ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

კვადრანტები

კვადრანტები

განვიხილოთ ზოდიაქოს წრის კიდევ ერთი დაყოფა. ეს დაყოფა ეყრდნობა დედამიწის ეკვატორისა და ეკლიპტიკის სიბრტყეების ურთიერთდახრილობას. გადაკვეთის წერტილები - ბუნიობის წერტილებია, უდიდესი და უმცირესი დაშორებისა - ნაბუნიობის. ზოდიაქოს წრეში არის ოთხი განსაკუთრებული წერტილი - გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა და ზაფხულისა და ზამთრის ნაბუნიობის წერტილები.

ამ წერტილებზე გამავალი ღერძები ყოფს ზოდიაქოს წრეს 4 ნაწილად, რომლებსაც კვადრანტები ეწოდებათ. კვადრანტი სიმბოლურად შეესაბამება წელიწადის დროს: გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას ან ზამთარს. ყოველი კვადანტი იწყება კარდინალური ნიშნით: ვერძით, კირჩხიბით, სასწორითა და თხისრქით. ესაა ასრტროლოგიური სეზონების დაწყება. ცხადია, ეს სეზონები არ ემთხვევა კალენდარულ სეზონებს (კალენდარული ცვლილებების გამო).
თითოეულ კვადრანტში სამი ნიშანია - კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური, რომლებიც გვიჩვენებენ სეზონის შიგნით განვითარების დინამიკას. თუმცა, თვითონ კვადანტები ერთმანეთისგან განსხვავდება - ეს არის ოთხი თანამიმდევრული ამოცანა, სადაც, ერთი გამომდინარეობს მეორედან, მაგრამ ამასთანავე დამოუკიდებელია.
შევადაროთ კვადრანტები რეალურ სეზონებს.
კვადრანტები
პირველი კვადრანტი იწყება ვერძიდან და სიმბოლურად შეესაბამება გაზაფხულს - ბუნება თავისუფლდება ზამთრის ძილისგან, ცოცხალი სამყარო იღვიძებს სასიყვარულო თამაშებისთვის - იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ციკლი, იბადება ახალი ენერგია.
ამ კვადრანტის ამოცანაა - შემოქმედების ციკლის დასაწყისი (არა მარტო ბუნებაში). ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა საკუთარი თავის დამკვიდრება, საკუთარი სივრცის მოპოვება - ეს კარდინალური ნიშნის - ვერძის ამოცანაა. მცენარეთა სამყაროში ვერძს შეესაბამება თესლის გაღვივება.
კუროში მიმდინარეობს ენერგიის კონცეტრაცია. გაზაფხულის პირველი ბიძგის შედეგ თესლი უშვებს ფესვებს, კვირტი იწყებს გაფურჩქვნას. სასიცოცხლო ძალები პოულობენ საკუთრ ფორმებს, რათა ამ ფორმაში გააძლიერონ სისიცოცხლო ენერგია, გაამყარონ ახალი ფორმის შექმნა. მას მერე, რაც ვერძმა მოიპოვა საკუთარი სივრცე, კურომ აწყობს ამ სივრცეს (სახლს).
მას შემდეგ, რაც კომფორტი მიღწეულია, საჭიროა ნახვა, როგორ მოეწყვნენ სხვები - ეს მუტაბელური ტყუპების ამოცანაა. აუცილებელია იცოდე ვინ არის და როგორ ცხოვრობს მეზობელი. ეს შემდეგი კვადრანტის ამოცანის შესრულებისთვისაა საჭირო. ბუნებაში: მცენარე გამოდის გარეთ, მზის სინათლეზე. საკუთარი სივრციდან (სახლიდან) გასვლა არის სიმბოლო, რომლითაც ხასიათდება ტყუპების შესაბამისი განვითარების ფაზა.
პირველი კვანდრანტი იანური ენერგეტიკის მატარებელია. კოსმოგრამის (არა ჰოროსკოპის) ელემენტების კონცენტრაცია პირველ კვადრანტში, მიუთითებს სამყაროს ინტუიტიურ აღქმაზე.

მეორე კვადრანტი ზაფხულის ნაყოფიერებას შეესაბამება და წყლის სტიქიით - კირჩხიბით იწყება. კირჩხიბი ხსნის საკვებისა მონელების და შეთვისების ფაზას - სადღაც მიწაში მწიფდება ნაყოფი. ყვავილობისა და ცხოველების დაწვილების პერიოდს მოსდევს მწიფობის სეზონი. მეორე კვადრანტის ამოცნაა - იმ პრინციპის (იდეის) განვითარება, რომელიც პირველ კვადრანტში იქნა ჩადებული. ეს საჭიროებს კვებას, ბევრ მასალას. ბუნებას ესაჭიროება ზაფხულის მზე და წყალი, ცხოველებს - უხვი მცენარეულობა. ამ ამოცანას კარდინალური კირჩხიბი წყვეტს - ის თავისი პატარა სამყაროსათვის (ოჯახი, კოლექტივი) მოიპოვებს საკვებს და იცავს ამ სამყაროს უცხოთა შემოჭრისაგან.
ფიქსირებულ ლომს უკვე საკმაო მასალა (საკვები) გააჩნია. ის ამ მასალიდან ქმნის ახალ რეალობას: მწიფდება ნაყოფი, ცხოველები ზრდიან ლეკვებს, რომელებიც ცხოვრებას თამაშითა და უფროსების წაბაძვით სწავლობენ. თუკი კირჩხიბი არის დამწიფება, ლომი - მზის ენერგიისა და სინათლის უმაღლესი გამოვლინება, აპოთეოზია.
მუტაბელური ქალწული აჯამებს და ამყარებს შედეგებს: იწყება მზადება ახალი სიცოცხლის დამოუკიდებელი არსებობისათვის - უკვე გაზდილი ლეკვები აქ უკვე რეალურად სწავლობენ საკვების დამოუკიდებელ მოპოვებას.
მეორე კვადრანტს ინური ენერგეტიკა აქვს. კოსმოგრამაში ელემენტებით დატვირთული მეორე კვადრანტი სამყაროს ემოციურ აღქმასთანაა დაკავშირებული.
მესამე კვადრანდი ჰაერის სტიქიით, სასწორით იწყება. იგი სიმბოლიზირებს შემოდგომას: ბუნების ჭკნობასა და ცივი ზამთრისთვის მზადებას. ახალი სიცოცხლე მზად არის დამოუკიდებელი არსებობისთვის. ნაყოფი წყდება ხეს, ლეკვები იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მესამე კვადრანტი არის უკვე დამუშავებული, ჩამოყალიბებული პრინციპის (იდეის) გასვლა გარე სამყაროში, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება.
გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების ამოცანის გადაწყვეტას იწყებს კარდინალური სასწორი.
ფიქსირებული ღრიანკალი გარე სამყაროსთან ურთიერთობის პირველ გამოცდილებაზე დაყრდნობით წყვეტს რთულ ამოცას: შევიდეს ურთიერთქმადებაში ისე, რომ არ დაკარგოს, შეინარჩუნოს საკუთარი მეობა (ინდივიდუალურობა). ბუნებაში ღრიანკალი - ხრწნის პერიოდია. ეს გახრწნა მომავალი მოსავლის საფუძველია.
როდესაც გარე სამყაროში დამკვიდრება დასრულებულია, საჭიროა ზრუნვა საკუთარ მომავალ განვითარებაზე: ახალი იდეა, ახალი ჩანაფიქრი, რომელის რეალიზაცია დაიწყება ახალი ციკლის დადგომის შემდეგ - ვერძიდან. ესაა მშვილდოსანის ამოცანა .

მესამე კვადრანტი ატარებს იანურ ენერგეტიკას და დაკავშირებულია სამყაროს სოციალურ აღქმასთან.
მეოთხე კვადრანტის ამოცანაა საფუძვლის ჩაყრა ახალი სიცოცხლისათვის (ციკლისათვის), რომელიც მომავალ პირველ კვადრანტში უნდა დაიბადოს. იგი სიმბოლურად შეესაბამება ცივ ზამთარს, როდესაც ბუნებას თითქოს კვდება. მაგრამ სიცოცხლე არასოდეს ჩერდება, უბრალოდ სასიცოცხლო პროცესები ამ კვადრანტში სიღმეშია დამალული. ამ კვადრანტის ნიშნები გამოიყურებიან პასიურად, თავისივე ჯვრების სხვა ნიშნებთან შედარებით. მათი როლი არ არის მოვლენათა განვითარება, მათი როლი ახალი მოვლენების მომზადებაა. ამის გამო ამ კვადრანტის ნიშნებისთვის დამახასიათებელია ნელი, დაფიქრებული მოქმედება.

მეოთხე კვადრანტი იწყება კარდინალური თხისრქით. მან უნდა გაამაგროს მშვილდოსანში ჩადებული ახალი სიცოცხლის (პროექტის, ჩანაფიქრის) პრინციპი, უნდა იპოვოს გზები და საშუალებები ამ პრინციპის განსახორციელებლად. კარდინალურ თხისრქას ახასიათებს მცდელობა, მაგრამ მის მცდელობას უფრო ესპერიმენტალური ხასიათი აქვს, ვინაიდან ნამდვილი რეალიზაციის დრო ჯერ არ დამდგარა. ამასთან, თხისრქა ზამთრის მძიმე პირობებში იმყოფება და ეკონომოურად უნდა მიუდგეს საკუთარ რესურსებს.
ფიქსირებული მერწყული თხისრქის ფაზისას მოპოვებული იდეების განვითარებით არის დაკავებული. ეს არის დაფიქრების, მომზადების, პრობლემებისა და წინააღმდეგობების წინასწარ განჭვრეტის ფაზა.
მუტაბელური თევზები ადარებენ და უსადაგებენ რეალიზაციის მიღებულ გეგმას გარემოს, ფრთილად აკვირდებიან გარემოს რეაქციას ახალ ჩანაფიქრზე და აკორექტირებენ წრვილმანებს.
ახლა სიცოცხლის ახალი ფორმა მთლიანადაა მზად რეალიზაციისათვის - წრე ჩაიკეტა.
ბუნებაში ეს ერთდროულად ზამთრის ბოლოც არის და წლიური ციკლის დასასრულიც. ძალიან ცვალებადი პერიოდია - ვერ გაიგებ ზამთარია თუ გაზაფხული, სად არის დასარული და სად საწყისი.
მეოთხე კვადრანტი ინური ენერგიისაა. ელემენტების სიჭარბე ამ კვადრანტში მიგვითითებს მენტალურ აღქმაზე.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 6342
 

ASTRO TV LIVE