Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » პარალელური სამყაროები

პარალელური სამყაროები

პარალელური სამყაროები

უამრავი გამოკვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პარალელური სამყარო რეალობაა. ის არსებობს ერთდროულად, ჩვენს სამყაროსთან ერთად. ამ რეალობას შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული ზომები - პატარა არეალიდან მთელ სამყარომდე. იქ მოვლენები თავისებურად ვითარდება და განსხვავდება აქ მიმდინარე მოვლენებისგან - როგორც უმნიშვნელო დეტალებით, ასევე კარდინალურად. მრავალი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროების მაცხოვრებლებთან ერთად, მაგრამ გარკვეულ მომენტებში საზღვრები სამყაროებს შორის ხდება გამჭვირვალე და ამის გამო ერთი მეორეში გადადის.
კაცობრიობა დიდი ხნის წინ დააფიქრა პრობლემამ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ასეთი სამყაროები პირველად ნახსენებია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ. ცნობილი იტალიელი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს სხვა სამყაროებიც. საბოლოოდ, როგორც ვიცით, ის გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, რადგან მისი წარმოდგენა სამყაროზე სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი წარმოდგენისგან. დღეს ასეთი აზრებისთვის მეცნიერებს კოცონზე აღარ წვავენ, თუმცა მკვლევარებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო.
არსებობს არაერთი თეორია, მაგალითად, აინშტაინის აზრით, ჩვენი სამყაროს გვერდით არის სხვა სამყარო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სამყაროს სარკისებრ ანარეკლს.
ერთ-ერთი მოსაზრებით, გასაღები ალტერნატიული რეალობისა იმალება ე.წ. მეხუთე განზომილების არსებობაში. დროის განზომილების და სამი სივრცის გარდა არსებობს კიდევ ერთი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, კაცობრიობას საშუალება მიეცემა იმოგზაუროს პარალელურ სამყაროებში.
ხალხს ყველაზე მეტად ის უფრო აინტერესებს, შეიძლება თუ არა დავინახოთ ან შევეხოთ ამ ალტერნატიულ რეალობებს.
თუ ყურადღებას მივაქცევთ არსებულ ფიზიკურ კანონებს, მაშინ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ კავშირი სამყაროებს შორის შეიძლება განხორციელდეს კვანტური გვირაბის საშუალებით. ამ ჰიპოთეზის ავტორი არის ფიზიკოსი კრისტოფერ მონდრო. ის ამტკიცებს, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ენერგია, რომელიც სამყაროშიც კი არ მოიპოვებაა. ამიტომაც გამოდის, რომ ასეთი გადასვლა განუხორციელებელია.
პარალელური სამყაროებიმაგრამ არსებობს სხვა თეორიაც, რომლის თანახმად, სამყაროებს შორის გადასასვლელ ხიდს წარმოადგენს შავი ხვრელი, რომელიც ენერგიის შემწოვი მატერიაა. კოსმოლოგები ამტკიცებენ, რომ შავი ხვრელები შესაძლოა ემსახურებოდნენ გზას ერთი რეალობიდან მეორეში.
ამ თეორიამ შესაძლოა ახსნას, თუ როგორ ჩნდებიან ახალი ვარსკვლავები. ასტრონომები დიდი ხნის მანძილზე ბჭობენ, თუ საიდან და როგორ წარმოიშობიან ციური სხეულები. ისე ჩანს, თითქოს მატერია იქმნება არაფრისგან. მაგრამ თუ განვიხილავთ ერთ-ერთ ვარიანტად იმას, რომ ახალი ციური სხეული წარმოიშვება, ანუ მატერიალიზდება პარალელური სამყაროდან, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პარალელურ სამყაროში გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ სხეულს. ამასთან ერთად, მოცემული ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება დიდი აფეთქების თეორიას, რომელიც მიიჩნევა სამყაროს წარმოშობის საწყისად.
ავსტრალიელი პარაფსიქოლოგის ჟანა გრიმბრიარის მოსაზრებით, მსოფლიოს ანომალურ ზონებს შორის არსებობს ორმოცამდე გვირაბი, რაც წარმოადგენს გადასასვლელს პარალელურ სამყაროებში. აქედან 4 მდებარეობს ავსტრალიის ტერიტორიაზე, 7 - ამერიკაში. ყოველწლიურად ასეთ გვირაბებში ასობით ადამიანი უჩინარდება. ყველა ამ გვირაბს საერთო ის გააჩნია, რომ მათი სირღმეებიდან ისმის საშინელი კივილი და კვნესა. კალიფორნიის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ერთ-ერთი, ასე თუ ისე ცნობილი გამოქვაბული, სადაც შესვლა შეიძლება, გამოსვლა კი არა. ამასთან ერთად, გაუჩინარებულების კვალიც კი არ რჩება. ასეთი ანომალიური ტერიტორიები არსებობს რუსეთის ტერიტორიაზეც, კერძოდ, ერთ-ერთი მაღარო გელენჯიკის ქვეშ. როდესაც შიგნით მკვლევარი ჩავიდა და მხოლოდ 40 მეტრი გაიარა, დაფიქსირდა დიდი რაოდენობით რადიაციული ფონი, რამაც უარი ათქმევინა გზა გაეგრძელებინა. მისი თქმით, მაღაროს დასასრული არ აქვს და იქ, სადღაც არსებობს სხვა სიცოცხლე, სადაც დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ. ლეგენდის თანახმად, როდესღაც ამ მაღაროში ჩავიდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც შიგნით ერთი კვირა დაჰყო და როდესაც ამოვიდა, უკვე მოხუცი და სნეული იყო.
ასეთივე სნეული და მოხუცი ამოვიდა ჭიდან ერთი პატარა ბერძნული სოფლის მკვიდრი იოანოს კოლოფიდისი, რომელმაც ჭაში სულ რაღაც ერთი საათი გაატარა. სოფელში თვლიდნენ, რომ ჭას ძირი არ გააჩნია. მისი წყალი ყოველთვის გაყინული იყო. როდესაც ჭის გაწმენდის დრო მოვიდა, ამ სამუშაოს შესრულების სურვილი გამოთქვა იოანოსმა. მან ჩაიცვა სპეციალური ჰიდროკოსტუმი და ჩაეშვა ჭაში. რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში უცნობია, მაგრამ როდესაც მისმა დამხმარეებმა იოანოსი ზედაპირზე ამოიყვანეს, შოკირებულები დარჩნენ - მათ წინ იდგა სრულიად მოხუცი ადამიანი გრძელი წვერით. რამდენიმე წლის შემდეგ იოანოსი გარდაიცვალა. როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო სიბერე...
კიდევ ერთი ასეთი ჭა კალილინგრადის რაიონში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ორმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განიზრახა ჭის ამოთხრა. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე მოესმათ ადამიანების კივილი, რომელიც მიწისქვეშეთიდან მოდიოდა. შეშინებულმა მუშებმა სასწრაფოდ დატოვეს ჭა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს გვერდს უვლის. ვარაუდობენ, რომ ნაცისტები მასობრივ დახვრეტებს სწორედ აქ აწყობდნენ.
ამ დრომდე, თეორია პარალელური სამყაროების არსებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მოდელია და საშუალება ავხსნათ ის, რაც არ ექვემდებარება ახსნას. ზოგიერთი მკვლევარის აზრთ, უფრო დახვეწილი თეორიაა სუპერ სიმი - ანუ დროისა და სივრცის შეკუმშვა. ზომების მიხედვით, კოსმოსური სიმები შეიძლება იყოს გალაქტიკაზე დიდიც კი. იმდენად თხელი, რომ ატომის ზომასაც არ აღემატებოდეს. პრაქტიკული დამტკიცება ამ თეორიამ ვერ მოიპოვა, ამიტომაც ფიზიკოსები ჯერდებიან სამყაროებზე სხვადასხვა თეორიული მოდელის შექმნით.
ამგვარად, თანამედროვე მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია რამე კონკრეტული თქვას, დანამდვილებით ვერცერთ თეორიას ადასტურებს და ვერც უარყოფს.

გიორგი ხუნზახიშვილი
ასტრო-News #3
დეკემბერი, 2013
скачать dle 11.3
ნახვები: 17 937
 

ASTRO TV LIVE