Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რელიგიის და ასტროლოგიის კანონზომიერებანი

რელიგიის და ასტროლოგიის კანონზომიერებანი

რელიგიის და ასტროლოგიის კანონზომიერებანი



დავით გვალიას ჩანაწერებიდან:
მამა ნიკოლოზს ერთხელ ვკითხე:"ასრტოლოგიაში
ზოდიაქოს თანავარსკვლავედს თუ აქვთ ადამიანზე გავლენა?"
მიპასუხა:"წმინდანს შეუძილია ზოდიაქოს გავლენასა და
ბუნებას არ დაემორჩილოს, აერიდოს და გადალახოს,
მაგრამ პრინციპულად არ თმობს თავის ზოდიაქოს ბუნებას"




სრულიად ნათელია, რომ ყველა ფიზიკურ ობიექტს გააჩნია სხვადასხვა ველი: ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული, ინფორმაციული და ა.შ.
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ვიბრაციული სტენდი, რომლის მოქმედების პრინციპი უმარტივესია: სამი ინდუქციური ხვია ისეა განლაგებული სივრცეში, რომ ქმნის სწორკუთხა სამკუთხედს. ზუსტად ამ სივრცითი განლაგების გამო, ხვიების გარშემო არსებული ველები ქმნიან ისეთი ინტენსივობის ვიბრაციას, რომ სტენდს შეუძლია ვიბრაციაში მოიყვანოს ათობით და ასობით კილოგრამის ობიექტებიც კი.
კოსმიური ობიექტები თავისთავად წარმოადგენენ იმდენად დიდ ფიზიკურ მასას, რომ არ შეიძლება მათი უგულვებელყოფა, ისევე როგორც მათ გარშემო წარმოქმნილი გრავიტაციული ველებისა. ეს სხეულები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და წარმოადგენენ არაერთგვაროვან მასას თავისი შემცველობით, სიმკვრივით და ნივთიერებების ფიზიკური მდგომარეობით. მათ გააჩნიათ სხვადასხვა ტემპერატურა და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გამოსხივების უნარი. გარდა ამისა, ისინი აკეთებენ ძალიან რთულ მექანიკურ მოძრაობებს, რაც მოიცავს ღერძის გარშემო ორბიტალურ მოძრაობას და წრიულ ბრუნვას.
ყველა ეს ფიზიკური ფაქტორი, სხეულების გარშემო ქმნის სხვადასხვა ველის, მიმართულებისა და ინტენსივობის რთულ სპექტრებს. გარდა ამისა, ერთმანეთთან მიმართებაში ისინი ყოველთვის იცვლიან სივრცულ მდგომარეობას და მანძილს. ამ სხეულების ველების ურთიერთქმედება გარდაუვალი ხდება. თანაც ეს ურთიერთქმედება კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მასში მონაწილეობს არა ორი, არამედ ბევრი სხვადასხვა სხეული. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ამ სხეულების ურთიერთქმედებების შედეგს ჩვენს სამყაროზე, ბუნებასა და ადამიანზე აქვს ხილული გავლენა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთი პატარა ზომის კოსმიური სხეული, როგორიც მთვარეა, თავისი მიზიდულობით (ანუ გრავიტაციული ველით) დედამიწაზე იწვევს ისეთ დიდ მოვლენას, როგორიც ოკეანეების მიქცევა-მოქცევაა. ამ მოვლენის ძალა იმდენად დიდია, რომ მოძრაობაში მოჰყავს არა მხოლოდ ოკეანეები, არამედ ხმელეთიც. ალბათ არც უნდა გვიკვირდეს, რომ ეს მოვლენა დღე-ღამის პერიოდში ასევე იმოქმედებს ადამიანზე, მის მდგომარეობასა და უნარებზე, მით უმეტეს, როცა ადამიანის სხეულის 60% წყლისგან შედგება. მაგალითად, მიქცევის დროს სისხლი ადის თავში და ამ დროს ადამიანი ერთის მხრივ, ძალიან გონებაგახსნილი ხდება, მეორე მხრივ კი, ჰიპერტონიის და ინსულტის საშიშროება იქმნება. მოქცევის დროს პირიქით - სისხლი მიდის ქვევით და მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს ადამიანს სირბილი უადვილდება.
რელიგიის და ასტროლოგიის კანონზომიერებანიაქ მოყვანილია უხეში ფიზიკური მაგალითები, მაგრამ ბუნება თავის გამოვლინებაში ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია და უფრო ‘’ფაქიზ’’, ერთი შეხედვით, ჩვენთვის უხილავ კანონზომიერებებსაც აქვთ არსებობის უფლება.
ცნობილია ფაქტები, როცა მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ, ან ძლიერი ხმაურის გამო ძროხები აღარ იწველებოდნენ, მაგრამ კოსმიური ობიექტები ხომ შეუდარებლად ძლიერ გამოსხივებას წარმოქმნიან და მათი მოძრაობით გამოწვეული კოსმიური ხმაური, რომელიც საბედნიეროდ არ გვესმის, ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებენ ჩვენზე.
სრულიად ნათელია, რომ ადამიანის ერთი და იგივე გენს, გარემოს სხვადასხვა პირობებში განვითარება განსხვავებულად შეუძლია. ვთქვათ, არასაკმარისი და არასწორი კვების და დასვენების შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება სიმაღლეში არ გაიზარდოს, გახდეს უფრო ნერვული და დაავადდეს. დაბადების მომენტში კი მასზე გარემო პირობების ზეგავლენა ყველაზე ძლიერი და გრძელვადიანია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ველის სპექტრალური გამოსხივება ადამიანის სიცოცხლის პირველ წუთებში მისი განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს.
ამ ჩვეულებრივ, ფიზიკურ კანონზომიერებს უწოდებენ ბუნების კანონებს. ამ კანონებს არ აქვთ მისტიური საფუძვლები _ როგორც დადებითი, რომელსაც ზოგიერთი ასტროლოგი ანიჭებს, ასევე უარყოფითი – როგორც თვლის ეკლესია (ანუ, მისტიკა როგორც ასეთი, შეიძლება ასტროლოგიაში არსებობს, მაგრამ არა იმაზე მეტად, როგორც სხვა, ნებისმიერ ღვთიურ შემოქმედებაში).
ეს ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური კანონზომიერებები საშუალებას იძლევა გაკეთდეს პროგნოზი დიდი ან პატარა ალბათობით. სრულიად ნათელია, რომ ასეთი პროგნოზები, რაც კეთდება მეცნიერების ნებისმიერ სფეროში, არ წარმოადგენს აბსოლუტურს. აბსოლუტური მხოლოდ ღმერთია. დღესდღეობით ხომ არავის აკვირვებს, როცა მეტეოროლოგები ვერ ამართლებენ თავის პროგნოზებს და ამის გამო არავინ ამბობს, რომ მეტეოროლოგია ცრუ მეცნიერებაა. ან პირიქით, როცა მეტეოროლოგების პროგნოზი მართლდება, არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ღმერთის არსებობას და ამით არც ახალ ცრუ რელიგიას ქმნის.
ღმერთმა შექმნა სამყარო, ბუნება, ადამიანი. მანვე შექმნა ის კანონები და კანონზომიერებები, რომლითაც იმართება ეს სამყარო და მისივე შეუზღუდავი უფლებაა ნებისმიერ დროს ჩაერიოს და შეცვალოს ეს კანონები. თუმცა, თუ მაგალითად მოვიყვანთ ისეთ ფაქტებს, როცა წმინდა სერაფიმე საროველი ჰაერში დადიოდა, ხოლო წმინდა მარიამ ეგვიპტელი - წყალზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენისთვის გრავიტაციის კანონები უქმდება.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ეკლესიის არაერთი მსახური უარს ამბობდა ავტომობილით სიარულზე, რადგანაც მას ჯოჯოხეთის მანქანად თვლიდნენ. დღესდღეობით კი არა მხოლოდ თვითონ, სასწაულმოქმედი ხატებიც კი ამ ‘’ჯოჯოხეთური’’ მანქანებით და თვითმფრინავებით გადააქვთ.
ეკლესიის მსახურნი ამაოდ უთხრიან ძირს ეკლესიას იმით, რომ უარყოფენ ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენებს და თითოეულ ფიზიკურ ქმედებაში დემონურ არსს ხედავენ, რაც არც მეტი, არც ნაკლები ბუნების კანონებია. დემონურობას აქ შეიცავს არა თვითონ მოვლენა, არამედ მიდგომა ამ მოვლენის მიმართ. ისევე როგორც ასტროლოგია კი არ არის კერპთაყვანისცემლობა, არამედ მასში რაღაც მისტიური საწყისების ძიება. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა რატომ იგდებენ თავს უხერხულ და ორაზროვან მდგომარეობაში ეკლესიის მსახურნი, როდესაც ასტროლოგიას დემონურს უწოდებენ. ასტროლოგიის უარყოფა, ანუ იმ ფაქტის უარყოფა, რომ სამყარო ქმნის გარკვეულ ბუნებრივ ზემოქმედებას, რომლებიც ასევე ბუნებრივად მოქმედებენ ადამიანზე, არის ჭეშმარიტების უარყოფა.
ჩემის მხრივ, დამავატებდი იმას, რომ ასტროლოგია და რელიგია საუკუნეების განმავლობაში მჭიდრო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან, რასაც ადასტურებს უამრავი ასტროლოგიური ნიშანია გამოსახული ეკლესიებში და ხატებზე. ეკლესიის მსახურების ის მოსაზრება, რომ ეს ელინისტური ხანის გადმონაშთია, არ შეიძლება იყოს სიმართლე, რადგანაც ელინისტური ხანა ჩვ.წ.აღ.-მდე აღრიცხვამდე სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო ხატებზე ასტროლოგიური თემატიკა ძირითადად შუა საუკუნეების მოვლენაა.

ემა ომანაძე
ასტრო-NEWS #2
ნოემბერი 2013
скачать dle 11.3
ნახვები: 5 985
 

ASTRO TV LIVE