Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფერთა მნიშვნელობა ფენ შუიში

ფერთა მნიშვნელობა ფენ შუიში

ფერთა მნიშვნელობა ფენ შუიში

ბუნება მარალფერი ლამაზი ფერითაა შემკული და ჩვენს თვალს ახარებს, ყოველთვის სიმწვანე, ყვავილები, მცენარეები, ცხოველები, მზე, ზღვა, ცა.. ეს ყველაფერი ჩვენში კოდირებულია თავისებური სხვადასხვა ასოციაციებით. ფერის ძალა დიდია, არის ფსიქლოგიაში ასეთი განხრა „ფერებით თერაპია..“, ასევე იმით თუ ადამიანი რა ფერებს ანიჭებს უპირატესობას ამოგვაცნობინებს მის ხასიათს. ფერი გვიქმნის განწყობას და მოქმედებს ჩვენზე ხშირად ისე რომ ამას უცებ ვერ ვაცნობიერებთ.

რათამუნდა ფენ შუიში დიდ მნიშვნელობა ენიჭებათ ფერებს. ფერი მატარებელია სხვადასხვა ინფორმაციით და სხვადასხვა გამოხატულებებით, უხილავი ძალებით მოქმედებს ჩვენზე. ჩვენს გონებაზე და ქვეცნობიერზე. განვიხილოთ ერთი დაიგივე ფოტო შავ-თეთრ-ნაცრისფერ ფერებში და დავკვრიდეთ ჩენს თავს, ემოციას რომელსაც ის ატარებს და იგივე ფოტო ვანხოთ ფერად, ნათელ ბუნებრივ ფერებში. განსხვავება ძალიან დიდია, ერთი მოგვაწყენს, მეორე გაგვაღიმებს. სხვადასხვა მხატვრები და ფოტოგრაფები შეგნებულად ამუქებენ შუქ-ჩრდილებს რომ უფრო ძფრად გამოხატონ ემოცია, ნეგატივი. ეს ხელოვნებაა და ეს მათი პირადი აღცევანია როგორ ქმნიან, თუმცა ფენ შუის მიხედვით მუქი და უსიამოვნო ფერები მიუღებელია და არის ნეგატიური ენერგია. ფოტოს მაგალითზე განსხვავება რომ გადმოვიტანოთ ცხოვრებაში, ქუჩაში, სტუმრად, მუზეუმში კინოთეატრში, ყველგან არის ეს კონტარსტი.

განვიხილოთ ცალ-ცალკე რომელი ფერი რას აღნიშნავს ფენ შუიში:


თეთრი
სისუფთავის და სრულყოფილების სიმბოლოა. ის მოიცავს თავის თავში ყველა ფერს ერთდროულად და სიკეთეს და ღვთაებრიობასთან ასოცირდება. თეთრი ფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ განწმენდაზე. ადამიანები რომელიც ირჩევენ თეთრ ფერს არიან ძალიან მოწერიგებულები და სუფთები, თუმცა ზოგჯერ ძალიან მომთხოვნნიც. თეთრი ასოცირდება, ხელშეუხებლობასთან, სრულყოფილებასთან,გულწრფელობა,ერთიანობა, სიმსუბუქე.ჩაიცვიტ თეთრი როდესაც გინდათ გამოიყურებოდეს სანდომიანად და მოწესრიგებულად.

წითელი
სასიცოცხლო ენერგიის ფერია. ეს არის მასტიმულირებელი და აღმგრძნები ფერი, აძლიერების ადამიანის ვნებას. ბუნებაში წითელი ფერი გამოიყენება საპირისპირო სქესის მისაზიდად.წითელი ფერი შეიძლება გამოვიყენოთ სისხლის მიმოქცევის აქტივიზაციისთვის.სახლებში და შენონბებში წითელი ფერი ინტერიერში სასურველია იქ, სადაც საჭიროა ბევრი ენერგიიის აქტივზიაცია. წითელი ჩაიცვით როდესაც გინდათ გამოიყურებოდეთ თამამად, ექსტრავანგანტულად და სექსუალურად.


სტაფილოსფერი
ოპტიმიზმის, თავისუფლების და გამოღვძების, მოქმედებისკეენ მოტივაციის ფერია. ის ხსნის ადამიანის ფარულ შესაძლებლობებს, ანთავისუფლებს შიშებისა და დეპრესიისგან. ადამიანები რომელიც სტაფილოფერს იცვამენ, თავისუფლები, კომუნიკალებულები არიან, ახდნენ სხვა ადამიანებზე გავლენას და უნდათ პოპულიარობა. კარგი იქნება ამ ფერებში გავაწყოთ ოთახები სადაც სასურველია ხალხის კეთილგანწყობილი ურთიერთობა.ჩაიცვით სტაფილოსფერი, როდესაც გინდათ გამოიყურებოდეთ მხიარულად და ახალგაზრდულად.


ყვითელი
ყვითელი ფერი სტიმულს აძლევს გონებრივ აქტიურობას, ინფორმაციის ათვისებაში ეხმარება ადამიანს. სასარგებლოა თავდაუჯერებლობის და მორცხოვობისას. მოაქვს სიცილი და სიხარული. როგორც სტაფილოსფერი, ზრდის სიყვარულს და ტანსაცმელში მოქმედებს ისევე.


მწვანე
არის ყველაზე ჰარმონიული და გაწონასწორებული. ემოციური ურთიერთობების ფერია, განაწყობს სიყვარულისთვის. ეხმარება ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლებაში და ასუსტებს აღგრძნებადობას. დამამაშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეს ხალასი ბუნების ფერია, სიცოცხლის და ჰარმონიის სიმბოლო. მწვანე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ გარემოში, ის ხალხს ყოველთვის დადებითად მოქმედებს ადამიანზე. იქნებით ყოველთვის შემჩნეული, მაგრამ არასოდეს აგრესიით.

ფერთა მნიშვნელობა ფენ შუიში


ცისფერი
ცივი და დამამშვიდებელი ფერია. ის განასახიერებს მშვიდობას, გაწონასწრორებულობას და სიბრძნეს. განაწყობს დასვენებისა და ტკბობისკენ. შთააგონებს ადამიანს ხვალინდელი დღის რწმენას. ცისფერს ტანისამოსს ირჩევენ ადამიანები, ვინც ესწრაფიან სულიერ სიმაღლეებს. ციფერი მოუხდება საძინებელში და ყველგან იქ, სადაც დასვენება გსურთ.




ლურჯი
აძლევს ძალას სურვილის ასრულებას, ერთგულლების და სამართლიანობის ფერია.ლურჯი ფერი ერთგულების და მეგობრობის მანიშნებელია, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებლობისაც. თუ გინდათ გამოიყურებოდეთ სერიოზულად დამოუკიდებლად, მაგრამ დადებითად აირჩიეთ ლურჯი.


იასამნისფერი.
უდიდესი სიკეთის ფერია, სიყვარულის და სიბრძნის. ეხმარება ფიზიკური და სულიერი ენერგიის დაბალნსებაში. ადამიანები ვისაც ეს ფერი უყვართ, თუ არიან ხელოვანები აუცილებლად ექნებათ მიდრეკილება მისტიკისკენ. თუ გინდათ დააინტრიგოთ ადამიანები, იასამნისფერის ტანსაცმელში გამოყენებით, შექმნით მიუწვდომელი, ინტელექტუალი პიროვნების იმიჯს.


შავი
იდუმალი და ამოუცნობი ფერია. შეუცნობელის ასოციციას ტოვებს.შავი ფერი ტანსაცმელში შეიძლება გამოხატავდეს, ქვეცნობეირად ცხოვრების უარყოფას. მიანიშნებს ყველაფერში ნეგატიურობის დანახვას და დეპრესიისკენ მიდრეკილებაზე. რაც უფრო იშვიათად გამოიყენებთ ამ ფერს, თქვენთვივე იქნება კარგი, ქალები განსაკუთრებით უნდა ერიდონ შავს. შავი ფერის გამოყენება ინტერიერში ზოგადად რეკომენდირებული არ არის.


ანა თოფურიძე
GeoAstro.Ge
скачать dle 11.3
ნახვები: 9 542
 

ASTRO TV LIVE