ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » აღმავალი კვანძი სასწორი, დაღმავალი კვანძი ვერძი

აღმავალი კვანძი სასწორი, დაღმავალი კვანძი ვერძი

აღმავალი კვანძი სასწორი, დაღმავალი კვანძი ვერძი

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა - როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) - მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) -სასწორში
დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) - ვერძში


მთვარის კვანძების ეს მდებარეობა იმ ადამიანთა ნათლურ რუქაშია, რომლებიც დაიბადნენ:
12.09.1939-23.05.1942, 17.06.1958-15.12.1959, 08.01.1977-05.07.1978, 01.08.1995-24.01.1997


სასწორი - ეს ჰაერის სტიქიის ნიშანია, თანაც „ზრდასრული“ (რადგან ზოდიაქოს რკალის მე-3 კვადრატშია). მისი ეს მდგომარეობა და თვისებები თქვენ გაძლევთ კომუნიკაბელურობას და უშუალობას ურთიერთობებში.
დაღმავალი კვანძი ზოგადად მიგვითითებს იმ თვისებებზე, რაც თანდაყოლილი გვაქვს, რაც გვიადვილდება, ხოლო აღმავალი კვანძი პირიქით რაც ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ და შევითვისოთ.
წინა ცხოვრებაში თქვენ ვერძის პროგრამა გაქვთ დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა გეკრძალებათ ვერძობა. ანუ არ უნდა იყოთ მოუთბენელი, უხეში, ზემეტად აქტიური, სნობი, არ არის საჭირო პირველობისთვის სწრფვა და ამის ფონზე სხვებზე „ჩლიქებით“ გადავლა. ამ ეტაპზე თქვენი მისიაა შეინარჩუნოთ და გამოიყენოთ ვერძის მხოლოდ დადებითი და ჰარმონიული თვისებები (სიმამაცე, დამოუკიდებლობა, მუდმივი მზადყოფნა დაეხმაროთ სხვებს), რომლებიც დაგეხმარებათ დაამუშავოთ სასწორის პროგრამა.

რას ნიშნავს სასწორის პროგრამის დამუშავება?
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავათ, თქვენ მოგიწევთ დაემსგავსოთ სასწორს. უნდა ისწრაფვოდეთ შინაგანი წონასწორობისკენ, სიმშვიდისკენ, სამრთლიანობისკენ, ჰარმონიისკენ ყველგან და ყველაფერში. უნდა შეეცადოთ არ იყოთ სულსწრაფი, არ გაასწროთ მოვლენებს. თვენთვის აუცილებელია გამოიმუშავოთ მოთბინების უნარი (რაც საკმაოდ ძნელი იქნება). უნდა იყოთ მუდამ კეთილგანწყობილი. თქვენი მთვარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის გახდეთ ბრძენი, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და შედეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
ასევე მნიშვნელოვანია შეიცნოთ რა არის თავგანწირვა სხვა ადამინებისთვის. დაივიწყეთ ეგო, ის ხელს გიშლით კარმის დამუშავებაში. დაღმავალი ვერძში ეს არის თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც პირველობა გევალებოდათ, სადაც მთვარი იყო „მე“, ახლა ყველაფერი პირიქითაა. და თქვენში თუ მაინც ვერძი „იბრძვის პირველობისთვის“ ეს ძალიან მტკივნეულეად და უხეშად აისახება თქვენს ახლანდელ ცოხვრებაზე, როდესაც სასწორი ურთიერთთანამშრომლობას და სხვების აზრის გათვალისწინებას გთხოვთ. სწორედ ამიტომაა ეგოს მაქსიმალურად დაქვეითება საჭირო. შეეცადეთ პრობლემები რადიკალური ზომების მიღების გარეშე გადაჭრათ, რადგან სწორედ მოთბინებაშია თვენი ბედნიერება. საბოლოო ჯამში, მთვარია გააცნობიერთ, რომ ძლიერი იდივიდუალობის შეგრძნება, რომელიც წინა ცხოვრებიდან გაქვთ თანდაყოლილი პირადი ცხოვრების მოსაწყობად კი არა, სხვა ადამინებისთვის ჰარმონიული გარემო პირობების შექმნაში გამოიყენოთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ასეთი კვანძების მდებარეობით სიჯიუტით და თვითენბობით გამოირჩევიან, სხვების აზრის გათვალისწინება მათტვის უცხოა და გონიათ, რომ ეს ხელს უშლით წინსვლაში.
სინამდვილეში, ნებსმიერი კარმული კვანძების მდებარება გავძლევს იმას, რომ დაღმავალი უფრო აქტიურად გამოვლინდება და ცდილობს ამ რეინკარნაციაშიც წინა ცხოვრების პრონციპებით იცხოვროს, საბოლოო ჯამში როცა გონია, რომ მიზნისკენ მიდის, ან მიზანს მიაღწია, სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარ ადგება ძველი ცხოვრების გამოცდილება და საჭიროა რაღაც ახალი მიდგომა. სასწორი-ვერძის შემთხევავშიც ასეა: როცა თქვენში ვერძის წინ გარბის, მიზნისკენ და ცდოლობს მარტომ და პირვლმა გადალახოს ბარიერები, მიზანთან მისვლისას აღმოაჩენს, რომ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რადგან სასწორი მისგან კომუნიკაციას და სხვა ადაინებთან ყველაფრის გაზიარებას ითხოვს.
მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობით ადამინანების უმრავლესობა ჯიუტი და ზედმეტად თავდაჯერებულია. ახლა მათ უწევთ ამ თვისებებზე უარის თქმა, რათა უფრო მეტი ურთიერთობები დაამყარონ და სხვისი აზრის გაითვალისწინონ. წინააღდეგ შემთხვევაში ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში ძალინ მტკივნეულ შედეგებს იძლევა - მაგალითად ის რაც ყველაზე ძალინა სურს ან ჭირდება, ყოველთვის სხვას ხვდება წილად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სურვილებში სხვებს არ ითვალისწინებს და ვერძულად იქცევა. ხშირად ასეთ შემთხვევებში ძალინ ეჭვიანები და მესაკუტრეები ხდებიან, ძალისხმევას არ იშურებენ სასურველის მისაღებად, მაგრამ შედეგი ისევ უარყოფითია და უარყოფითი იქნება მანა, სანამ არისწავლიან სხვა ადამინებთან თანაარსებობას.
ცნობილი ადამიანები: მოდილიანი (37), ივანე მრისხანე, ტოლსტოი (82).

ტრანზიტულად: 18.02.2014-დან 12.11.2015-მდე აღმავალი კვანძი იქნება სასწორში, ხოლო დაღმავალი ვერძში.
ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევა სასწორის სფერობი და მათი ათვისება, მათში პრობლემების მოგვარება და ჰარმონიის დამყარება. ეს სფეროებია - პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, სასამრთლო სფერო და ყველაფრის კანონის ფარგლებში მოგვარება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია როგორც პირად, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რადგან წლის განმავლობაში კარდინალურ ჯვართან ( მარსი-ურანის ოპოზიცია და პლუტონი-იუპიტერის ოპოზიცია) კვანძების ასპექტები საკმაოდ ფატალურ შედეგებს გამოიღებს, თუ ყურადღება არ მიექცა სამრთლიანობის, ადამინაის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებს.

მომაზადა: Nina Ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8486
 

ASTRO TV LIVE