ასტროლოგია / ეზოთერიკა / მერწყული

მერწყულის ერა

ეპოქაში, როცა ყალიბდებოდა ზოდიაქოს კონცეფცია, მისი ათვლის წერტილი იყო მიბმული ვარსკვლავთან, თუმცა, საერთო აზრი თუ რომელთან, არ არსების.

მეორე ვერსიის მიხედვით ზოდიაქო გაზაფხულის ბუნიობის წერტილითან აითვლება, რომელიც ეკლიპტიკისა და ცის ეკვატორის გადაკვეთაზე მდებარეობს. ეს წერტილი მოხერხებულია ათვლის დასაწყებად: მისი მოძებნა ცაზე ადვილია. თანაც, ეპოქაში, როცა ყალიბდებოდა ზოდიაქოს კონცეფცია, გაზაფხულის ბუნიობის წერტილი მეტ–ნაკლებად ემთხვევოდა ზოდიაქოს სხვა ათვლის წერტილებს. თუმცა, მას ერთი „ნაკლი“ აქვს: ვარსკვლავურ ცასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. ის არის დედამიწისა და მზის ურთიერთობის წერტილი, ანუ დაკავშირებულია ლოკალურ კოსმოსთან.

ასე გაჩნდა ორი ზოდიაქო: ერთი, რომლის ათვლის წერტილი დაკავშირებულია ვარსკვლავურ ცასთან, სიდერული, ან ვარსკვლავური და, მეორე, რომლის ათვლის წერტილი გაზაფხულის ბუნიობის წერტილია – ტროპიკული. ორი ათასი წლის წინ ტროპიკული და სიდერული ზოდიაქოები თითქმის ემთხვეოდნენ ერთმანეთს. მაგრამ მერე, პრეცესიის გამო, ტროპიკული გადაინაცვლა სიდერიულის მიმართ 200–ზე მეტად და აგრძელებს ამ მოძრაობას.

ამჟამად აღმოსავლური ასტროლოგია თითქმის ყოველთვის იყენებს ტროპიკულ ზოდიაქოს. ინდური ასტროლოგია– სიდერულს, თუმცა ტროპიკულსაც ხშირად მიმართავს. სიდერილი ჰოროსკოპი უფრო დაკავშირებულია პოტენციების მსოფლიო ველთან – ვარსკვლავურ ცასთან, და დასკვნები, რომელიც კეთდება მისი საშუალებით ატარებს უფრო მასშტაბურ და სიღმისეულ ხასიათს. ტროპიკული კი ჩვენთან უფრო ახლოა, ის მზის სისტემის პოტენციას გამოხატავს და პრაქტიკული მუშაობისთვის უფრო აქტუალურია.

იმ ფაქტმა, რომ ტროპიკული ზოდიაქო ნელ–ნელა მოძრაობს სიდერიულის მიმართ, დაუდო საფუძველი ძალიან სიღმისეულ და საინტერესო – ზოდიაქალური ეპოქების ასტროლოგიურ კონცეფციას. ამ ეპოქებს გადის კაცობრიობა თავისი განვითარების გზაზე. სხვათა შორის, ამ კონცეფციის თვით არსებობაც კი უკვე ადასტურებს, რომ ზოდიაქოს ორივე ვერსია აქტუალურია.

დაახლოებით 2000 წლის წინ ტროპიკული ზოდიაქოს ათვლის წერტილი ემთხვეოდა სიდერულს. ათვლის წერტილად ვიღებთ ვერძის 00. შემდგ, პრეცესიის გამო, ტროპიკული ზოდიაქოს ამ წერტილმა დაიწყო ნელ–ნელა გადააგილება თევზებისაკენ და კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო თევზების ეპოქა.

აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო! ზუსტად 2000 წლის წინ გაჩნდა ქრისტიანობა, და
ამ რელიგიის სული, მისი წმინდა ტექსტების სიმბოლიზმი ძალიან, ძალიან შესამჩნევადაა დაკავშირებული თევზების სიმბოლიზმთან.

ამავდროულად, როგორც საწინააღმდეგო პოლუსი, გასული საუკუნეები ხასიათდებოდა ადამიანის უფრო და უფრო ღრმა შეღწევით მატერიალური სამყაროს წვრილმანებში, ინდუსტრიის განვითარებით, მასიური წარმოებით. აქ ისმის ქალწულის, თევზების ოპოზიციის, თემა.

მე–20 საუკუნე უკანასკნელი იყო თევზების საუკუნეებიდან, და ამიტომ ასტროლოგებმა, და საერთოდ ყველამ ვინც გახსნილია ახლისათვის, უჩვეულოსათვის– ყველამ გამოაცხადა მერწყულის ეპოქის დადგომა. ის კი მოვა მაშინ, როცა ტროპიკული ზოდიაქოს ათვლის წერტილი დატოვაბს თევზებს და გადავა მერწყულში. მაგრამ როდის იქნება ეს?

ამასთან დაკავშირებით საერთო აზრი არ არსებობს. მე პირადად ვეთანხმები კარლ გუსტავ იუნგს, რომელიც თვლის, რომ მერწყულის ეპოქის დადგომა შეესაბამება 1997–2200წწ. პერიოდს. ამიტომ, ჩემის აზრით, უკვე იწყება.

ვინაიდან თევზების ეპოქა დაკავშირებული იყო ქრისტიანული რელიგიის გავრცელებასთან, ზოგიერთი ინერციით თვლის, რომ მერწყულის ეპოქაში უნდა გაჩნდეს რაღაც ახალი რელიგია, რომელიც იქნება დაფუძნებული საყოველთაო ძმობის იდეაზე და სამყარის გლობალურ ხედვაზე. თითქოს და მან უნდა შეცვალოს ტრადიციული რელიგიები, რომლებმაც, როგორც კაცობრიობის სულიერმა წინამძღვრებმა თითქოსდა ამოწურეს საკუთარი თავი. საუბრობენ ასევე „რელიგიაზე, რომელიც გონებას ეყრდნობა“. ცოტა არ იყოს უცნაურია – ცნობილია, რომ ყველა რელიგიის საფუძველი არის რწმენა, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით (გონება რა შუაშია!?).

მაგრამ საინტერესოა რა ასეთ იდუმალ რელიგიაზე გვესაუბრებიან? მეოცე საუკუნის და ოცდამეერთე საუკუნის მიჯვნაზე დაიბადა უამრავი „ახალი ტიპის“ სწავლება, მაგრამ ვერც ერთი ვერ გახდა გლობალური, ვერც კი გავრცელდა.

ჩავიხედოთ სიტყვა რელიგიის ეტიმოლოგიაში. ის მოდის ლათინური სიტყვიდან RELIGIO, რომელიც შესაძლებელია გაგებულ იქნას, როგორც re-ligio, კავშირების აღდგენა. სხვა სიტყვებით, რელიგია არის კაცობრიობის გამაერთანებელი ფაქტორი.
თევზების ეპოქის დროს ასეთი გამაერთიანებელი ფაქტორი იყო ღმერთის რწმენა.

რა შეიძლება გახდეს ადამიანების გამაერთიანებელი მერწყულის ეპოქაში, რომლის ატრიბუტებია: ცოდნა, ინფორმაცია, ახალი ტექნოლოგიები? ჩემის აზრით, მერწყულის ეპოქის მოსვლის პირველი ნიშანი – ეს არის გაჩენა და ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოსვლა ასეთი ფანტასტიური ფენომენის, როგორიც არის ინტერნეტი. რაშია მისი ფანტასტიურობა? ვიღაცამ მომიყვა შემთხვვა ორ ბავშვზე, რომლებიც ინტერნეტ კაფეში იჯდნენ გვერდიგვერდ და ერთმანეთს ჩატში ესაუბრებოდნენ. მეორე მოვლენა – ვზივარ სახლში და კონსულტაციას ვატარებ ამერიკაში მყოფ ადამიანთან. არაფერს ვამბობ ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეზე.

მაგრამ, მათ ვინც მერწყულის ეპოქისგან საყოველთაო ძმობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას ელოდება, გულის გაცრუება ელოდბა. მერწყული მართლაცაა დაკავშირებული გლობალურ მოვლენებთან, მაგრამ ოპოზიციურ ნიშანთან ერთად მას შეუძლია წინ წამოწიოს გლობალური ხელისუფლების თემა და გააჩინოს ისეთი დიქტატურები, რომ ჰიტლერის და სტალინის რეჟიმები საბავშვო თამაშად მოგვეჩვენოს. საუბედუროდ, ეპოქიდან ეპოქამდე ადამიანი არ ხდება უკეთესი, იცვლება მხოლოდ მისი საცხოვრებელი პირობები.

მინდა ცნობილი ასტროლოგის რობერტ ზოლერის აზრი მოვიყვანო. ის თვლის, რომ მერწყულის ეპოქა შემოვა 2160 წ. ხოლო თევზების ერას კაცობრიობა გაიხსენებს, როგორც თავისი არსით მავნე და სულიერების დამანგრეველი სიცოხლის ბუნებისგან უშფოთველი ამოსუნთქვის პერიოდს.

თუკი თევზების ეპოქაში ადამიანებს აწვდიდენ რელიგიურ ფასეულობებს (თევზები), მაგრამ უმთავრესი მიზანი იყო მატერიალური გამდიდრება (ქალწული), მერწყულის ეპოქაში ადამიანებს ჩააგონებენ, რომ არსებობს სიტყვის, ცოდნის თავისუფლება, დემოკრატია, მთავარი მიზანი კი იქნება აბსოლუტური ხელისუფლება (ლომი). ხოლო ცოდნის ძირითადი გამოყენება სწორედ ამ ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მათ შორის შეიარაღებულ ბრძოლაც იქნება (პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ: აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული. ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით ფეხქვეშაა გათელილი ტრადიციული საერთაშორისო სამართალი, მოშლილია სახელმწიფოები, იტანჯებიან ადამიანები. რისთვის? ტოტალური ხელისუფლებისათვის).

ზოლერი თვლის, რომ მერწყულის ეპოქის მთავარი საშიშროება – ცოდნისა და მეცნიერული მიღწევების ბოროტად გამოყენებაა.


ლია ბარათაშვილი
ასტო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

„მე ვუსმენ ხალხურს" 05.05.2014

...

GD პედია - ენერგია (06.02.16)