ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრები

ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრები

ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრები


ადამიანის სხეულში არსებობს ენერგეტიკული ცენტრები, რომლებსაც ჩაკრებს უწოდებენ. ჩაკრა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს ბორბალს. ჩაკრები იღებენ, აგროვებენ და გარდაქმნიან ენერგიას. ისინი განლაგებული არიან ხერხემლის გასწვრივ. თვალისთვის ჩაკრები უხილავია და მათ მატერიალური ფორმა არ გააჩნიათ. ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პლაზმური ველები, რომლებიც ვიბრირებენ გარკვეულ სიხშირეზე და ამგვარად გარდაქმნიან ენერგიას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი გამოხატავენ სულიერი ენერგიის განსხეულებას ფიზიკურ პლანზე. შესაბამისად, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩაკრების ჰარმონიულ ფუნქციონირებაზე. თუკი ჩაკრები დაბლოკილია და ვერ ატარებენ ენერგიას, ეს ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფუნქციონალური დარღვევის, ანუ დაავადების სახით. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ 7 მთავარი ჩაკრა:





ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიპირველი ჩაკრა - მულადჰარა (ფესვი, ფუძე, საყრდენი) - წითელი ფერი - მდებარეობს სასქესო ორგანოების არეში, ხერხემლის ფუძესთან. სხვა ჩაკრებისგან განსხვავებით მიმართულება აქვს სხეულიდან ქვემოთ. სწორედ ესაა მისი ფუნქცია - დაგვაკავშიროს მიწასთან. ეს ინსტიქტების ზონაა - ფიზიკური შეგრძნებები, ტკივილი, სიამოვნება, შიშები, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, თავდაცვა, ამტანიანობა.



ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრები მეორე ჩაკრა - სვადჰისტანა (პირადი სამყოფელი) - ნარინჯისფერი - მდებარეობს ჭიპის ქვევით 2-3 თითის სიგანის მანძილზე. მეორე ჩაკრა გვეხმარება განვიცადოთ ემოციები, შევიგრძნოთ სიცოცხლის სიხარული. ამ ჩაკრასთანაა დაკავშირებული ადამიანის ძიება დაიკმაყოფილოს სექსუალური და მგრძნობელობითი მოთხოვნილებები. ეს სურვილების ზონაა.






ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიმესამე ჩაკრა - მანიპურა - ყვითელი ფერი - მდებარეობს მზის წნულის არეში, მკერდის ოდნავ ქვევით. ის გვეხმარება შევიგრძნოთ საკუთარი ძალები და პოტენციალი. ამ ენერგეტიკულ ცენტრში ინახება ჩვენი სტერეოტიპები, ფასეულობები და პრინციპები. აქ ყალიბდება შესაძლებლობები ავირჩიოთ მიმართულება და მივიდეთ მიზნამდე.





ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიმეოთხე ჩაკრა - ანაჰატა ანუ გულის - მწვანე ფერი - მდებარეობს მკერდის შუა არეში. ეს არის ადამიანის ეგოს და სულის ერთიანობის ადგილი. თუ ეს ჩაკრა სწორად ფუნქციონირებს, მაშინ ადამიანისთვის ნათელი და აღქმადი ხდება, რომ ის სამყაროს ნაწილია. პირველი სამი ჩაკრა თუ საკუთარი ენერგიით მუშაობს, უკვე მეოთხე ჩაკრიდან კოლექტიური ერთიანობის ენერგია ირთვება. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას შევიგრძნოთ და გვიყვარდეს სამყარო და ჩვენი თავი როგორც ერთი მთელი. ეს კოლექტიური ჰარმონიზაციის ზონაა - სიყვარული, პატიება, თანაგრძნობა.




ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიმეხუთე ჩაკარა - ვიშუდჰა - ცისფერი ფერი - მდებარეობს ყელის არეში. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე ჩაკრასთან და მის სექსუალურ და შემოქმედებით ენერგიასთან, რასაც იყენებს შემოქმედებითი ენერგიის და შესაძლებლობების განვითარებისათვის. ეს ჩაკრა გვიბიძგებს თვითრეალიზაციისაკენ. აქ ფორმირდება უძლიერესი სტიმული იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ინდივიდუალობის გამოვლენა, სიტყვა აქციოს ძალად. ეს შინაგანი თავისუფლების დასაწყისის ზონაა - შინაგანი პოტენციალი, თვითგამოხატულება, შემოქმედებითი უნარები.




ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიმეექვსე ჩაკარა - აჯნა, ანუ მესამე თვალი - ლურჯი ფერი - მდებარეობს წარბებს შორის. ეს ჩაკრა ადამიანს აძლევს საშუალებას გასცდეს რეალური აღქმის საზღვრებს, მიიღოს ახალი ცოდნა სამყაროდან, გადააფასოს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს ცხოვრებისეული ფასეულობები და შეხედულებები. ეს შემეცნების ზონაა - როცა ადამიანი იმავდროულად არის „დამკვირვებელი“. ეს ღმერთის ნაწილაკია ჩვენში.




ჩაკრები - ადამინის ბიოენერგეტიკული ცენტრებიმეშვიდე ჩაკრა - საჰასრარა - იასამნისფერი - მდებარეობს სხეულის გარეთ, თავიდან ოდნავ მოშორებით და მიმართულია ზევით. სამყაროსგან სუფთა კოსმიური ენერგიას ადამიანი მეშვიდე ჩაკრის საშუალებით იღებს. ეს მატერიალურის და სულიერის ინტეგრირების ზონაა. საჰასრარა გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ ღმერთი, დავუკავშირდეთ ჩვენს უმაღლეს “მე”-ს და მოვახდინოთ სულიერი გამოღვიძება.





"ასტრო News"
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 14078
 

ASTRO TV LIVE