Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)

კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)

კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)
კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)






წარსულის დიდი ასტროლოგები
კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)















ცხოვრობდა ალექსანდრიაში 150 წ.ქრ.შ. მის ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, მაგრამ მან სიკვდილის შემდეგ მოიპოვა დიდება: მისი თითქმის ყველა ასტროლოგიური ნაშრომი გადარჩა და შთამომავლობამ, მათ შორის თანამედროვე ასტროლოგებმა, მაღალი შეფასება მისცეს.

ეს იყო უდიდესი, მრავალმხრივ განვითარებული მეცნიერი და გავლენა მოახდინა მეცნიერების ბევრი სფეროს განვითარებაზე. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია:

ასტრონომია
„ალმაგესტი“- ძველი ასტრონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. მის მიერ იყო აღწერილი სამყაროს გეოცენტრული მოდელი, ასევე მზის, მთვარის და სხვა პლანეტების მოძრაობა დედამიწის გარშემო. ასევე ეს ნაშრომი შეიცავს ვარსკვლავების კატალოგს, განლაგებულს ლოგარითმული სკალით სიკაშკაშის მიხედვით. ამ ნამუშევრის 13 ტომი იყო გამოქვეყნებული:
გეოგრაფია
დიდ ნაშრომში „გეოგრაფია“, პტოლემეოსმა აღწერა მსოფლიო გეოგრაფია. ამ წიგნში მოყვანილია 8000 დასახლებული პუნქტის გრძედი და განედი. წიგნი ილუსტრირებულია 27 რუქით: ერთი საერთო და 26 რეგიონულით;

ოპტიკა
ტრაქტატში „ოპტიკა“ მან ექსპერიმენტალურად გამოიკვლია შუქის გარდატეხა ჰაერი-წყლის და ჰაერი-მინის საზღვარზე და შემოგვთავაზა გარდატეხის საკუთარი კანონი (რომელიც მხოლოდ მცირე კუთხეებისთვის სრულდება). მიუთითა ასტრონომიული დაკვირვებების დროს რეფრაქციის გავლენაზე. პირველად სწორად ახსნა მზის და მთვარის მოჩვენებითი გადიდება ჰორიზონტზე, როგორც იფსიქოლოგიურუ ეფექტი;

ასტროლოგია
პტოლემეოსი იყო „ტეტრაბიბლოსის“ , პირველი სრული ასტროლოგიური სახელმძღვანელოს ავტორი. „ტეტრაბიბლოსში“ მან სცადა მიეცა ასტროლოგიური პრინციპების სრული ახსნა იმ ეპოქის მეცნიერების კონტექსტში.
„ტეტრაბიბლოსი“- ასტროლოგიური სწავლება სისტემურად იყო გადმოცემული. პირველ ორ წიგნში გარჩეულია ციური მნათობების გავლენა კაცობრიობაზე, სახელმწიფოზე და ზოგადად ბუნებაზე.

მესამე და მეოთხე წიგნში განხილულია ცალკეული, კონკრეტული ადამიანის ბედის დამოკიდებულება ციური მნათობების ურთიერთგანლაგებაზე დაბადების მომენტში და მის მერე.

პტოლემეოსი აღნიშნავს, რომ ჰოროსკოპის შესადგენად აუცილებელია ვიცოდეთ დაბადების დრო სიზუსტით წუთამდე. მაგრამ, განიცდის რომ იძულებულია მიმართოს მზის ან წყლის საათებს, რომლებსაც არ გააჩნია სათანადო სიზუსტე.
ამ წიგნის შექმნის დროს პტოლემეოსმა გამოიყენა უამრავი წყარო, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა, მის ხელთ ხომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იყო.

პტოლემეოსმა კრიტიკულად გაანალიზა ძველი გამოცდილება, გაწმინდა ის თქმულებებისგან და, ფაქტობრივად, თავიდან დაამუშავა ასტროლოგიის რამდენიმე, ისეთი, როგორიც არის თავსებადობა და ეფემერიდების მრავალფაქტობრივი გათვლა. პტოლემეოსის ეფემერიდებით შესაძლებელია დღესაც ვისარგებლოთ: ცდომილება მთვარის მოძრაობაში არ აღემატება 7-8 გრადუსს.

პტოლემეოსმა დააფუძნა მეცნიერული ასტროლოგია - ნატურალური ასრტროლოგიიდან, რომელიც ბუნებრივ რითმებს სწავლობს, მუნდანურამდე (პოლიტიკური), რომელის სახელმწიფოების განვითარებას სწავლობს.

ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3
ნახვები: 5 111
 
>

ASTRO TV LIVE