკიდებულებას მეგობრების მიმართ. ASC ღრიანკალი დესპოტურად ზღუდავს მათ პირად თავისუფლებას, რაც ცხადია, უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე.
II სახლში, კუროში, პლუტონი გაძევებულია. ვენერასთან მტრული დამოკიდებულება უბიძგებს ASC ღრიანკალსარც თუ წესიერი კავშირებისაკენ. აგრეთვე ფულადი მაქინაცებიც არაა უცხო მისთვის.
პლუტონი მეგობრობს ვერძთან, I სახლის მმართველთან, რაც მას აგრესიულს, ძალაუფლების მოყვარულს ხდის. მარსთან სტუმრობა უძლერებს დიქტატორულობას, დესპოტიზმისა და ტირანიისაკენ მიდრეკილებას.
თხისრქასთან ჰექსოგონალური კავშირი ზრდის მასში სიჯიუტეს, მიზანდასახულობას, მაღალორგანიზებულობას. ეშმაკობა და მოხერხებულობა, რათა მანიპულირება გაუწიოს ადამიანების ქვეცნობიერს, ეხმარება ASC ღრიანკალს აიღოს ცხოვრებისაგან რაც შეიძლება მეტი და კარიერული წინსვლა გაინაღდოს.
მაღალი სულიერება, თვითშეწირვის უნარი–XII სახლთან, თევზებთან, ტრიგონის დამსახურებაა.ამას კიდევ უფრო უძლიერებს მეგობრული კავშირი იუპიტერთან, რომელიც მას ფილოსოფიური აზროვნებისათვის განაწყობს და რელიგიურობას ჰმატებს. თუმცა დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა სრული ათეიზმიც კი გამოიწვიოს.
ჰექსაგონი ქალწულთან აძლევს პლუტონს ბოლომდე,დასკვნების ზედმიწევნით სიზუსტეს; VI–სახლთან მეგობრობა კი მკურნალობის ნიჭით ასაჩუქრებს.
მტრები ეჭვიანები, ჯიუტები, პრაქტიკულები, შეუძლით გათელონ მოწინააღმდეგე. მუდმივი, უწყვეტი მტრობა, სწორედ რომლის ხარჯზეც ხდება ღრიანკალის განვითარების და აღორძინების სტიმულირება. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მტერი ძალზე ძლიერია. მაშინ მათ აპათია ეუფლებათ.
და ბოლოს, კირჩხიბთან მეგობრობა ASC ღრიანკალს ინტუიციას უღვივებს. IV სახლი– ესაა ყველაფრის ფუნდამენტი. სწორედ ამიტომ ისწრაფვის ASC ღრიანკალი ძირეულად ჩაწვდეს ყოველივეს. ის ცდილობს,მოიპოვოს ადამიანის ქვეცნობიერზე გავლენა და მეტწილად ახერხებს კიდეც.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

საშუალო აღნაგობა,ფიგურა სრული,ძლიერი, პროპორციული ტანი.ფართე, დიდი სახე. მუქი წაბლისფერი თმა. მოკლე, სქელი კისერი, მუქი კანი. ულამაზო, ზოგჯერ მოღრეცილი ფეხები.ძალიან ხშირი წარბები.ძლიერად გამოკვეთილი ცხვირი.კეხითგამომეტყველება პირქუში, ან სარკასტული.დამცინავი ღიმილით.ზედა ტუჩზე ღარი ნაოჭისებური.ქვედაყბა მძიმე, მასიური.თვალები მოჭუტული, გამჭოლი, მბურღავი მზერით.
გამოჩენილი პიროვნებები:ბერია, კაზანოვა, გიმლერი, ჰომეინი, მარკიზ დე სადი, მუსოლინი, სტალინი, ედგარ პო, მოლიერი, ბაირონი, რეპინი, რუბენსი, რემბრანტი, მარკ ტვენი, გოეთე, ედიტ პიაფი, ჩარლი ჩაპლინი, ვოლფ მესინგი, მარგარეთ თეთჩერი.

პ რ ო ფ ე ს ი ა

ორთაბრძოლის ხელოვნების ოსტატი, კვლევითი მუშაკი,მიწისქვეშა მუშაკი, მენავთობე, გეოლოგი, არქეოლოგი, მაკლერი, საბანკო სისტემის მუშაკი, საგადასახადო სამსახური,ბანკირი, დიპლომატი,პატიული მოღვაწე, კრიმინოლოგი, დაზღვევის სისტემა, ჰიპნოზიორი, ფსიქოლოგი, ქირურგი,სასწრაფო დახმარების მუშაკი, მასაჟისტი, იგლოთერაპევტი, დეზინფექტორი, მაშველი; დაზიანებული ასპექტებისას– თაღლითი, ჟიგოლო, მოთამაშე.


დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ASC ღრიანკალი ადვილად იკიდებს ინფექციურ დაავადებებს, ისინი მიდრეკილნი არიან შარდ–სასქესო ორგანოების, მათ შორის ვენერიული და სიმსივნური დაავედებებისკენაც, ხშირად აწუხებთ სწორი ნაწლავიც.ავადმყოფობენ იშვითად, მაგრამ სერიოზულად. ავადმყოფობის დროს ითხოვენ გადაჭარბებულ ყურადღებას, ვამპირობენ. დაზიანებული ასც ღრიანკალში ალკოჰოლიზმისაკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს.


ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8240
 

ASTRO TV LIVE