Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)

ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)

ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)

როგორც გახსოვთ, I-II გაკვეთილი დაეთმო სიმბოლოებს და ტერმინებს. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს თემა სრულად არ ამოგვიწურავს, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისი იყო. დღეიდან კი, დავიწყოთ ზოდიაქოების დეკორაციების (ანუ რომელი ნიშანი რა თვისებას ატარებს თავის თავში) შესწავლა.
თუ დეკორაციებს კარგად გავაანალიზებთ და დავიმახსოვრებთ, მომავალში არ გაგვიჭირდება დავახასიათოთ პლანეტები, რომლებიც ამა თუ იმ ნიშანში მოხვდება და არც ადამიანის ხასიათის გამოცნობა გაგვიჭირდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშანი ეს არის ხასიათის შტრიხი, პლანეტა ეს არის მოვლენა, ხოლო სახლი ეს არის ადგილი, სადაც ხდება მოვლენა ან ადამიანის თვითრეალიზება.
სანამ კონკრეტულად დეკორაციებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ 12 ზოდიაქო, რომელიც წინა გაკვეთილში დავყავით სტიქიებად, ასევე იყოფა შემდეგ 3 ჯგუფად (სწორედ ეს არის მიზეზი ერთ სტიქიაში მოქცეული ნიშნების განსხვავებული ხასიათისა):
კარდინალური ნიშნები - ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა;
ფიქსირებული ნიშნები - კურო, ლომი, მორიელი, მერწყული;
მუტაბელური ნიშნები - ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები.
ზოდიაქოს წრეზე:
კარდინალური ჯვარი - ეს არის მყარი, უცვლელი სფეროები, საერთო კანონზომიერება;
ფიქსირებული ჯვარი - ეს არის სხვადასხვა სფეროს გამოკვლევები, ექსპერიმენტები;
მუტაბელური ჯვარი - ეს არის ამ ექსპერიმენტების შედეგების გამოყენება და ათვისება;



ცეცხლი:
• კარდინალური ცეცხლი (ვერძი) - საერთო საკაცობრიო იდეა და არსი, ლიდერი, მოძღვარი;
• ფიქსირებული ცეცხლი (ლომი) - გამოკვლევა, თუ როგორ მოქმედებს ეს საერთო საკაცობრიო არსი და იდეა სხვადასხვა აუდიტორიაში და სფეროში; მსახიობი.
• მუტაბელური ცეცხლი (მშვილდოსანი) - ცვალებადობა, სიტუაციის მიხედვით ქცევა.
წყალი:
• კარდინალური წყალი (კირჩხიბი) - სუფთა და დიდი ენერგიის ნაკადი. იდეალური მშობელი;
• ფიქსირებული წყალი (მორიელი) - გამოცდა, მოქმედებს ხან როგორც ჩანჩქერი, ხან როგორც უბრალო ნაკადული. ეს არის ენერგიის ნაკადების თამაში, ხანდახან სიკვდილის ზღვარზეც კი;
• მუტაბელური წყალი (თევზები) - ძალიან ნატიფი ემოციები, რომლებიც ინტუიციურად იმართება სიტუაციის შესაბამისად.
ჰაერი:
• კარდინალური ჰაერი ( სასწორი) - კონტაქტის დამყარება, ურთიერთდამოკიდებულების საერთო პრინციპის პოვნა, წონასწორობა და სამართლიანობა;
• ფიქსირებული ჰაერი ( მერწყული) - ურთიერთდამოკიდებულების პრონციპების შესწავლა სხვადასხვა სფეროში;
• მუტაბელური ჰაერი (ტყუპები) - ყველა ადამიანს გააგებინოს მთავარი არსი. შესაბამისად, ისინი საუკეთესო ჟურნალისტები და ფსიქოლოგები არიან.
მიწა:
• კარდინალური მიწა (თხის რქა) - საერთო პრინციპების დამტკიცება და გამყარება იერარქიულად. თხის რქა არსით ამ საქმეში არქიტექტორია;
• ფიქსირებული მიწა (კურო) - სხვადასხვა ფორმის შექმნა, ექსპერიმენტები მატერიალურ სამყაროში. მიწათმოქმედებისთვის რომელი ნიადაგი ან კონკრეტული ნივთისთვის რომელი მასალაა უკეთესი და შედეგიანი. ის მოქანდაკეა არსით;
• მუტაბელური მიწა (ქალწული) - ის კუროს ექსპერიმენტების შედეგებს სრულყოფილებამდე ამუშავებს და ახალ ტექნოლოგიებს ქმნის, რომელიც ყოველ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურობაში გამოიყენოს. მათგან იდეალური ტექნოლოგები, მედდები, ინსტრუქტორები გამოდიან.
ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)ასტროლოგიის გაკვეთილი #3-1 (ჯვრები)




მოამზადა :Nina Ge
ასტრო- News #3
დეკემბერი 2013
скачать dle 11.3
ნახვები: 8 929
 

ASTRO TV LIVE