Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ალ-ბირუნი (X-XI)

ალ-ბირუნი (X-XI)
ალ-ბირუნი (X-XI)






წარსულის დიდი ასტროლოგები
ალ-ბირუნი (X-XI)















უამრავი კაპიტალური ნაშრომის ავტორი: ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფილოლოგიაში, ასტრონომიაში, მათემატიკაში, მინეროლოგიაში, ფარმაკოლოგიაში, გეოლოგიაში და სხვა. ამბობენ, რომ მისი ნაშრომების ჩამონათვალი, რომელიც შეადგინეს მისმა მოწაფეებმა, იკავებს 60 წვრილად ხელნაწერ გვერდს.

ძირითადი (40-ზე მეტი) ნამუშევრები მათემატიკაში და ასტრონომიაშია, ვინაიდან ამ ორ მეცნიერებას ჰქონდა ხორეზმის სამეურნეო ცხოვრებაში პრაქტიკული მნიშვნელობა- სარწყავი მიწათმოქმედებისთვის და სავაჭრო მოგზაურობებისთვის. ასტრონომიის უმთავრესი ამოცანა იყო კალენდარის და ციური მნათობების მიხედვით დედამიწაზე ორიენტაციის მეთოდების გაუმჯობესება. აუცილებელი იყო მზის, მთვარის მდებარეობის ცოდნა, და ასევე რაც შეიძლება დიდი სიზუსტით ასტრონომიული მუდმივების გაზომვა- ეკლიპტიკის ეკვატორთან დახრა, მზის და ვარსკვლავური წლის გაზომვა.

ბირუნიმ ზოგად ასტრონომიაში განავითარა ძველი ბერძნული და ინდური ფილოსოფოსების სწავლება: ის ამტკიცებდა, რომ მზეს და ვარსკვლავებს, განსხვავებით პლანეტებისგან, აქვთ ერთი ცეცხლოვანი ბუნება, ვარსკვლავები მოძრავი ობიექტები არიან და მათ, დედამიწასთან შედარებით, უზარმაზარი ზომა აქვთ; მიზიდულობის იდეა ეკუთვნის ბირუნის. მან, დედამიწის მრგვალი ფორმიდან გამომდინარე, თითქმის ზუსტად განსაზღვრა დედამიწის რადიუსი (6000კმ.-ზე მეტი). ბირუნიმ გამოთქვა საფუძვლიანი ეჭვი პტოლემეოსის სამყაროს გეოცენტრული სისტემის მიმართ.

მისი ტრაქტატი "ვარსკვლავთა შესახებ მეცნიერების საწყისთა შეგონების წიგნი“ ფაქტიურად ასტროლოგიის სახელმძღვანელოა დამწყებთათვის.
ბირუნის ასტროლოგიურ ხელოვნებაზე უკვე მის სიცოცხლეში დადიოდა ლეგენდები.
ერთი ასეთი ლეგენდის თანახმად, სულთან მახმუდ გაზნევიმ გადაწყვიტა შეემოწმებინა ბირუნის ხელოვნება. მან უბრძანა ბირუნის, რომ გამოეცნო ოთხი კარიდან რომელში გავა სულთანი. ბირუნიმ მოითხოვა ასტროლიაბია, გამოთვალა მზის სიმაღლე, დახაზა ჰოროსკოპი და სულთანის თვალწინ დადო ნოხის ქვეშ.

სულთანმა იქვე უბრძანა მსახურებს დასავლეთ კედელში გაეჭრათ მეხუთე კარი. როცა სულთანი დაბრუნდა, მან წაიკითხა: „არ გავა არც ერთ კარში. დასავლეთ კედელში გაჭრიან კიდევ ერთ კარს და ის ამ კარში გავა“. შერცხვენილმა სულთანმა უბრძანა მსახურებს გადაეგდოთ ბირუნი ფანჯრიდან. მაგრამ შუა სართულის სიმაღლეზე იყო დაჭიმული ტენტი, რომელმაც გადაარჩინა ბირუნი. როცა ბირუნი ისევ მოიყვანეს სულთანთან, სულთანმა ჰკითხა : ეს მოგზაურობაც გაითვალისწინე? . ბირუნიმ მოატანინა თავისი ჰოროსკოპი, რომელშიც ამ დღეზე იყო ნათქვამი: „მე ჩამომაგდებენ მაღალი ადგილიდან, მაგრამ მე დაზიანების გარეშე მივაღწევ მიწას და ავდგები ფეხზე“. გაბრაზებულმა მახმუდმა უბრძანა ჩაესვათ ბირუნი ციხეში, სადაც ნახევარი წელი გაატარა.


ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3
ნახვები: 3 662
 

ASTRO TV LIVE