ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ნახატების განლაგება ფენ-შუის თვალით

ნახატების განლაგება ფენ-შუის თვალით

ნახატების განლაგება ფენ-შუის თვალით
ნახატების განლაგება ფენ-შუის თვალით





















როდესაც ადამიანს სახლში აქვს აუცილებელი და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. ის უკვე ცდილობს გარშემო ფუფუნების ნივთებიც შემოიკრიბოს. ლამაზი დიდი კარგი ნახატი სრულიად ცვლის ოთახის აურას.
ნახატები ყველას სახლში მოიპოვება, ზოგი წინაპრების ნაქონი, ზოგი ნაჩუქარი, ზოგი ნაყიდი და ჩვენც შეჩვეულები ვართ მათ როგორც სახლის ნაწილებს, მაგრამ არის კი ეს ნახატები ჩვენთვის და ჩვენი მიზნებისთვის და ბედნიერებისთვის სასარგებლო? ეს უნდა კარგად გავარკვიოთ და თუ აღმოჩნდება რომ რომელიმე თუნდაც პატარა ნახატი არ ჯდება არც ჩვენს გემოვნებაში და არც მოაქვს სიხარული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოხსნათ კედლიდან, ჯობია ცარიელ კედელს ვუყუროთ ვიდრე გაურკვეველი აზრების და ენერგეტიკის მატარებელ ნახატს.
ნახატებს დიდი ძალა აქვთ, არის ნახატები რომლებიც კურნავენ, სიმბოლოები, არის ნახატები რომელთაც გინდება უყურო უსასრულო, რომელიც აღგაფრთოვანებს. არის ნახატები რომელშიც შენში სათუთ ნაზ ჰარმონიულ გრნობებს იწვევს. რათქმაუნდა ასევე არის ნახატებიც რომელიც შიშს გვგვრის, გვძაბავს და ა.შ.. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა ჩადო მხატვარმა ნახატში. მაგალითად ხატმწერები განსაკუთრებულად ემზადებიან, სანამ ხატვას დაიწყებენ დიდ ხანს ლოცულობენ და მიდიან შესაბამის განწყობამდე.
ფენ-შუის სწავლებით ნახატებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე. მთავარია ვიცოდეთ როგორ ავარჩიოთ და როგორ განვთავსოთ ისინი.
ასე რომ შემოიარეთ თქვენ სახლში ოთახები და დაათვალიერეთ კედლები:
პირველ რიგში ნახატი თქვენში აბსოლიტურ კმაყოფილებას და კარგ ემოციებს უნდა იწვევდეს.
თუ ესე არაა და რაღაც შფოთს იგრძნობთ ან დისკომფორტს, დააკვირდით რითი შეიძლება იყოს გამოწვეული, შეიძლება რაიმე ცუდ ასოციაციას გიჩენთ, ან ავტორთან, ან ვინც გაჩუქათ იმ ადამიანთან დაკავშირებით. შეიძლება ნახატი თქვენი ცხოვრების რომელიმე ნეგატიურ მოვლენას გახსენებდეთ.
ასეთი ნახატები თქვენ კედელზე არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ, არ უნდა დაუშვათ თუნდაც უმნიშვნელო დეტალი რაც უარყოფით ემოციას მოგიტანთ. ასეთი ნივთი თქვენს სახლს და ვერც შიგ მაცხოვრებლებს, ვერაფერს კარგს ვერ მისცემთ.

ნახატების განლაგება ფენ-შუის თვალით ასე განიხილავს ნახატებს ფენ-შუი:

1. მთავარი პირობაა – ნახატი უნდა მოგწონდეთ!

2. ნახატზე არ უნდა იყოს რაიმე ნეგატიური, აგრესიული, უსიცოცხლო ან სიკვდილის პირას მყოფი. (თუ თქვენ მოგწონთ ზემოთ ჩამოთვლილი დახასაათებების მქონე გამოსახულებები, შეიცვალეთ წარმოდგენები!მიმართეთ ფსიქოლოგს! ეს მავნებელია ჯანმრთელობისთვის!)

3. ფენ-შუის თვალით სახლში სადაც ცხოვრობენ, არაა სარგებლობის მომტანი აბსტრაქტული გამოსახულებები.

4. მოზარდებს განკუთრებით ბიჭებს, უყვართ ძლიერი ცხოველების, იარაღის, თავის ქალების პოსტერები. ეცადეთ რომ მსგავსი ყველაფერი მოაშოროთ სახლს, რადგან მსგავსი ხასიათის გამოსახულებების ყურება ბადებს აგრესიას და სამომავლოდ ხასიათში ცუდი ხასიათის შტრიხებიც წარმოჩინდება.

5. საძინებელ ოთახში ან იქ სადაც დიდ დროს ატარებთ, ნუ დაკიდავთ გარდაცვლილი ნათესავების ან გარდაცვლილი მსახიობების და დიდი ადამიანების ფოტოებს. (პრეზიდენტის,ფეხბურთელის და ა.შ). რადგან ისინი ატარებენ ინ ენერგიას. ყველაზე აუცილებელ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი კუმირის ფოტო დაკიდოთ კაბინეტში ან ოფისში.

6. ბევრს უყვარს გამხმარი ყვავილების, გამხმარი პეპლების ფიტულების ჩამოკიდება კედლებზე. ეს ცუდი ფენ-შუია, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში.

7. ხის ან ჩალისგან შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა რომ გარდაცვლილი მცენარეებია მაინც სასრგებლოა სახლისთვის.

8. ძალიან კარგი და დადებითი ენერგეტიკა აქვს ქვებისგან შექმნილ კომპოზიციებს, სახლის ცენტრში ან სასუზმე მაგიდის თავზე მათი ჩამოკიდება ფენ-შუის მხიედვიტ რეკომენდირებულია.

9. თუ თქვენ გსურთს პარტნიორთან კარგი ურთიერთობა, არავითარ შემთხვევაში საძინებელ ოთახში არ დაკიდოთ მარტოსული ადამიანის ფოტო, ორი ქალი ფოტო, ან ორი მამაკაცის ფოტო.

10. საძინებელ ოთახში უნდა იყოს ნახატები რომელიც გამოსცემენ, სტაბილურობას ან სიმშვიდეს. კარგია ყვავილები, თუ გსურთ ურთიერთობების გადახალისება კარგია პიონები.

11. დიდი მნშვნელობა აქვს იმას თუ როგორ გაჩუქეს თქვენ საჩუქარი, თუ ნახატი დაგიხატეს ან შეგირჩიეს სიყავრულით და მტელი გულით მაშინ ის დამუხტული იქნება ამ ენერგიით. ხოლო თუ ვირაცას არ უყვარხართ ან დაიკლო თავის თავისთვის და ისე მოგცათ ვალდებულების გამო, იქონიებს ნეგატიურ ენერგიას და გავლენას

12. არ ღირს შერჩიოთ ნახატი ინტერიერის შესაფერისად, ფერით ან ზომით. მთავარია რა არის მასზე გამოსახული და ის რომ თქვენ მოგწონდეთ.

ანა თოფურიძე
GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 6242
 

ASTRO TV LIVE