Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

უილიამ ლილი(1602-1681წ.წ.)

უილიამ ლილი(1602-1681წ.წ.)
უილიამ ლილი(1602-1681წ.წ.)






წარსულის დიდი ასტროლოგები
უილიამ ლილი(1602-1681წ.წ.)














უდიდესი ინგლისელი ასტროლოგი და ოკულტისტი. ასტროლოგიურ ტრადიციაში მას უკავია არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი, ვიდრე პტოლემეუსს. მან განაზოგადა და გადაამუშავა ასტროლოგიური გამოცდილება, რომელიც მანამდე იყო დაგროვილი, და ამით მისცა დიდი იმპულსი ასტროლოგიური ხელოვნების განვითარებას. მაგრამ, პტოლემეოსისგან განსხვავებით, ის პრაქტიკოსი იყო: მისი რჩევები, რეკომენდაციები, ყველა მისი ნამუშევარი ეძღვნება ასტროლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მის ნამუშევრებში უამრავი კონკრეტული მაგალითია თავისი უდიდესი პრაქტიკიდან.
„ქრისტიანული ასტროლოგია“- უილიამ ლილის ძირითადი, ფუნდამენტური ნაშრომია. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოცდილი ასტროლოგებისთვის, სახელმძღვანელო დამწყები ასტროლოგებისთვის, ამავდროულად ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს მთელ ასტროლოგიურ ტრადიციას. საკმარისია იმის თქმა, რომ წიგნში 871 გვერდია. პირველად ეს ნაშრომი დაიბეჭდა 1647 წ., მეორედ- 1659წ., მესამედ კი- 1985წ. ბევრი წიგნია, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი ცხოვრება აქვს?
თანამედროვე ასტროლოგებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ „ქრისტიანული ასტროლოგიის“ მიმართ. ზოგი აღიქვამს მას როგორც აბსოლუტურ და საბოლოო ჭეშმარიტებას, სხვები- როგორც რაღაც არქაულს. მაგრამ ცხადია ის, ვინც აღიქვამს ასტროლოგიას როგორც მრავალსაუკუნეობრივ ტრადიციას, რომელიც თავის აღმაფრენით აერთიანებს მკვლევარების და პრაქტიკოსების ბევრ თაობებს (რა თქმა უნდა იმაზე არ ვსაუბრობ ვინც ხალხის გასართობად იყენებს ასტროლოგიას), არ შეიძლება არ იცოდეს ეს ნაშრომი.
თავის ნაშრომში „მონარქია თუ არა მონარქია“, რომელიც 1652წ. გამოიცა, ლილი ზუსტად ასახელებდა 1665-66 წ.წ.,როცა ლონდონში მოხდებოდა დიდი ხანძრები და შავი ჭირის ეპიდემია. მის პროგნოზს არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ როდესაც სინამდვილეში ასე მოხდა, ლილი გამოიძახეს პარლამენტში და ბრალი დასდეს სატანის ხელშეწყობაში და ქალაქის გადაწვაში. დიდი ძალისხმევით დაარწმუნა ლილიმ სპეციალური საპარლამენტო კომიტეტი, რომ ხანძრის გაჩენა და შავი ჭირის ეპიდემია მისი ბრალი არ იყო.
როცა ლილიზე საუბრობ, არ შეიძლება არ გაიხსენო მაგალითი, რომელიც „ქრისტიანულ ასტროლოგიაში“ აქვს აღწერილი. ლილიმ იყიდა თევზი, რომელიც მასთან სახლში უნდა მიეტანათ. მაგრამ თევზი არ მიიტანეს. მაშინ ლილიმ ააგო ქორარული რუქა, რომლის მეშვეობით გამოიცნო ვისთან და რა მდგომარეობაში იყო თევზი. მოწმედ დაუძახა ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელს და მღვდელს. და იპოვა ქურდის სახლში თავისი თევზი.


ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3
ნახვები: 4 188
 

ASTRO TV LIVE