ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC მშვილდოსანი

ASC მშვილდოსანი
იუპიტერი, ASC მშვილდოსნის მმართველი პლანეტა, რომელიც განაგებს IX სახლს (სტიქია ცეცხლი, მუტაბელური, მამრობითი.),პასუხს აგებსადამიანის მსოფმხედველობაზე, მის დამოკიდებულებაზე ფილოსოფიასა და რელიგიის მიმართ. იუპიტერის დაზიანება/არდაზიანება მეტყველებს ASC მშვილდოსანის განათლებულობაზე; აგრეთვე ავანტურებისაკენ მიდრეკილებასა და შორი მოგზაურობების, უცხოეთის მიმართ გაძლიერებულ ინტერესზე; შორეული ქვეყნების ხილვას უმძაფრებს ისიც, რომ იუპიტერს დომიცილი მშვილდოსნის გარდა, XII სახლშიც აქვს და თევზების თანამმართველს წარმოადგენს, რაც იწვევს ზღვაოსნობისაკენ მის სწრაფვას.არც თუ ისე იშვიათად ასც იუპიტერიანი ადამიანები გვხვდებიან შორეული ნაოსნობის გემის კაპიტნებს შორის.
მიუხედავად ასეთი ლტოლვისა უცხო ქვეყნების მიმართ, მშვილდოსანში ASC –ს მქონე ადამიანი ძლიერ პატრიოტი და სამშობლოს მოყვარულია, რასაც განაპირობებს იუპიტერის ეგზალტირება კირჩხიბში, IV სახლში.
ის ფაქტი, რომ იუპიტერს გაძევება აქვს ტყუპებში, III სახლში, იწვევს ასც მშვილდოსანის არაორგანიზებულ,არათანმიმდევრულ ხასიათს. ის ვერ ეგუება ახლო გარემოცვას, მათ შორის საკუთარ და–ძმასაც. აქვს მოურიდებელი ლაპარაკის მანერა. შესაძლოა ბილწსიტყვაობდეს, ან იყოს უკმეხი. ახალგაზრდულ წლებში განათლებას ნაკლებ ყურადღებას უთმობდეს. თუმცა მოწიფულ ასაკში ამ ხარვეზს დიდი წარმატებით ასწორებს.
რადგანაც იუპიტერი თხისრქაში, X სახლში, ეცემა, სატურნთან მისი არამეგობრული ურთიერთობა განაპირობებს მის მოულოდნელ სიძუნწეს. აგრეთვე იდიფერენტულ დამოკიდებულებას პასუხისმგებლობის საკითხებში, ნაკისრი ვალდებულებებისა და საქმის მიმართ.
მშვილდოსანს მტრული დამოკიდებულება აქვს ქალწულთან, შესაბამისად– VI სახლთან, რაც მის არც თუ მყარ ჯანმრთელობაზე გვესაუბრება. მართლაც, იუპიტერისეული ღორმუცელობა იწვევს არამხოლოდ სიმსუქნისაკენ მიდრეკილებას, არამედ კუჭ–ნაწლავის სისტემის გამუდმებულ მოუწესრიგელობას.
ჰექსოგონალური კავშირი მერწყულთან, XI სახლთან, გაკვეულწილად კიდევ უფრო მეტ შტრიხებს მატებს ASC მშვილდოსნისდიდსულოვან, მეგობრულ ხასიათს.აგრეთვე სასწორთან, VII სახლთან მეგობრული დამოკიდებულება განაპირობებს მის საუკეთესო, ჰარმონიულ დამოკიდებულებას ნებისმიერი ტიპის პარტნიორებთან.
მტრები–მლიქვნელური , მზაკვრული ხასიათის.
და ბოლოს,ტრიგონალური ასპექტი ლომთან, რომელიც V სახლს წარმოადგენს, განაპირობებს ASC მშვილდოსნის აზარტულობას, რისკიანობას,თავგადავასლ;ებისა და გართობისაკენ სწრაფვას. მაგრამ ასეთივე დაუოკებელ სიყვარულს და ზრუნვას საკუთარი შთამომავლობის მიმართ.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

ფიგურა მიდრეკილი სისრულისაკენ და სიმსუქნისკენაც კი.განსაკუთრებით ცხიმდაგროვება მუცლის არეში. ქალებს ფიგურა კენტავრისებური–ზედა ნაწილში დახვეწილი, ხოლო ქვედა–არაპროპორციულად განიერი თეძოებით, დიდი მუცლით.მამაკაცებს შეუსაბაობა სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებისა შესაძლოა თმიანობაში გამოეხატოს– თუ გულმკერდისარე თმიანია, ფეხები იყოს უთმო.თავი– დიდი, ხშირად კვადრატული სახით. შუბლი–მაღალი, ღარით;ცხვირი– მოზრდილი.ყურები–მოზრდილი.წინა კბილები–ფართე.ნიკაპი გამოკვეთილი, ხშირად ზედ ღრმულით.ნათელი, წაბლისფერი თვალები,ასეთივე ფერის თმა, მიდრეკილი გაცვენისაკენ.
გამოჩენილი პიროვნებები:გაგარინი, ბრეჟნევი, რაფაელი, და ვინჩი, ზოლა, გრიგი, ბრიჯიტ ბარდო, ბერნსი.

პ რ ო ფ ე ს ი ა

მინისტრი, პარლამენტარი, მაღალი რანგის სახელწიფო მოხელე, იურისტი, სამართალმცოდნე, ადვოკატი, მოსამართლე, მრჩეველი, ეკლესიის მსახური, მსხვილი მეწარმე, ბანკირი, მაკლერი, მეცნიერი, ლექტორი, საბითუმო მოვაჭრე, გამომცემელი, მუსიკოსი.

დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ASC მშვილდოსანი მიდრეკილია ღვიძლის,აგრეთვე სისხლის დაავადებებისაკენ,აწუხებს ნერვების დაავადებებიც, რევმატიზმი,სუსტი აქვს ფილტვები. ტრავმები თეძოს და მენჯის არეში. საჯდომი ნერვის ანთება. სჯობს, მოეროდოს უაზრო სმა–ჭამას, რათა არ გადატვირთოს ღვიძლი. საკვები მიიღოს მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად.


ხათუნა Noel

GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4901
 

ASTRO TV LIVE