ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ფირუზი

ფირუზი





























ფირუზი - გამართლების და მშვიდობის ქვად ითვლება. ის მშვილდოსნების (დეკემბერი) თილისმაა, ასევე შეესაბამება ქორწინების მე-5 და მე-11 წლისთავს.
ფირუზის მთავარი თვისებაა თავის თავზე აიღოს ყველა მტრული და ნეგატიური დამოკიდებულება, რაც მფლობელის მიმართ არსებობს, თავიდან ააცილოს კონფლიქტი და უსიამოვნება, ყველა სიტუაციაში მშვიდობა და ჰარმონია დაამყაროს. ფირუზის ქვას მოაქვს სიყვარულში ბედნიერება, ოჯახს უნარჩუნებს მშვიდ გარემოს, ახშობს კამათს და აყალმაყალს, იზიდავს ახალ ნაცნობებს და მეგობრებს, ასევე იზრდება მფლობელის მიმართ გარშემომყოფთა სიმპათიები.
მოგზაურებისთვის აუცილებელია ფირუზი თან წაიღონ - ის აცილებს საფრთხეებს, მოგზაურობას კი სასიმოვნოს და მსუბუქს ხდის.
ფირუზი, ბუდისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვა იყო, რადგან სწამდათ, რომ სწორედ ამ ქვის მოქმედებამ შეაძლებინა ბუდას დაემარცხებინა ურჩხული.
აღამოსავლელი ვაჭრები თვლიდნენ, რომ თუ ადამიანი ფირუზის ბეჭედს ატარებს, ის არასოდეს გაღარიბდება.
ასევე, ითვლებოდა, რომ ფირუზი საუკეთესო თილისმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზუსტი მეცნიერებებით არიან დაკავებული, რადგან ის აღვიძებს შემოქმედებით ენერგიას და ინტუიციას.
ფირუზი აჯანსაღებს მთელს ორგანიზმს, აიძულებს მას იმუშაოს როგორც „საათმა“. ამისთვის საჭიროა ატაროთ ის სამაჯურის სახით მარჯვენა ხელზე (უკეთესია ოქროში ჩასმული).
ამასთან ერთად, ფირუზი აუმჯობესებს მხედველობას. ამისათვის კარგი იქნება თუ გაღვიძებისთანავე დატკბებით მისი ცქერით, რადგან აღმოსავლეთში ითვლებოდა, რომ თუ დილას ამ ქვის ცქერით დაიწყებდნენ, მაშინ მთელი დღე ჰარმონიული და შემოქმედებითი იქნებოდა.
ფირუზი სასარგებლოა გულის, ფილტვების, თირკმლების, ფარისებრი ჯირკვლისთვის. ის კურნავს გაციებას, ალერგიას, კანის დაავადებებს (ასევე ხელს უწყობს მის სწრაფ რეგენერაციას). თუ ფირუზს კისერზე დაიკიდებთ, ითვლება, რომ დაგეხმარებათ სისხლდენის შეჩერებაში. ასევე კურნავს კუჭის წყლულს.
ფირუზის ტარებას ურჩევენ მათ, ვინც უძილობით და ცუდი სიზმრებით იტანჯება. ასევე კარგია ბავშვებისთვის საწოლში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ეხება ცისფერ ფირუზს, მწვანე ითვლება „მკვდარ“ ქვად, რადგან ფირუზი თავისი არსებობით გადის ევოლუციის ეტაპებს : დაბადება, ახალგაზრდობა, მოწიფულობა და სიბერე. ასაკთან ერთად, ის იცვლის შეფერილობას ღია-ცისფერიდან მკვეთრ-ცისფრამდე (ხან მომწვანო-მოცისფრო ან მომწვანომდე). მკურნალობისთვის ყველაზე საუკეთესოა ღია-ცისფერი ფირუზი, როცა ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერია.როგორც წესი, მისი გაფერმკრთალება ან გამწვანება მოასწავებს ავადმყოფობის დაწყებას. ეს იმით აიხსენება, რომ ფირუზს არ უყვარს ტემპერატურის და ტენინობის ცვალებადობა (ავადმყოფი ადამიანის სხეული კი ორივეს განიცდის) - სწორედ ამიტომ იწყებს ფირუზი შეფერილობის შეცვლას.
ფირუზი მოქმდებს ყელის ჩაკრაზე (ვიშუდხა).
ენერგეტიკულად: „ინ“ ენერგია (შთანთქავს ენერგიას).
ზოდიაქო : მშვიდოსანი, კურო, მორიელი
სტიქია: მიწა
პლანეტა: იუპიტერი, ვენერა, სატურნი.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 6157
 

ASTRO TV LIVE