Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » აღმავალი კვანძი კირჩხიბი, დაღმავალი კვანძი თხის რქა

აღმავალი კვანძი კირჩხიბი, დაღმავალი კვანძი თხის რქა

აღმავალი კვანძი კირჩხიბი, დაღმავალი კვანძი თხის რქა

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა - როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) - მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი (რახუ) კიბო - დაღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქა
წინა ცხოვრებაში ამ სულმა შეძლო დიდი წარმატების მიღწევა მისთვის მიცემული შესაძლებბლობებით, ახლა ის აქ არის რათა გასცეს.
(ელის ლოფრედო -„სრულყოფილება ერთობაშია: ასტროლოგია, კარმა და თქვენ“)
მთვარის კვანძების ამ მდებარეობის პერიოდები:
27.10.1925 - 17.04.1927
12.05.1944 - 04.12.1945
24.12.1962 - 26.08.1964
21.09.1981 - 17.03.1983
10.04.2000 - 08.10.2001
ამ კარმის საყრდენია - პირადი და სოციალური უსაფრთხოება.
აღმავალი კვანძი: კიბო - მგრძნობელობა, აღზრდა, მზრუნველობა, ემოციურობა, მდიდარი წარმოსახვა, მსუბუქი, ხასიათის ცაველაბადობისკენ მიდრეკილება.
დაღმავალი კვანძი: თხის რქა - პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა, კონსერვატიზმი, თავშეკავებულობა, სიმკაცრე, დესპოტიზმი, შრომისმოყვარეობა.
კარდინალური ღერძი - ამ შემთხვევაში ადამიანის ნებისყოფაზეა კარმის შესრულება დამოკიდებული ანუ შეუძლია თუ არა ადამიანს ობიექტურად შეაფასოს მისთვის მოცემული გარემოებები, რაც კარდინალურ ნიშნებში საკმაოდ რთული გასაკეთებლია.
კარმული მოვლენები , როცა აღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქაშია
თუ თქვენ პირად რუკაში აღმავალი კვანძი კიბოშია, ხოლო დაღმავალი თხის რქაში ეს ნიშნავს რომ თქვენი კარმული ისტორია მდიდარია გამარჯვებებით და მიღწევებით. არაერთი ინკარნაცია დაგჭირდათ იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის წაგეყენებინათ რთული და პრეტენზიული მიზნები და მერე დღე და ღამეს ასწორებდით, რათა მიზმანდე მიგეღწიათ.
შესაძლებელია თქვენ იყავით ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელმაც საერთაშორისო კოსმეტიკის დიდი იმპერია შექმნა და ამ ყველაფრის დასაწყისი თქვენი სამზარეულო იქნებოდა, როცა ბაღიდან მოკრეფილი კიტრის ნარჩენებით სახის ნიღაბი გააკეთეთ. ან სულაც შეიძება სხვა სახის იმპერია ააშენეთ: თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც რთულ პირობებში გაიზარდა, რომელმაც თანამოაზრეები შემოიკრიბა, გახდა მათი ლიდერი, წინ აღუდგა მჩაგვრელ სისტემას და შედეგ სათავეში ჩაუდგა ახალ ხელისუფლებას. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ ისე გაგიტაცათ პრივილეგიებმა და შესაძლებლობებმა, რომესაც თქვენი წარმატება გაძლევდათ, რომ მსხვერპლად შესწირეთ თქვენი პირადი ცხოვრება. საბოლოოდ კი ამ ცხოვრებაში ქვეცნობიერად გამოყოლილი ფასეულობები ნიშნავს, რომ ხშირად იქნებით მოტყვილებული მსგავს გარემოებებში, რაც წარმატებას და მიღწევებს გპირდებათ. ხშირად დაისახავთ მიზნებს, რომლის შესრულებასაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ და ვერ გააცნობიერებთ სინადვილეში ეს წარმატება ისევ გჭირდებათ თუ არა.
ფსიქოლოგიური თავისებურებები
ბავშვობიდანვე დაღმავალი კვანძის ზეგავლენა ძალიან შესამჩნევია - შრომისმოყვარეობა, სოციალურის სტატუსის მიმართ დამოკიდებულება. თუ თვლის საჭიროდ შეუძლია გახდეს შეუმჩნეველი და გაერიოს მასებში და არ წავიდეს სხვაზე წინ. არ უყვართ კრიტიკა. თითქოს არ ითვალისწინებენ სხვის რჩევებს, მაგრამ სინადვილეში ყველა რჩევა გადმოაქვთ პრაქტიკაში, რაც მათ სოციალური სტატუსის ამაღლებაში დაეხმარებათ (მაგალითად იყოს ყველაზე გამორჩეული მსწავლე). ასევე ძლიერია ცხოვრების მატერილური მხარე.
რას მოითხივს აღმავალი კვანძი კიბოში:
ადამიანი უნდა გადაერთოს თავის ოჯახზე. მაგრამ მას ბავშვობიდან აქვს უნარი კარგად დამალოს თავისი ნაკლოვანებები და სხვისი ნაკლოვანებები კარგად გამოაჩინოს. არ შეუძიათ პატიება. ძალიან მომთხოვნები არიან სხვების მიმართ. ეს გამოიხატება როგორც ორმაგი სატურნი - კიბოში=0 , თხის რქაში=6 და ადამიანი ძალაუნებურად თავის გარშემო იშენებს ბარიკადებს და შორდება ადამინებს. ემოციები ძლიერი აქვს, ასევე დამოკიდებული არიან სხვის ემოციებზე, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს და გვერდიდან ძალიან ამპარტავნები ჩანან, რაც კიდევ უფრო თრგუნავთ მათ. არ აძლევს საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ფირქრობს რომ თუ გულღია იქნება ადამიანები მის წინააღდეგ გამოიყენებენ მის ამ ჩვევას. მას აქვს ძიერი პასუხიმგებლობის გრძნობა, არ აძლევს საკუთარ თავს ნებას იყოს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული. 30 წლის ასაკიდან იწყება კრიზისი და რაც უბიძგებს გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტებში. ნელნელა შეიგნებს, რომ აუცილებელია შექმნას ოჯახი, იყოს მომთბენი და თავისი სიყვარული გამომაჟღავნოს ლოკალურად მაინც თავის ოჯახის ფარგლებში.
მაგრამ სოციალურიდან ოჯახურ გარემოში გადართვა საკმაოდ რთულია- მისთვის ოჯახი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას, რაც რათქაუნდა მცდარი შეხედულებაა, რადგან თუ დაძლევს შიშს და შექმნის ოჯახს, კარმულად კარიერაშიც წინსვლა ელოდება.
ცხოვრებისეული დანიშნულება- ქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც უსაფრთოება და სიმყუდროვე იქნება, შექმნას ოჯახი, რომელზეც იზრუნებს და დაიცავს. მოძებნოს სამსახური, რომელიც ხელს არ შეუშლის ოჯახურ ცხოვრებას. ამ მიზნის განხორციელების შემდეგ კარმულად მოდის როგორც ფიზიკური ,ასევე სულიერი კავშირი და სიახლოევე ქორწინებაში, ახლობლებთან და მეგობრებთან. აუცილებელია ტრადიციების დაფასება და გაგრძლება, როგორც ოჯახური ასევე ეროვნული. აუცილებელია საკუთარი ემოციების მართვა და ყველა ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება სულიერ დონეზე, რადგან სწორედ ემოციებზე დამყარებული ურთიერთოების განვითარებაა მისი კარმა.
მითითებები კარმული ვალის შესასრულებლად:
• დაიბრუნოთ გრძნობები და ქვეცნობიერის სიბრძნე
• იზრუნოთ საკუთარ თავზე
• შემოიკრიბოთ ირგვლივ ადამინები
• არ გამოიფიტოთ საკუთარი თავი
თუ დაღმავალ კვანძთან მოთავსებულია პლანეტები, თუნდაც შეერთების გარეშე ეს სირთულეებს ნიშავს -ადამიანი მისწარფებული იქნება ძალაუფლებისკენ. სწორედ ამ პლანეტების ენერგია ხელს უშლის ადამინის ცხოვრების გზა შეიცავლოს და დაღმავალიდან აღამავალი კვანძისკენ წავიდეს. დაღმავალი კვანძით სიარული ყოველთვის უფრო მარტივია. ასეთ შემთვევაში როცა ის გახდება 36, 5 წლის (კვანძების შემობრუნების დროს) მას ექნება კარიერული დაცემა და მარცხი. და მხოლოდ ამის შედეგ დაიწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრს. (პ.ს. ეს პრონციპი მოქმედებს კვანძების ნებისმიერ მდებარეობაზე).
კვანძების შემობრუნების ნახევარციკლის დროს - დაახლოებით 18, 36 და 45 წლის ასაკში, თუ ადამიანი არ გადაერთვება აღმავალი კარმის გზაზე, მოხდება პროგრამული შეცდომა სამხრეთ კვანძიში (მოვლენები, უბედური შემთვევები, უსიამოვნებები) რაც მას უბიძგებს აღმავალი კვანძის გზით სიარულისკენ. ( ნახევარციკლი ნიშნავს, როცა ტრანზიტული აღმავალი კვანძი უერთდება ნატალურ დაღმავალ კვანძს).

(პაველ გლობას მიხედვით)
თქვენ წინა ცხოვრებაში იცხოვრეთ გამორჩეულად, „გამოიმუშავეთ“ ინდივიდუალიზმი, მიაღწიეთ რაღაც მაღალ მიზანს. თუ თქვენ ახლაც გააგრძელებთ დაღმავალი კარმით ცხოვრებას გახდებით გარიყული, მარტოსული და ყველსგან განზე გამდგარი - ეს ყველაფერი გამოიწვევს შინაგან ჩაკეტვას, ეგოიზმის განვითარებას, ემოციების დაქვეითბას, დესპოტიზმს. ყოველთვის გარიყავთ ადამინებს თქვენი ცხოვრებიდან.
სწორედ ამიტომ საჭიროა უარი თქვათ თხის რქის ცუდ თვისებებზე: დესპოტიზმზე, საკუთარი თავისგან იმაზე მეტის მოთხოვნა ვიდრე შეგიძლიათ. საჭიროა გახდეთ მომთბენი, კონცენტრირებული და მშვიდი, ანუ მხოლოდ თხის რქის საუკეთესო თვისებები განავითაროთ.
თქვენი მთავრი მიზანია - შეგუება, იცხოვროთ ახლობელებისთვის,ოჯახისთვის. დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს (განსაკუთრებით ოკულტური თვალსაზრისით, რათა კარგად შეისწავლოთ წინაპრების ტრადიციები), იყოთ პატრიოტი, ალტრუისტი, პატივი სცეთ უფროსებს. უნდა გაიმეოროთ წინაპრების გზა, ანუ ამომავალი წერტილი იყოს ტრადიციები და ისტორია, როგორც ოჯახის ასევე სამშობლოსი. მნიშვნელოვანია რეტროსპექტული (წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი) ცხოვრების გზა, უნდა შეისწავლოთ და გამოიყენოთ ოკულტური და საიდუმლო სწავლებები.

ცნობილი პერსონები იგივე კარმული კვანძებით: ბახი (65 წელი), ჰიტლერი (56 წელი), ლერმონტოვი (27 წელი), საფრანგეთის მეფე ჰენრიხ 4 (56 წელი), ფიდერ კასტრო (მიდის ნათელი გზით - 56 წელი), ჩარლი ჩაპლინი (88 წელი), მარკიზ დე სადი (75 წელი), რობესპერი (36 წელი), მერლინ მონრო (35 წელი). ალფრედ ნობელი (63 წელი ), ლენინი (53 წელი), რობერტ კენედი (42 წელი - ეს აშკარად ვერ ასრულებდა კარმას).
სახლი რომელშიც მოთავსებულია მთვარის დაღმავალი კვანძი, მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ფიალები შევსებულია, ხოლო აღმავალი კვანძი სიმბოლირდება ცარიელ ფიალებთან ანუ სფეროებთან.

მოამზადა: Nina Ge(22042013)
скачать dle 11.3
ნახვები: 8 462
 

ASTRO TV LIVE