ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ASC მერწყული

ASC მერწყული
ASC მერწყულის მმართველი ურანია (სტიქია ჰაერი, ფიქსირებული, მამრობითი.). იგი პასუხს აგებს თავისუფლებაზე, მოულოდნელობებზე. ახალ, ნოვატორულ იდეებზე.აგრეთვეოკულტურ მიდრეკილებებზეც.
მისი დომიცილი XI სახლშია, სწორედ ეს განაპირობებს ASC მერწყულის ერთგულ, მეგობრულ ხასიათს. მაგრამ დაზიანების შემთხვევაში იწვევს მიდრეკილებას ექსტრავაგანტულობის, ექსცენტრიულობის და მაწანწალობისკენაც კი; ტრადიციების, კანონების, ავტორიტეტების უპატივცემლობას, მეამბოხურ სულს. დაზიანებული ASC მერწყული რადიკალურია ყველაფერში. ამასთან ცნობისმოყვარეც. რითაც, შესაძლოა, მისი არატრადიციული სექსუალური მიდრეკილებებიც აიხსნას.

ASC მერწყული ეგზალტირდება მორიელში,VIII სახლში, რაც განაპირობებს ურანის შვილების გაძლიერებულ ინტერესს მეცნიერულ– კვლევითი სამუშაოებისადმი. მათ მტკიცე ნებისყოფას, გამბედაობას წინ გადაუდგნენ მიღებულ საზოგადოებრივ აზრს და იბრძოლონ ახალი იდეების, ცვლილებებისა და ტრანსფომაციისათვის.

ურანი ეცემა კუროში,I I სახლში, რითაც აიხსნება ASC მერწყულის არამყარი ფინანსური მდგომარეობა. აგრეთვე მისი მცდარი ფასეულობები, კაპრიზულობა, თვითნებობა .

გაძევება ლომში, V სახლში, ურანს ურთულებს შვილებთან ურთიერთობას. აგრეთვე იწვევს მის გადაჭარბებულ სწრაფვა თავისუფლებისაკენ, არჩევანს ცხოვრების ბოჰემური სტილისა, მიდრეკილებას აზარტული თამაშებისა და ავანტურებისაკენ, რაც არც თუ იშვიათად განაპირობებს პრობლემებს ოჯახში.

ის, რომ მერწყულისათვის მშვილდოსანი მეგობრული ნიშანია, მატებს მათ ინტერესს რელიგიური და ფილოსოფიური პრობლემების მიმართ. აგრეთვე სურვილს, მიიღონ ხარისხიანი განათლება; გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებს მეცნიერებისა–დაწყებული არქეოლოგიით და დასრულებული სამყაროს უშორეს პლანეტებზე არსებული სიცოცხლის ფორმების ძიების სფეროში.

მტრები–აქტიური,რომლებიც ზვავივით ატყდებიან თავს, ეგოცენტრიულები და პატივმოყვარენი არიან, რაც მათ სუსტ წერტილს წარმოადგენს. აქვთ მყარი პოზიცია და მხარდაჭერა ძალაუფლების მქონე პირთაგან. ფიქსირებულ ნიშანში ყოფნა აძლევთ მდგრადობას და გამძლეობას მტრობაში.
და ბოლოს სასწორთან,VII სახლში ტრინი ASC მერწყულს კარგ ორატორულ ნიჭს, არტისტიზმისა და ზოგადად, ხელოვნებისაკენ მიდრეკილებებს ანიჭებს აგრეთვე ტრიგონალური ასპექტი ურანისა ტყუპებთან, III სახლში, ASC მერწყულის ინტელექტუალურ პოტენციალს ზრდის. სწორედ ამ ასპექტის გამო გამოირჩევიან ისინი სხარტი გონებით, კომერციის არც თუ ცუდი ნიჭით და მწერლობისა თუ ჟურნალისტიკის სფეროებისადმი მაღალი ინტერესით.

გ ა რ ე გ ნ ო ბ ა

საშუალო, თანაბარზომიერი ფიგურა, ავადმყოფური, ანემიურ–ასთენიური შესახედაობის, რაც შეიძლება რეალობას არც შეესაბამებოდეს. გარეგნობა მატყუარა, არისტოკრატიზმის ნიშნით აღბეჭდილი. სახე– ოვალური, ნათელი. თმა ტალღოვანი. პატარა, ოდნავ მოჭუტული თვალები, კუთხეები დაბლა დაშვებული.მეგობრული მზრა. თხელი ცხვირი, გრძელი კისერი, ტუჩები გაბანტული, კუთხეები ზევით აწეული.ქალებს არ აკლით მიმზიდველობა.
გამოჩენილი პიროვნებები: ლომონოსოვი, მარქსი, კანტი, რემარკი, ბლოკი, ბულგაკოვი, კიური.

პ რ ო ფ ე ს ი ა

ორიგინალური, უჩვეულო პროფესიები, ასტროლოგი, გამომგონებელი, რაციონალიზატორი, მეცნიერი, ელექტრიკოსი, ტექნიკოსი, რადიოტექნიკოსი, რენდგენოლოგი, მფრინავი, კოსმონავტი, ასტრონავტი, ფიზიკოსი, კომპიურეტული ტექნიკის სპეციალისტი, ფოკუსნიკი, კლოუნი, მწერალი–ფანტასტი.

დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

ASC მერწყულისათვის უცხო არაა ანემია, სისხლის მოწამვლა ან სხვა დაავადება დაკავშირებული სისხლთან.აგრეთვე გულის უკმარისობა, ნერვული სისტემისა და კანის დაავადებები. ყველა დაავადება აისახება მხედველობაზე. ხშირია ტრამვები, შეშუპებები ფეხებზე. რეკომენდებულია ფეხის სისტემატური მასაჟი, თბილი აბაზანები, ვარჯიში.


GeoAtro
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5758
 

ASTRO TV LIVE