» » რა არის ფენ-შუი:რისთვის უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იგი
ფენ-შუი

რა არის ფენ-შუი:რისთვის უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იგი

რა არის ფენ-შუი:რისთვის უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იგი

რა არის ფენ-შუი:რისთვის უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იგი






ფენ-შუი არის უძველესი ჩინური მეცნიერება, ადამიანისა და გარესამყაროს შესახებ და დანიშნულება მისი არის ამ ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევა, ადამიანი რომ იყოს უფრო ბედნიერი და მშვიდი გარემოსთან ურთიერთობით.
გაუცნობიერებელი და უხილავი ძალები, რაც ჩვენზე ახდენს გავლენას არის ის ენერგიები, რაც აქვს ბუნებას და იმ ყველა ნივთს რაც გარშემოა. ისინი მოქმედებენ ჩვენზე მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა მათი.
სინამდვილეში კი ჩვენ თავად შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე, უფრო სწორედ ვამოქმედოთ ისინი ჩვენთვის სასრგებლოდ, როცა გვეცოდინება ელემენტარული „ფორმულები“ და ურთიერთდამოკიდებულებების კანონები, როცა გვექნება ცოდნა თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი.
შეისწავლო ფენ შუი, დააკვირდე მოვლენებს რაც გარშემო ხდება, გვაძლევს საშუალებას შვეისწავლოთ კანონები რომელიც მართავს სამყაროს და ჩვენ თავად გავხდეთ ჩვენი ცხოვრების წამმართველნი, არ ვიყოთ დამოკიდებული არანაირ ხილულ ან უხილავ ენერგიებზე რაც ჩვენზე მოქმედებს.
კლასიკური ფენ-შუი გულისხმობ რომ ადამიანის ცხოვრებაზე მოქმედებს სამი ასპექტი: „პირველ ადგილზეა-ბედი, მეორე ადგილზეა-გამართლება, მესამე ადგილზეა-ფენ-შუი“
და თუ ბედს ჩვენ ვერ ვწერთ წინასწარ და გამართლებასაც ვერ დავუგეგმავთ თავს, ამ სამი ერთი ასპექტი ნამდვილად შეგვიძლია შევისწავლოთ და ვმართოთ ჩვენს სასარგებლოდ.

***


რა არის ფენ-შუი:რისთვის უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იგი
წარმოიდგინეთ რომ, დაბადებიდან ყოველ ჩვენთაგან უმაღლესმა ძალებმა მისცეს რუკა, რომელზეც ნაჩვენებია გზა თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ სამყაროში და შევასრულოთ ჩვენთვის განკუთვნილი ცხოვრებისეული მისიები.
შევადაროთ ჩვენი მოგზაურობა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება იყოს მშვიდი და სასიმოვნო, ასევე ქარიშხლიანი და საშიში.
იმის მიხედვით თუ რამდენად გავუგებთ სამყაროს კანონებს, როგორ არჩევანს გავაკეთებს დაროგორ მოვიქცევით, ჩვენი ცხოვრების გზაც, ჩვენი დანიშნულების მიხედვით გამარტივდება ან გართულდება.
წარმოვიდგინოთ, რომ თან გვაძლევენ დამატებით დამხმრე ინსტრუმენტად: ნავს, რომელშიც ვჯდებით და მივემგზავრებით. შეიძლება შეგვხვდეს პატარა ნავი, მოგვეცეს ორი ნაჭერი პური და ერთი ბოთლი წყალი. შეიძლება შეგვხდეს დიდი გემი, მრავალფეროვანი გასართობი ოთახებით და მრავალფეროვანი კერძებით დახუნძლული. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება გემში ცხოვრებით გართული აცდე ჭეშმარიტ დანიშნულებას და რიფზე აღმოჩნდე და პატარა ნავში მჯდომი კი უფრო ყურადღებით იყო და უფრო სწრაფად მივიდეს სადაც საჭიროა, შეიძლება პირიქითად.


ორივე შემთხვევაში ეს სომბოლური შედარებაა ჩვენს სახლთან, ჩვენს ოჯახთან სადაც დავიბადეთ, იმ სახლთან. გემიც და ნავიც, არის ჩვენი სახლი ძირითადი სამყოფელი და საყრდენი ცხოვრების გზაზე.
გზაზე ბევრი ადამიანი შეგხვდება, ზოგი დამხმარე, ზოგი თავისდაუნებურად ხელის შემშლელი.. შეიძლება ერთმა აფრების გაშლა გვასწავლოს, მეორემ კი უდრო დროს ჩაკეცოს ისინი.
ჩინური მეტაფიზიკა გვეხმრება რომ ჩვენი ნავი მოვაწყოთ უფრო მოხერხებულად, უფრო ეფექტური იყოს ჩვენთვის და სასარგებლო. მზად ის ყველა შესაძლო ამინდისთვის და შეგვიწყოს ხელი უფრო მშვიდად გავიაროთ ეს გზა, შეიძლება ნავში ჩაჯდომისთანავე მძიმე რკინის უსარგებლო სკულპტურა დაგვხვდეს, რაც რეალურად ხელს გვშლის, ეს უნდა მოვიშოროთ და რაც გვჭირდება იმის მიხედვით მოვაწყოთ ჩვენი ნავი ან გემი, ანუ ჩვენი სახლი სადაც ვცხოვრობთ.
სწორი ფენ შუი ნავში, სახლში არის ერთ-ერთი ძლიერი დამხმარე ძალა რომ დაგვეხმაროს რეალურად უფრო მშვიდად და სწორად გავიაროთ ჩვენი გზა. როგორ გავმართოთ აფრები, დიდ გემში რომელი კაიუტები გავაუქმოთ ან შევცვალოთ, რომელი გასართობი კაიუტა შევცვალოთ მეცნირული კვლევებისთვის ან პირიქით. მოკლედ ფენ-შუი არის რაც, რაც დაგვეხმრება ჩვენი ძირითადი სამყოფელი მოვაწყოთ ჩვენთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ, სწორად და პირდაპირი გზით რომ მიგვიყვანოს მიზენბამდე და საბოლოოდ მთავარ მიზნამდე. რამდენადაც ამაზე ბუნების კანონები გვაძლევს ცოდნას.



ანა თოფურიძე
GeoAstro.Ge
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

პრენიტი