Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)

ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)

ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)

გაკვეთილი #2 – სტიქიები.



ზოდიაქოს ნიშნების სტიქიები:
ასტროლოგიაში სტიქია ფუნდამენტური ცნებაა. ოკულტიზმში კი ითვლება, რომ სტიქიები სამყაროს პირველადი მდგომარეობაა. ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მსგავსი თვისებები, რომლის მიხედვითაც მათ ერთი სტიქიის ქვეშ აერთიანებენ. სულ განიხილება 4 სტიქია: (რომლის თანმიმდევრობასაც განსაზღვრავს მათი დაშორება მიწიდან) მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ეს არის მატერიის 4 ფორმა, რომელსაც ასევე შეიძლება შევუსაბამოთ ადამიანის სულის 4 მდგომარეობა და ტემპერამენტის 4 ტიპი:
• ცეცხლი _ ნება (ქოლერიკი)
• ჰაერი – აზროვნება (სანგვინიკი)
• წყალი – გრძნობა (ფლეგმატიკი)
• მიწა _ ფორმა (მელანქოლიკი)


ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)




























რაც შეეხება ზოდიქოს ნიშნებს, ერთი სტიქიის ქვეშ მყოფი ნიშნები ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არიან. ყველა სტიქიაში 3 ზოდიაქოა გაერთიანებული და თუ ამ 3 ზოდიაქოს შორის წრეზე სწორ ხაზებს გავავლებთ, მაშინ მივიღებთ სწორკუთხა სამკუთხედს, ანუ მათ შორის ტრიგონიალური (ჰარმონიული) კავშირია.
1. ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;
2. მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა;
3. ჰაერი – ტყუპები, სასწორი, მერწყული;
4. წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.


თუ პირად რუკაში განსაკუთრებით გამოხატულია რომელიმე სტიქია, მაშინ ადამიანი დამატებით ამ სტიქიის თვისებების მატარებელი ხდება.
ცეცხლი – არიან იმპულსურები, ფეთქებადები და მოუთმენლები წვრილმანების მიმართ. აქვთ სხარტი აზროვნება და სიტუაციას ალღოს სწრაფად უღებენ. ახასიათებთ დაუფიქრებელი ქმედებები. კარგად ეწყობიან ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებს, მიწას _ საშუალოდ, ხოლო წყალთან კი შეუთავსებლობაა.
მიწა – არიან პრაქტიკულები, რეალისტები და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ. აღიარებენ იმას, რისი დანახვაც და ახსნაც შეუძლიათ. ისინი ყოველთვის საქმიანები არიან და ახორციელებენ ყველა გეგმას. ახასიათებთ სიამაყე და ამის გამო ძალზე ჩაკეტილები არიან. კარგად ეწყობიან მიწას და წყალს. ცეცხლთან საშუალო დამოკიდებულება აქვთ, ისევე როგორც ჰაერთან.
ჰაერი – არიან მხიარულები, კარგი მოსაუბრეები და მათთან ურთიერთობაც ადვილია. კარგად გამოსდით წერა, არ უყვართ ემოციებზე აყოლა და ცდილობენ მოვლენებს ცივი გონებით შეხედონ. არიან ლოგიკურები, აქვთ კარგი წარმოსახვა. კარგად ეწყობიან ჰაერს და ცეცხლს. საშუალო დამოკიდებულება აქვთ მიწასა და წყალთან.
წყალი – ეს ცვალებადობაა. ძლიერ დამოკიდებულები არიან გრძნობებსა და ინსტინქტებზე. აქვთ ადაპტაციის უნარი. მათთვის არ არის აუცილებელი ლოგიკური აზროვნება, რადგან კარგად აქვთ განვითარებული ქვეცნობიერი და ინტუიცია. ცხოვრებისეულ სირთულეებს თავს კარგად ართმევენ, შეუძლიათ ადამიანის გამოცნობა. ძლიერი წინათგრძნობა მათი ერთ-ერთი გამოხატული თვისებაა. კარგად ეწყობიან წყალს და მიწას, ჰაერთან საშუალო დამოკიდებულებაა, ხოლო ცეცხლთან შეუთავსებლობა.
სტიქიების და სახლების ზოგადი მიმოხილვა ამით სრულდება. ჩვენი ჟურნალი მოხარული იქნება, თუ ცოტათი მაინც დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას ასტროლოგიის მიმართ. თქვენი აქტიურობა და გამოხმაურება იქნება სტიმული, რათა ჩვენს გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანი სახე მიეცეს. გამოგვიგზავნეთ კითხვები და თემები, კონკრეტულად თუ რომელი საკითხი გაინტერესებთ და შევეცდებით მოგაწოდოთ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია. გისურვებთ ჰარმონიულ ნოემბერს!

P.S. სტიქიების სიმბოლოები:
ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)










ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)











ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)









ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)



მოამზადა: Nina Geскачать dle 11.3
ნახვები: 8 490
 
>

ASTRO TV LIVE