Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

მთვარე ვერძში

მთვარე ვერძში

არასტაბილური, ემოციური, იმპულსური ნატურა. იშვითად ფიქრობს საკუთარი ქმედებების შედეგებზე. ახასიათებს ხანმოკლე ფეთებადობა. ხშირად ისინი დამოუკიდებლი ადამიანები არიან, ვერ იტანენე გარე ჩარევებს და ყოველთვის მიდიან არჩეული გზით, მიუხედავად იმისა სწორია თუ არა მათი არჩევანი.
მათთვის მთავარი მიზნამდე მისვლის პროცესია, ფინიშთან მალევე იწყენენ და ახალი თავგადასავლების ძებნას იწყებენ.

დაუოკებელი მთვარე

მთვარე ვერძი დღევანდელი დღით ცხოვრობს, მისთვის წარსული ბურუსში მალევე ეხვევა, ხოლო მომავალი მუდმივად პრობლემებთან ასოცირდება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ დიდი ინტერესს იჩენს მის მიმართ. ასეთ ადამიანს თუ რამე უნდა, უნდა მაშინვე, იმ წამს, წინააღდეგ შემთხვევაში მისი სურვილი მალევე განელდება, დეპრესიებიც დამახასიათებლია მისთვის ასეთ სიტუაციებში (მართალია ხანმოკლე). მას უჭირს საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და კომპრომისზე წავიდეს, გამონაკლისი მარტო ის შემთხვევაა როცა მთვარე დაზიანებული არ არის და ნიშანში ჰარმონიულად იმყოფება.
ძლიერ დაზიანებული მთვარე იძლევა აგრესიის ძლიერ შეტევებს (როცა ადამიანს გათიშული აქვს ცნობიერი და მთლინად ინსტიქტურად მოქმედებს). ადამიანი ხშირად მოქმედებს ასეთი ინსტიქტებით, ჩვეულებრივ სიტუაციებშიც კი.მისი ქვეცნობიერი აგრესიის მიზეზი არის შიში, ძირითადად ეს დამარცხების შიშია. რეალურად კრიტიკულ სიტუაციებში, როცა საჭიროა მისი გამბედაობა და გმირობა ადამიანი ხშირად იხევს უკან და მას უყალიბდება სიმხდალე- ესეც დაზიანებული მთვარის ერთ-ერთი გამოვლინებაა ვერძში.
მთვარის დამუშავების შემთხვევაში ადამინს უმუშავდება კონცენტრაცია და ყურადღება, რომელიც ასე აუცილებელია მისთვის რათა დაძლიოს არაპროგნოზირებადი აგრესიის შემოტევები.
ჰარმონიული მთვარის შემთხევევაში ადამიანს არაფრის არ ეშინია, არის რისკიანი და გამბედავი. მას აქვს ძლიერი ქვეცნობიერი შეგრძნება, რომ ყველაფერში გაუმართლებს, ყველა სიტუაციიდან გამოძვრება. და ეს ასეც არის, სანამ დაიცავს ზღვარს რისკსა და გაუაზრებელ ქმედებებს შორის და მხოლოდ იმ მიმართულებით ივლის, რასაც კარმა მოითხოვს მისგან. სწორედ ამ ზღვარის დაცვის შედეგად ასეთ ადამიანს ყოველთვის შეხვდება კარგი ქირურგი და ექიმი, ყოველთვის წარმატება ელოდება კარიერაში და ზოგადად ნებისმიერ პრობლემატურ სიტუაციაში.
თუ მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარე ვერძშია მოქცეული მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნება მშვიდი და დამჯერე ცოლი, რადგან სულ ექნება მოთხოვნილება რომ გამოიწვიოს, დაუმტკიცოს, დაძლიოს ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
თუ ქალის ჰოროსკოპში მთვარე ვერძშია მოქცეული, ის იქნება მებრძოლი, „ჯარისკაცი“, დამცველი, მაგრამ ამასთან ექნება ფარული სურვილი მამაკაცებთან თანაბარი ბრძოლის დროს აღმოაჩნიოს ღირსეული და დამარცხდეს. ეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რადგან ასეთი ქალი მასზე სუსტ მამაკაცებს პატივს ვერ ცემს და ვერ აღიარებს მათ ღირსებებს, ხოლო თავისზე ძლიერი მამაკაცების ეშინია. ორივე შემთხვევა უკიდურესობაა და მტვარის დამუშავებას მოითხოვს.

მგრძნობიარე ვერძი- ქვეცნობიერ დონზე

მთვარე ზოგადად მიგვითითებს ამდამინის ქვეცნობიერ ემოციებზე, რომელებიც ზედაპირულად უკვე შევცლილად ვლინდება. ზოგადად ადამიანის ქვეცნობიერი იღებს იმ ნიშნის თვისებებს და აღქმას, რომელშიც ის არის მოქცეული. როგორია ვერძის მგრძნობელობა? რა არის ვერძის ქვეცნობიერი პროგრამა ანუ უფრო მარტივად კომპლექსი? ვერძი ინსტიქტურად გრძნობს, რომ ის არის ენერგეტიკული გამტარი, მასში გაედინება ენერგია და მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ამ ენერგიის მიწოდება დანიშნულების პუნქტისთვის (ადამინამდე, საქმის დასასრულამდე, იდეის განხორციელებამდე და ა.შ.).
დაზიანებული მთვარე ან პირადი რუკა ვერძის გაძიერებულ მგრძნობელობას არასტაბილურს ხდის, რაც მისი არაპროგნოზირებადი და უმიზეზოდ აგრესიული ქცევების მიზეზი ხდება. ცუდი ის არის რომ ეს ამ შემთხვევაში არ არის თავდაცვითი აგრესია, არამედ არასტაბილური ემოციების ფინზე მას გონება ეთიშება და შეურაცხადი ხდება.
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში მთვარე ვერძი უფრო სიღმისეული ხდება და სიღრმისეულად აღიქვამს გარესამყაროს. შეიძლეაბა გაშემომყოფებისთვის ისე უხეში და უყურადღებო ცანდეს, მაგრამ სინამდვილეში მას რეალურად შეუძლია აღიქვას სამყარო და ადამინები სკუთარი ემოციების ხარჯზე. ხოლო რადენად გამოხატავს მის ქვეცნობიერ შეგრძნებებს და ცოდნას ცნობიერად ეს უკვე დამოკიდებულია მის ასაკზე და სატურნის მდებარეობაზე მის რუკაში.

რას იძლევა მთვარე ვერძში პრაქტიკულ ცხოვრებაში?- ცნობიერი დონე

ის საკმაოდ დადებით ცხოვრებისეულ პირობებს, ვითარებებს და შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანს ნებისმიერ ასპარაზზე სადაც შეჯიბრია საჭირო - პოლიტიკა, სპორტი, ჯარი და ა.შ. ასევე კარგ შედეგს იძლევა სამცნიერო და ტექნიკურ სფეროშიც, რადაგან ვერძისთვის მნიშვნელოვანია ინიციტივა,საქმის ბოლომდემიყვანა, რაღაცის დამტკიცება, გამარჯვება და სიმამაცე.
ვერძის I დეკადის მთვარე - დევიზია „ყველაფერი ან არაფერი“. საუკეთესო შედეგებს იძლება თუ მთვარეს მარსი ან რეტრო პლუტონი არ აზიანებს. წინააღდეგ შემთხვევაში ადამიანში მკვეთრად გამოხატული იქნება წიდაუხედაობა და გაუაზრებელი ქმდებები, სიუხეშე და დაბალი მორალი.
ვერძის II დეკადის მთვარე - თუ ჰარმონულ დამოკიდებულებაშია მზესთან ადამიანს გამბედობას, სიმამაცეს, კეთილშობილებას და პრინციპების დაცვას აძლევს.
ვერძის III დეკადის მთვარე - იძლევა გაორებული ხასიათის შტრიხებს. გაუბედობა (ხანგრძლივი ყოყმანი), მუდმივი შინაგანი დაძაბულობა. მაგრამ აქაც შეინიშნება კეთილსინდისიერება და სიმამაცე.

N.G.
скачать dle 11.3
ნახვები: 5 091
 

ASTRO TV LIVE