ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ამეთვისტო

ამეთვისტო

ამეთვისტოს (იასამნისფერი კვარცი) სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან amethystos, სადაც a არის უარყოფითი ნაწილაკი, ხოლო «methystos» ნიშნავს „მთვრალს“. ქვის შესაძლებლობებზე თავად მისი სახელი მიგვითითებს. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ თუ ამეთვისტოს ქვას ჩააგდებდნენ სასმელში, ის კარგავდა თავის მავნებლობას, აღარ ათრობდა და შხამსაც ანეიტრალებდა. ამეთვისტო პოპულარულია რადგან სიყვარულსა და ერთგულებას უკავშირდება. ის ძალიან მოსწონდათ წინასწარმეტყველებს და მაგებს. მათ იცოდნენ, რომ ეს ქვა აძლიერებდა ინტუიციას, ასევე იცავდა ნეგატივისგან, ანელებდა სულიერ ტკივილს და განცდას. ადამიანს გამბედაობასა და სიძლიერეს მატებდა.
ყველა დროში ის მშვიდობის, სისპეტაკის და სიყვარულის ქვად ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ ამეთვისტოს მოჰქონდა სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია. ასევე მას ცუდი აზრების დახშობის უნარსაც მიაწერდნენ.
ითვლება, რომ ამეთვისტოს შეუძლია მის პატრონს დაავიწყოს ძველი სიყვარულით გამოწვეული ტკივილი და გული ახალი სიყვარულისთვის გაუხსნას. ის ითვლება ძლიერი და წრფელი სიყვარულის სიმბოლოდ.
ეს ქვა აძლიერებს ადამიანის ინტელექტს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ენერგიას სწორ კალაპოტში აქცევს.
თუ გინდათ ნახოთ ლამაზი და სასიამოვნო სიზმრები, ამეთვისტოს ქვა ბალიშის ქვეშ უნდა დადოთ.

ამეთვისტოსამკურნალო თვისებები:
აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, კურნავს უძილობას, ნევროზს, აქრობს შიშებს, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს მხედველობას.
მაგიური თვისებები:
ამეთვისტოს ქვა ადამიანს ეხმარება განავითაროს შინაგანი შესაძლებლობები, შეუძლია გამოიწვიოს იმ ადამიანის სიყვარული, ვისაც ამ ქვას აჩუქებენ. ის ერთგული სიყვარულის სიმბოლოა. ასე რომ, ამ შესანიშნავი ქვის მეპატრონეს ღალატის არ უნდა ეშინოდეს. რაც მთავარია, ამეთვისტო კარგად იცავს ნეგატიური ზეგავლენისგან. მისი მფლობელი ყოველთვის გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ქვის ტარების წესი:
შეიძლება ამეთვისტო ბეჭდის სახით, ნეკა თითზე (მამაკაცები მარჯვენა, ქალები კი მარცხენმა ხელზე) ატაროთ. უკეთესი იქნება, თუკი მას პერიოდულად, განსაკუთრებით მზარდი მთვარის დროს გაიკეთებთ.
ასტროლოგიური მხარე:
ამეთვისტოს ქვა ყველაზე კარგია ჰაერის ნიშნებისთვის (ტყუპები, სასწორი, მერწყული),ხოლო ნაკლებად თხის რქის, ლომის და თევზებისათვის.

მოამზადა ნიკა დვალიშვილმაскачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 43551
 

ASTRO TV LIVE