ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ნუმეროლოგია- სახელის ციფრი

ნუმეროლოგია- სახელის ციფრი

ნუმეროლოგია- სახელის ციფრი

სახელს ოდითგანვე ანიჭებდნენ მისტიურ, მაგიურ თვისებებს. მიიჩნევა, რომ მას გააჩნია თავისი გარკვეული ვიბრაციები და დატვირთვა, რომელსაც ადამიანის ბედის განვითარებაში მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის.
ამaს გარდა, ნუმეროლოგიაში არსებობს ცნება - „სახელის ციფრი“, რომლის გამოთვლა შესაძლებელია სახელის ასოების დაჯამებით.
მაგალითი:
სახელი- ნინო
4-9-4-5
ჩვენ უნდა მივიღოთ ერთნიშნა ციფრი (1-9), ამიტომ რიცხვებს ვაჯამებთ იქამდე, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მივიღებთ.
4+9+4+5=22
2+2=4

(ყველაზე გავრცელებული ციფრული შესატყვისი)
ნუმეროლოგია- სახელის ციფრი












განმარტება:
ციფრი- 1
ადამიანს, რომლის სახელის ციფრი არის 1, ახასიათებს თავგადასავლების ჟინი. „ერთიანები“ სულით მეამბოხენი არიან. მათი სიჯიუტე ყოველგვარ საზღვრებს სცდება, მაგრამ ხშირად ზუსტად სიჯიუტე ეხმარება მათ თავიანთი გრანდიოზული იდეების განხორციელებაში. კარგი ლიდერები და ხელმძღვანელები სწორედ ერთიანები არიან.
დადებითი მხარეებია:
პასუხისმგებლობის გრძნობა, სიმამაცე, სიმყარე, თავგანწირვა (მაგრამ სხვებისგანაც იგივეს მოელიან).
უარყოფითი:
ეგოიზმი, თვითგანდიდება, სიამაყე, ამბიციურობა (ზღვარგადასული), იმპულსურობა.
პროფესია: დირექტორი, მმართველი, პოლიტიკოსი.
ციფრი - 2
„ორიანების“ ხედვა და ადამიანებთან დამოკიდებულება შესაშურია!
ისინი კარგი მსმენელები და დამრიგებლები არიან. მათ ყოველთვის შეუძლიათ გაუგონ და მიიღონ სხვა ადამიანი. დიპლომატია და ტაქტი ხშირად ადგებათ ცხოვრებაში, ამიტომაც ისინი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები არიან.
დადებითი მხარეები:
დიპლომატია, სამართლიანობა, იუმორის გრძნობა, სისუფთავე, კარგი ინტუიცია.
უარყოფითი:
ორიანი ხშირად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ. გაუბედავობა, პესიმიზმი, მელანქოლია.
პროფესიები: ადვოკატი, ექიმი, მოსამართლე.
ციფრი - 3
„სამიანების“ ცხოვრების მთავარი მიზანია დაინახონ და სხვას დაანახონ თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება. მათთვის სიხარული თავდადება სხვაზე ზრუნვას მოაქვს. ისინი სულით ხელოვანები არიან და სამყაროსაც როგორც დიდ ნახატს ისე უყურებენ და ცდილობენ მასზე, რაც შეიძლება ლამაზი სურათები დახატონ. თქვენთვის მეგობრობა პირველ ადგილზე დგას, ის ჰაერივით გჭირდებათ. ჰობად გაქვთ ადამიანების დახმარება. თქვენი ტემპერამენტი და ეშხი გარშემომყოფებთ მაგნიტივით იზიდავს. საკუთარ პოზიციას ბოლომდე იცავთ და ცდილობთ ის გაამართლოთ.
დადებითი მხარეები:
მზრუნველები, ოპტიმისტები, გულუხვები, აქტიურები, უყვართ თანასწორობა.
უარყოფითი:
ხშირად მომაბეზრებლები არიან, უყვართ სხვისი განსჯა, იციან ადამიანის ათვალწუნება.
პროფესიები: ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინერები, მოდელები.
ციფრი-4
„ოთხიანები“ არიან კომუნიკაბელურები, ჰყავთ უამრავი მეგობარი, მაგრამ, როგორც წესი, ეს მეგობრობა დიდხანს არ გრძელდება, იმიტომ, რომ ბოლომდე გახსნა უჭირთ. პრობლემას ყოველთვის ობიექტურად და ჯანსაღად უყურებენ. მხოლოდ იმ საქმეს ასრულებენ, რასაც მათთვის სიხარული მოაქვს. მათი განათლება ყველაფერს მოიცავს, მაგრამ ღრმად ცოტა რამ იციან.
დადებითი მხარეები:
კომუნიკაბელურები, ინტელექტუალები, ამბიციურები.
უარყოფითი:
ხშირად ზედმეტს საუბრობენ, აკლიათ სიმყარე, არიან ქარაფშუტები, იმპულსურები.
პროფესია:
ჟურნალისტები, მწერლები, წამყვანები, მსახიობები.
ციფრი-5
„ხუთიანების“ ცხოვრების მთავარი მიზანია გახდნენ მდიდრები, ცნობილები და პატივსაცემნი. მიზანდასახულობის წყალობით დიდ შედეგებს აღწევენ. ისინი პატივს სცემენ კანონს, მათთვის მიუღებელია მისი დარღვევა. თავის ავტორიტეტზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მათთვის სოციალური სტატუსი ბევრს ნიშნავს, ამიტომაც მეგობრები მხოლოდ თავისი წრიდან ჰყავთ. თავისი „წესიერების“ გამო ყველასთან კარგ ურთიერთობას ამყარებენ. ტრადიციების დაცვა მათთვის პირველ ადგილზე დგას.
დადებითი მხარეები:
ზრდილობიანები, ყურადღებიანები, მიზანდასახულები, სამართლიანები.
უარყოფითი:
ამაყები, ზედმეტად „წესიერები“, დეპრესიულები, ჩაკეტილები.
პროფესია: მოსამართლე, ადვოკატი, პოლიციელი. სახელმწიფო თანამდებობები.
ციფრი-6
„ექვსიანები“ ტემპერამენტიანი და მიმზიდველები არიან. მათ შეუძლიათ კარგად გაუგონ ადამიანს და მის მდგომარეობაში შევიდნენ. ჰყავთ ბევრი ერთგული მეგობარი. ისინი ეპატაჟურები და სპონტანურები არიან. მათგან ყველაფერს უნდა ელოდოთ, ყველაფერს! ცხოვრებას ინტუიციით მიჰყვებიან, სწორედ ეს ეხმარება მათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში.
ისინი ძალზედ ერთგულები არიან, ღალატი მათთვის უცხოა.
დადებითი მხარეები:
ერთგულები, მხიარულები, კრეატიულები, გულუხვები.
უარყოფითი:
ეჭვიანები, ზედმეტად თავისუფლები.
პროფესიები:
სტილისტები, ვიზაჟისტები, მხატვრები, დიზაინერები, ყველა ის საქმე რაც კრეატივს გულისხმობს.
ციფრი-7
„შვიდიანები“ ურთიერთობაში დისტანციას იჭერენ, მაგრამ ამავდროულად თავაზიანები არიან. სამსახური მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი პატიოსნად და ყურადღებით ეკიდებიან მას. ამის გამო, ისინი მუდამ აღწევენ კარგ სოციალურ სტატუსს და სამსახურს.
დადებითი მხარეები:
სერიოზულები, თავშეკავებულები, კარიერისტები (კარგი გაგებით), მეოჯახეები.
უარყოფითი:
გულცივები, ჩაკეტილები, შურიანები.
პროფესია:
პოლიტიკოსები, ადმინისტრატორები.
ციფრი-8
„რვიანებს“ ახასიათებთ გაორება, მათში „ინ“-ისა და „იან“-ის პრინციპი დევს. ისინი არიან ან კარგები ან ცუდები, ძალზედ უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა. მათი ცხოვრება არასდროს არ არის მშვიდი და არც ილტვიან ამისკენ. ისინი მაქსიმალისტები არიან, ან ყველაფერი ან არაფერი! სიყვარულიც უცნაური იციან - ერთს ამოიჩემებენ და მორჩა! მათი სტიქიაა ფინანსები, უყვართ ფული, ფულით საზღვრავენ და ფულის კეთებაც იციან.
დადებითი მხარეები:
თავმდაბლები, გულწრფელები, მოაზროვნეები, მაღალი სულიერების ადამიანები.
უარყოფითი:
ბოღმიანები, აგრესიულები, ძუნწები.
პროფესიები:
ბიზნესმენები, საბანკო საქმე, ბუღალტერი, მოლარე.
ციფრი-9
„ცხრიანები“ ცდილობენ სიკეთე მოუტანონ გარშემომყოფებს, გაზარდონ ისინი, როგორც სულიერად ისე ინტელექტუალურად. ისინი ყველას უგებენ და ხვდებიან კიდევაც, თუ ვინ როგორი ადამიანია, რა ამოძრავებს. მიუხედავად მათი ალტრუიზმისა, ისინი თავზე არავის დაისვამენ. ადამიანში სულიერ სილამაზეს აქცევენ ყურადღებას და არა ვიზუალს, პარტნიორსაც ამ კრიტერიუმით არჩევენ. უყვართ ყველაფერში ჩაღრმავება და მისი ფილოსოფიურად გაშიფვრა.
დადებითი მხარეები:
ინტელექტუალები, ალტრუისტები, ტოლერენტულები.
უარყოფითი:
ხშირად იციან კონკრეტული პიროვნების გაღმერთება. არიან ზედმეტად პედანტურები. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ.
პროფესიები:
სულიერი წინამძღვრები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მეხანძრეები.

მოამზადა ნიკა დვალიშვილმა
ასტრო-News #3
დეკემბერი, 2013
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 16560
 

ASTRO TV LIVE