ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » „მოწამლული ისრები“

„მოწამლული ისრები“

„მოწამლული ისრები“ სახლში ბევრი ნივთია რომელიც ჩვენზე შეუმჩნევლად ახდენს ზემოქმედებას და მათ შორის ნეგატიურსაც, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ან ცხოვრების სხვა რომელიმე ასპექტზე. ამიტომ უნდა მივაქციოთ ყველა საგანს სათანადო ყურადღება.

ადამიანის სულიერი სიმშვიდის მდგომარეობაზეა დამოკიდებული წარმატებები ცხოვრებაში, სამსახურში და პირად ცხოვრებაში.

აღსანიშნავი ისაა რომ, გარემოს ცუდი გავლენა ჩვენზე შეიძლება ზოგჯერ არც გამოვლინდეს უცაბედად შეგრძნებითი აღქმით, მაგალითად ფოტო არ მოგვწონა და სხვა მხარეს გავიხედეთ უკმაყოფილოდ. ამ ფოტოს ჩამოვირებთ კედლიდან, ეს წამიერი აღქმაა. მაგრამ არის საგნები რომელიც ასე აშკარად არ გვაღიზიანებენ, არამედ ქვეცნობიერი იმახსოვრებს მათ და დროთა განმავლობაში გამოავლენს თავს. წლების განმავლობაში იმახსოვრებს ქვეცნბიერი მათ ხატებს, მათზე ასოციებს, გძრნობებს და გვიან ავლენს თავს.


მიზეზები შეიძლება იყოს ის მარტივი საგნები რასაც ყოველდღე ვხედავთ სახლში ან სამსახურში. ეს შეიძლება იყო გაფუჭებული ონაკნიდან წვეთად გამდინარი წყალი, მოუხერხებელი სკამი ან დივანი, მახინჯი ხედი ფანჯრიდან, კარადის მორყეული კარი, უსიამოვნო ფოტო და ა.შ.. ადამიანების უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენს რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს და არც ფიქრობენ შეწინააღმდეგებას ან შეცვლას. შედეგად კი ვიღებთ აგრესიას, ნევროზს, დეპრესიას და წარუმატებლობას ცხოვრებაში..

საბედნიეროდ ჩვენს ხელშია ძალაუფლება მათზე და შეგვიძლია გავაუნებელვჰყოთ ისინი.

ფენ შუიში ამას უწოდებენ „საიდუმლო“ ან „მოწამლული ისრების“ ენერგიას.

მავნებელი ნივთების აღმოჩენა მარტივია, ესენია: მახვილპიანი,წვერიანი,გაფუჭებული,ჭუჭყიანი და ა.შ..

კარგად მიმოხედეთ თქვენს ოთახში, დააკვირდით რა გხვდებათ თვალში ცუდად. კარგად უნდა დაათვალიეროთ ყველა კუთხე, კედელი და თარო და მერწმუნეთ აღმოაჩენთ ისეთ ნივთებს რაც წლების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო თქვენთვის. შეძლებისდაგვარად მოიშორეთ ისინი სახლიდან ან შეალამაზეთ, შეგიძლიათ გადააფაროთ ნაჭერი კუთხოვან ავეჯს, გაწმინდოთ ძველი დაჟანგებული ვერცხლის ნივთი, თუ ბასრ კუთხოვანი საგანი გაქვთ ან შეინახეთ ან საერთოდ გადააგდეთ.

დაიმახსოვრეთ ფენ შუის მთავარი წესი: ყველაფერი რაც თქვენს გარშემოა, უნდა უხაროდეს თქვენს თვალს, იყოს მოსახერხებელი, გამოიწვიოს მხოლოდ სასიამოვნო გრძნობები. ხოლო ძველი „მოწამლული ისრებისგან“ რომელიც ნეგატიურად მოქმედებდნენ განთავისუფლდით.

ანა თოფურიძე
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4659
 

ASTRO TV LIVE