Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგია და მართმადიდებლობა

ასტროლოგია და მართმადიდებლობა

სტატია დამთავრებული მქონდა, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი აზრი ამ თემაზე შესაძლებელია სუბიექტურად ჩაითვალოს. და ამიტომ გადავწყვიტე მოვიყვანო უდიდესი ადამიანის, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზის, მქადაგებლის, ღვთისმეტყველების, ქრისტიანობის და სხვა რელიგიების ისტორიის, ქრისტიანული სწავლების საფუძვლების და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების წიგნების ავტორის, ალექსანდრე მენის ინტერვიუს ნაწილი.
ამ ადამიანზე უკეთესად მე ვერ ვიტყვი.
ასტროლოგია და მართმადიდებლობა
კითხვა: რა არის ბედისწერა?
პასუხი: გენეტიკა– ჩვენი ბედისწერაა. ჩვენ მშობლებისაგან მიიღეთ შავი თვალები– ეს ბედისწერაა, თქვენ ვერ შეცვლით ამას. ემბრიონიდან ვითარდება კაცი თუ ქალი, განვითარდა კაცი– ესეც ბედისწერაა. არის უამრავი ფაქტორი, რომლიც გავლენაც ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და წარმოადგენს იმას, რასაც ბედისწერას ვეძახით.

მაგრამ ბედისწერა არ არის მკვეთრი აუცილებლობა, დეტერმინირებულობა. პირიქით, სული მას უპირისპირდება. ჩვენთვის ცნობილია ბევრი წმინდანი ადამიანი, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო ნაღვლიანი, გულფიცხი, ღვარძლიანი. ეს იყო მათი ბედისწერა, გამომდინარე მემკვიდრეობიდან, ტემპერამენტიდან, კონსტიტუციიდან, ხასიათიდან და იმ ავადმყოფობებიდან, რომლებიც მათ გააჩნდათ.

იყო ერთი წმინდანი, რომელსაც აწუხებდა ღვიძლის და თირკმელების დაავადება. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ძალზე ღვარძლიანები არიან. ის ცხოვრობდა ძალიან მძიმე დროს: საზოგადოებრივი კრიზისები, გადატრიალებები, კონფლიქტები და ომები. მაგრამ შეინარჩუნა აღუშფოთებელი სიმშვიდე და დაუპირისპირდა ბედს. მან ის დაამარცხა.

ქრისტიანი ამარცხებს ბედისწერას, მაგრამ არა აბსოლუტურად: ის არ იცვლის თვალების ფერს, არ იცვლის ტემპერამენტს, მაგრამ მიმართავს ყველაფერს იმაზე, რაც უმთავრესია, მათ შორის კოსმიურ გავლენასაც.

კოსმიური გავლენები, რომლითაც დაკავებულია ასტროლოგია,როგორც ყველა სხვა გავლენა, არ არის აბსოლუტური. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ დაბადების მომენტში, როდესაც ადამიანი გარემოს გავლენისაგან განსაკუთრებულად დაუცველია, რაღაც ძალები, პროცესები და მატერიალური ნაკადები მოქმედებს მასზე. ადამიანი გამოდის გარეთ დედის საშოდან და ეს ყველაქფერი მას ატყდება თავს.

მაგრამ ატყდება არა შემთხვევით. კერძოდ, ამის ეკრანიზაციას ახდენენ ჩვენი მზის სისტემის პლანეტები. მათი სხვადასხვა კონფიგურაცა ყოველთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის ეკრანიზაციას, და აქედან, მნიშვნელობა აქვს იმას, როდის დაიბადა ადამიანი, რომელ ასტრონომიულ პერიოდში. მართალია, ამის გამოსათვლელად საჭიროა რთული გათვლები, და არა ის, რაც მოცემულია პოპულარულ ჟურნალებში. იქ ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებულია და მიმართულია გართობაზე.

ნამდვილი მეცნიერულ-ასტროლოგიური გათვლა გაცილებით უფრო რთულია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ბედისწერა არ არის. კეთილი უნდა აღიქვა და განავითარო, ნეგატიური– უნდა გადალახო. ასე რომ, ბედისწერა– ჩვენი პატრონი არ არის, ეს მხოლოდ ჩვენი გამოსასვლელი პოზიციაა, და როგორ განვითარდება– დამოკიდებულია ჩვენს სულიერ განვითარებაზე, კეთილ ნებაზე, რწმენაზე, იმედზე და სიყვარულზე.

კითხვა: რა დამოკიდებულება აქვს მართმადიდებლურ ეკლესიას ასტროლოგიისადმი?

პასუხი: მე შემეძლო ერთი სიტყვით მეპასუხა, მაგრამ არ მინდა. მე შემეძლო მეპასუხა: არც როგორი. მართმადიდებლურ ეკლესიას არ გააჩნია დირექტივების ენციკლოპედია, სადაც შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იყოს, რომელსაც გადაშლით ასო „ა“–ზე და ეწერება:“დაუშვებელია“. ასეთი რამე არ არსებობს.

ასტროლოგია დასაშვებია, თუ მას არ ექნება პრეტენძია ექზარც–რელიგიაზე, რაც ჩვენთან ხშირად ხდება. რაში მდგომარეობს ასტროლოგიის მეცნიერული ბირთვი? ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტარული კონფიგურაციები ახდენენ ამა თუ იმ ფიზიკური თუ სხვა ზემოქმედების ეკრანირებას და მოქმედებენ ახალშობილზე ისე, რომ ახდენენ გავლენას მის ხასიათზე. არსებობს რაღაც კოსმიური გავლენა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. და თუ ეს სტატისტიკურად დამტკიცდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წინასწარგანსაზღვრულობა, ისეთი, როგორც არის მემკვიდრეობითი წინასწარგანსაზღვრულობა.

შეიძლება, რომ ეს ფაქტორები ჩაითვალოს ბედისწერად? ქრისტიანობამ იცის, რომ ცხოვრებაში რაღაც საბედისწერო არსებობს. ვთქვათ, მიიღე შავი თვალები– ვერ გადაღებავ. მაგრამ სინამდვილეში, სულიერ ცხოვრებაში ქრისტიანი ადამიანი უპირისპირდება ბედისწერას. მას არ შეუძლია თქვას: იცით, მამა მყავდა ფეთქებადი ხასიათის და მეც იმიტომ ვერ ვიკავებ თავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. ან, მაგალითად, დავიბადე მერწყულის ან სხვა ნიშნის ქვეშ – რას იზამ...

მე შევისწავავლე ასტროლოგიური კვლევების რამდენიმე ათეული ტომი, სადაც მოცემული იყო დიდი ცხრილები, მაგალითად, ყველა ცნობილი მხედარმთავრი ან ყველა ცნობილი კახპა დაბადებულია ერთი და იგივე ვარსკვლავის ქვეშ. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს ამომწურავი ინფორმაციაა. და შესაძლებელია, მე, ამ ცხრილებზე დაყრდნობით, მოვიყვანო უფრო მეტი მაგალითი, რომ ამ ვარსკვლავის ქვეშ იბადებოდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც არ გახდნენ არც მხედარმთავრები და არც კახპები, და იყვნენ აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები.
ასე რომ ეს მეცნიერების საკითხია, და მეცნიერულად უნდა მიუდგე. რწმენა აქ არავითარ შუაშია.

კითხვა: თქვენი პირადი დამოკიდებულაბა ასტროლოგიის მიმართ.

პასუხი: როდესაც ასტროლოგია ამბობს, რომ კოსმოსი ჩვენზე მოქმედებს მატერიალურად და,შესაძლებელია, სულიერად– ის, როგორც მეცნიერება, დასაშვებია. მაგრამ, შესაძლებელია ის გახდეს ცრურწმენაც. როგორ? თამარა გლობას კარგად უწერია–„ როცა ადამიანი თვლის, რომ ასტროლოგიამ შეუკრა ხელფეხი, ის დეტერმინირებულია“. როცა ადამიანი თვლის, რომ მას არჩევანი არ გააჩნია, აქ უკვე იწყება ცრურწმენა– აქ იწყება მონობა.

კოსმიური გავლენა სულაც არ გამოირიცხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი – მონაა. მძიმე ხასიათის პატრონი შესაძლებელია გახდეს წმინდანი, ზარმაცი ტემპერამენტის პატრონმა – გამოიღვიძოს შემოქმედებისათვის. ნებისმიერს შეუძლია ამოირჩიოს თავისი თანაცხოვრება ღმერთთან და იბრძოლოს. სხვანაირად ეს იქნება ბედის წინაშე კაპიტულიაცია, და სულ ერთია, ეს ვარსკვლავების ბრალია, თუ მემკვიდრეობის. და ჩვენ ვიტყვით:“ჩემში ჩემმა ბიძამ გამოიღვიძა“, როგორც შვარცის ცნობილ ზღაპარში, როცა მეფე ამბობს:“ აი ეხლა ჩემში ჩემმა დეიდამ გამოიღვიძა, ის კი განსაკუთრებულად ბოროტი იყო“.ესე იგი, ჩვენ პასუხს არაფერზე ვაგებთ და სინამდვილეში ვხდებით უბრალო მარიონეტები სხვა და სხვა ძალების ხელში, მათ შორის თანავარსკვლავედების...



ასტროლოგია და მართმადიდებლობა

პოსტის განხილვა FB-ზე:

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 7 265
 

ASTRO TV LIVE