Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ეპიფიზი ანუ მესამე თვალი

ეპიფიზი ანუ მესამე თვალი

ეპიფიზი ანუ მესამე თვალი

მესამე თვალზე არსებობს უამრავი ლეგენდა, ლეგენდებიდან ზოგი სიმართლეა ზოგიც კი გამოგონილი ზრაპარი, მაგრამ ყველა ეს ლეგენდა თუ თეორია ერთხმად აღიარებს, რომ მესამე თვალი ადამიანის ერთერთი უმნიშნელოვანესი ორგანოა.
ანტიკური ფილოსოფოსები თვლიდნენ რომ, მესამე თვალი არის ცილინდრი განთავსებული ტვინის ცენტრში, რომელიც არეგულირებს „სულის“ სიდიდეს და კოსმოსიდან მომავალ სიცოცხლის ენერგიას და ინფორმაციას.
ინდოეთის გურუები ახლაც თვლიან, რომ მესამე თვალი ნათელმხილველობის ორგანოა რომელსაც „აჯნას“ უწოდებენ . როგორც ახალმა კვლევებმა დაამტკიცა ეს ორივე მოსაზრება ძალიან ახლოსაა რეალობასთან.
მესამე თვალის შესაძლებლობები: მესამე თვალი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და გავიგოთ ის, რაც ბევრისთვის დაფარულია.

გამოყოფენ მესამე თვალის ოთხ საფეხურს:

  • 1საფეხური- ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაინახოს ადამიანების და საგნების აურა, რომელიც იცვლის ფერს იმის მიხევით თუ როგორ ფუზიკურ და სულიერ დონეზეა ადამიანი.

  • 2 საფეხურზე - ადამიანს აურის ხედვის გარდა შეუძლია დაინახოს საგანი ან ადამიანი ასე ვთქვათ არასწორი რაკურსით ან შიგნიდან, შეუძლია დაინახოს აზრთა ფორმები.

  • 3 საფეხურზე - ეს ყოველივე ხდება ძალიან მკაფიოდ გამოხატული.

  • 4 საფეხურზე -ადამიანი იწყებს სულების ასტრალური ორეულების ხედვას.


ეპიფიზი ანუ მესამე თვალი “მესამე თვალი”, ანუ მეექვსე ჩაკრა, იგივე აჯნა ჩაკრა, მარტო მხედველობას არ უკავშირდება, თუმცა მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც აურის, ჩაკრის ენერგიების, სხვა პლანის სულიერი არსებების დანახვაც. მაგრამ მთავარი ის არის რომ აჯნა ჩაკრიდან დიდ სულიერ ენერგიას ვიღებთ, რადგან პირდაპირ კავშირშია ღვთიურთან, უმაღლეს მესთან, ჩვენს სულთან.

რატომ მესამე თვალი ?
ძველი ჩინელი და ინდოელი მკვლევარები თვლიდნენ რომ ეს არის თვალების ალტერნატიული ორგანო. რომელიც განთავსებულია ტვინის ნახევარსფეროების ცენტრში და ის განაგებს გარეთა სამყაროდან მიღებული ინფორმაციის პროექცირდებას წარბებშუა სივრცეში.
ინდური და ბუდისტური ღმერთებში , რომლებიც გამოსახულებული არიან ძველ მონასტრებში მესამე თვალით , წარმოადგენდნენ კოსმოსური გონების და მაღალი სულიერი განვითარების სიმბოლოს. თვით მესამე თვალი – საკრალური გეომეტრიის თვალსაზრისით – ეს არის სინათლის სხეული,რომელიც მუშაობს პირამიდის პრინციპით ”მერკაბა”. რომელიც აძლევს საშუალებას სულიერ ადამიანს დაინახოს სამყაროს სტრუქტურა და მიუახლოვდეს ჰარმონიას.
”მესამე თვალის გახსნა” ეს არის აღმოაჩინოთ თქვენში პარანორმალური ფსიქიკური უნარები. მის აღმოსაჩენლად შეიძლება გავიდეს თქვენი ცხოვრების ბევრი წლები.
მესამე თვალის შეგრძნება შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებელია ღრმა კონცენტრაცია წარბშუა გარემოში. რომლის საშუალებითაც წარმოიქმნება ”თავის ცენტის” შეგრძნება.
იოგების სწავლებათა (ძველი პირველ წყარიებიდან) მრავალი თარგმნების დროს, ობიექტური, თუ სუბიექტური ენათშორისო ბარიერების გამო, წარმოიქმნება ბევრი ცდომილებები, აქედან კი ხშირად არა სწორი წარმოდგენები მესამე თვალის აქტივაციის ზუსტ აღქმასა და კონტროლზე. აქედან კი ხშირად ეს იწვევს ხოლმე სერიოზულ თავის ტკივილებს.
თუ, ჩვენ ძალიან ყურადღებით შევისწავლით ეპიფიზის ანატომიას და ფიზიოლოგიას, მაშინ შეგვიძლია მივხდეთ, რომ ბევრი ნათელმხილვენი და გურუები არ იყვნენ მარტო ფანტაზიორები და ცრუ წარმოდგენები

ნიკა დვალიშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 20 129
 

ASTRO TV LIVE