ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

სარკე

სარკე















სარკე რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი არაა და აქვს რაღაც მისტიური ამას ყველა აღირებს, ზღაპრებიდან, მითებიდან თუ ფილმებიდან აქვთ ადამიანებს ინფორმაცია ამ საგანზე. მაგრამ ის თუ კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს, რა შეუძლია და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სახლში, ჩვენთვის სასარგებლოდ ცოტამ თუ იცის.
სარკეს შეუძლია გასაოცარი ცვლილებები შეიტანოს ინტერიერში. გახადოს გარემო უფრო ჰარმონიული ან პირიქით შეიტანოს ქაოსი. ფენ-შუიში ის გამოიყენება დამატებითი დადებითი ენერგიის მოსაზიდად და ნეგატიური ცი ენერგიის დასაბლოკად შენობებში.

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ ტაბუები ფენ-შუიში ამ საგანთან დაკავშირებით.

1. პირველ რიგში გვახსოვდეს რომ, სარკე ყველაფერს აორმაგებს. ის რისი ენერგიაც ირეკლება სარკეში ორმაგდება. თუ თქვენს სარკეში ირეკლება ეზო და ეზოშია ნაგვის ყუთი, ჩათვალეთ რომ თქვენს სახლშია ნაგვის ყუთი. თუ თქვენს სახლში არის ძველი გაცვეთილი კარი და ის ირეკლება სარკეში, ჩათვალეთ რომ თქვენს სახლში ორი ძველი კარია. ამიტომ ეცადეთ სარკეში აირეკლოს ლამაზი, თქვენთვის სასურველი და სასრგებლო ნივთები.

2. არავითარ შემთხვევაში სახლში არ შეიძლება გაბზარული ან გატეხილი სარკის გაჩერება, ის სასწრაფოდ უნდა გადავგდოთ.

3. მოზაიკური სარკეებიც ასევე არასასურველია ფენ-შუის მიხედვით. დაყოფილი ან დანაწილებული სარკე არის ძალიან ცუდი სააბაზანოში, ამაზე ცუდი მხოლოდ შეიძლება იყოს მოზაიკური სარკე საძინებელში.

4. იკრძალება სარკის ჩამოკიდება შესავლელი კარის პირდაპირ, ისევე როგორც ცოლ-ქმრის საძინებლის პირდაპირ, ჩათვალეთ რომ სარკე მდგარი საწოლის პირდაპირ ღალატის მაპროვოცირებელია.

5. თუ შემოსასვლელი კარის პირდაპირ იქნება ჩამოკიდებული სარკე, მაშინ შემომსვლელის ენერგია უბრუნდება თავად იმ ადამიანს. ჩვენი ამოცანაა კი არის ის რომ, მივიზიდოთ სახლში კარგი ენერგია.
სარკე 6. ძალიან ცუდიად ითვლება ფენ-შუის მხიედვით ერთმანეთის მაყურებელი სარკეები. ითვლება რომ ამ დროს ჩნდება სარკეებს შორის კორიდოდრი, რომელიც იწვევს დაბნეულობას, შიშებს და დეპრესიას.

7. სარკე რომელიც უყურებს სამუშაო მაგიდას, ენერგეტიკულად აორმაგებს სამუშაოს. თუ ასეთი სარკე არის ოფისში მაშინ შეამჩნევდით რომ უფროსი უფრო მეტ დროს ანდომებს მუშაობას და უფრო გვიან მიდის სახლში.

8. ითვლება რომ სარკეს აქვს მეხსიერება, მართალია არა ისეთი როგორც ადამიანებს, თავისებური. მაგრამ ეს არის ნივთი რომელის მეხსიერებაც და ენერგეტიკაც ყველაზედ დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. ამიტომ ფრთხილად მოეკიდეთ თქვენს ოჯახში არსებულ ყველა სარკეს, დააკვირდით და ეხადეთ იგრძნოთ მისი ემოციები, თუ რა აქვს ყველაზე მეტად დამახსოვრებული. ძველ ანტიკვარულ სარკეებსაც დიდი მოფრთხილება უნდა, თუ თქვენ გენანებათ ავეჯი ან ჩარჩო რაშიცაა ჩასმული სარკე, მაშნ შეგიძლიათ გამოცვალოთ თავად სარკე. ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდეთ ის მარილიანი სველი ნაჭრით ან ანთებული სანთლის გააკეთეთ გარშემო სამი წრე.

9. თუ თქვენს სახლში ხშირად არიან ადამიანები ვინც ჩხუბებენ და კამათობენ, მაშინ სარკე აუცილებალად მიიღებს ამ ენერგეტიკას თავის თავზე და მისი გაწმენდა საჭიროა ყოველ დღეც კი. შეგიძლიათ სარკესთან დაანთოთ სანთელი.

10. სასურველია რომ ოჯახში ერთი სარკე იყოს იმ ზომის, რომ მასში შეეძლოს ცახედვა და თავის სრულად დანახვა ყველა ოჯახის წევრს. მაგრამ არაა სახლში საჭირო ბევრი სარკე.


არის ბევრი ხერხი სარკესთან დაკავშირებით რითაც ზოგი ხედავს მომავალს, მკითხაობენ და ა.შ.. მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ იყო მაგი, სავსებით საკმარისია იცოდეთ ელემენტარული ფენ-შუის წესები, რომ ეს მშვენიერი ნივთი გახადოთ სახლში „თქვენი“ მეგობარი და მოკავშირე წარმატებისთვის.


ანა თოფურიძე
GeoAstro.ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 10817
 

ASTRO TV LIVE