Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ჯვარი (ლეგენდა)

ჯვარი (ლეგენდა)
ერთერთი ყველაზე საინტერესო ლეგენდა ჯვართან დაკავშირებით არის შემდეგი- ადამმა, როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოვება, სთხოვა თავის შვილს სეთს წასულიყო ედემის ბაღში და მოეთხოვა ანგელოზისაგან, რომელიც შესასვლელთან იდგა, პატიების ზეთი, რომელსაც დაპირდნენ ადამიანებს. სეთმა არ იცოდა გზა. მამამ უბრძანა ეარა აღმოსავლეთის მიმართულებით, გაჰყოლოდა ბილიკს, რომელიც იმის მერე, რაც მასზე გაიარეს ადამმა და ევამ, განდევნილებმა ედემიდან, არ დაიფარა ბალახით.

სეთმა ადვილად მიაგნო ედემის ბაღს. ანგელოზმა შეუშვა ის, და ბაღის შუაში მან დაინახა უზრმაზარი ხე, რომლის ტოტები ეხებოდნენ ზეცას. ხე იყო ჯვრის ფორმის და იდგა ქვესკნელის ნაპირას. ამ ხის ფესვებში სეთმა დაინახა თავისი ძმის კაენის სხეული, რომელიც მიბმული იყო ხელებით და ფეხებით.

ანგელოზმა არ მისცა სეთს პატიების ზეთი, მაგრამ სამაგიეროდ აჩუქა სიცოცხლის ხის სამი თესლი (სხვა ვარიანტში- შემეცნების ხის). ამით სეთი დაბრუნდა მამასთან, რომელსაც ისე გაუხარდა, რომ არ მოინდომა სიცოცხლე. სამ დღეში ის მოკვდა. სამი თესლი მას ჩაუდეს პირში, როგორც ბრძანა ანგელოზმა. თესლები გაიზარდნენ სამ გადაგრეხილ ხედ, რომლებმაც შთანთქეს ადამის სისხლი, ასე რომ ადამის სიცოცხლე გაგრძელდა ხეში. ნოემ ფესვებიანად ამოთხარა ეს ხე და წაიღო თან კიდობანში. როდესაც წყალი ჩადგა, მან დაასაფლავა ადამის თავი გოლგოთას ძირში, ხე კი დარგო ლივანის მთის ძირში.

მოსეს ჰქონდა ხილვა, რომ ის იყო ხის შიგნით და გამოჭრა ჯადოსნური ჯოხი, რომლის საშუალებით შეეძლო კლდიდან წყლის მოპოვება. მაგრამ მან არ მიმართა ღმერთს, როდესაც მეორედ დაარტყა კლდეს, ამიტომ მას არ მისცეს უფლება წაეღო ეს ჯოხი აღთქმულ ქვეყანაში. ამიტომ მან დარგო ის მოავის გორაკებთან.

მეფე დავითმა იპოვა ის ხე, და მისმა შვილმა მეფე სოლომონმა მოინდომა გამოეყენებინა ის, როგორც სვეტი თავის ტაძარში. მაგრამ ის ვერაფრით მოარგეს, ის ხან მოკლე იყო, ხან ძალიან გრძელი. ბოლოს გამოიყენეს იმ ხიდის ასაშენებლად, რომელიც აერთებდა იერუსალიმს გარშემო მყოფ გორაკებთან.

როდესაც საავის დედოფალი მობრძანდა ვიზიტით მეფე სოლომონთან, მას უნდა გაევლო ამ ხიდზე, მაგრამ მან უარი განაცხადა, დადგა მუხლებზე და აღავლინა ლიცვა, შემდეგ გადავიდა ფონით. ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა სოლომონზე , რომ მან უბძანა ჩამოეკიდათ მორი ტაძარში და მოერთოთ ძვირფასეულობით.

იქ ის იყო მანამდე, სანამ სოლომონის ძუნწმა შვილიშვილმა არ მოიპარა ძვირფასეულობა და იმისათვის, რომ დაეფარა დანაშაული, გადამალა ხე.
მიწიდან, სადაც იყო დამალული ხე, ამოფეთქა წყარომ, რომელიც ცნობილია სახელით ბეტეზდა. ამ წყაროსთან იკრიბებოდნენ ავადმყოფები მთელი სირიიდან. წყაროს ანგელოზები გახდნენ ხის მცველები და მრავალი წელი ხეს არავინ ეხებოდა.

შემდეგ ხე ისევ ამოვიდა ზედაპირზე და ისევ იყო გამოყენებული როგორც ხიდი იერუსალიმსა და გოლგოთას შორის. ვინაიდან გოლგოთაზე არ იყო ხეები, ეს ხე გახერხეს ორ ნაწილად და გამოიყენეს ქრისტეს გასაკრავად. ჯვარი იყო დადგმული იმ ადგილას, სადაც ნოემ დამარხა ადამის თავი.

უფრო გვიან იმპერატრიცა ელენემ ისევ იპოვა ეს ხე და აღმოჩნდა , რომ ის შედგებოდა ოთხი სხვა და სხვა ჯიშისაგან. (ოთხი ელემენტისაგან) და მკურნავდა ყველას , ვინც მას შეეხებოდა.

ჯვრის იდეოგრამა ძალიან ძველია. ის გამოიყენებოდა, როგორც რელიგიური სიმბოლო ქრისტიანობამდეც. და საერთოდ არაქრისტიანებიც იყენებდნენ მას, როგორც თითქმის უნივერსალურ სიმბოლოს.
ჯვარი არის, მაგალითად, ჩრდილოეთის და სამხრეთ ამერიკელი ინდიელების საერთო სიმბოლო. აცტეკების წვიმის ღმერთს უკავია ხელში ჯვარი. ტოლტეკები კი ამტკიცებენ, რომ მათი ღვთაება კეცალკოატლი ასწავლიდა მათ ჯვრის მნიშვნელობას და რიტუალებს. ჯვარს პატივ სცემენ ჩინელები და იაპონელები. პითაგორას სკოლისათვის ყველაზე საიდუმლო რიცხვი 10 გამოისახება ჯვრით. სხვათა შორის იაპონურ და ჩინურში იეროგლიფი 10-სვის ჯვარია. ბუდისტურ ტრადიციაში- ბუდისტური სიცოცხლის ბორბალი შედგება ორი ჯვრისაგან. ამ ბორბლის რვა წერტილი შემოსულია ქრისტიანობაშიც საინტერესო სახით, როგორც ტამპლიერების ჯვარი, რომელიც თავისი არსით არის ბუდისტური. ინდოეთშიც , ტიბეტში და ასე შემდეგ.

ქრისტიანებისთვის ჯვარს აქვს ორმაგი დატვირთვა: ერთის მხრივ ის არის მაცხოვრის წამების სიმბოლოა, მეორეს მხრის- მოთმინების, ცხოვრების სიძნელეებთან შეგუების სიმბოლოა.

საინტერესოა, რომ ჯვარი ყოველთვის იყო სიმბოლო სიკვდილის და სიცოცხლის. ის ფაქტი, რომ ბევრ რელიგიაში მაცხოვარი ითვლებოდა მზის პერსონიფიკაციად, არის იმის დასტური, რომ ჯვარი უნდა ყოფილიყო, როგორც ასტრონომიური ელემენტი კერპთაყვანისმცემლურ ალეგორიაშიც. მართლაც არის ასეთი მოსაზრება, რომ ჯვრის თაყვანისცემა იყო დაკავშირებული სამხრეთ ჯვრის თანავარსკვლავედის ამოსვლასთან, რომელიც ამოდიოდა იმ განედებში წვიმების დაწყების წინ, რომლებიც იმ განედებისთვის ნიშნავდა სიცოცხლეს.

გარდა ამისა, ძველები ოთხ სტიქიას წარმოიდგენდნენ, როგორც ჯვარს, რომლის ბოლოებში იხატებოდა ოთხი კაბალისტური არსება, როგორც თითოეული სტიქიის სიძლიერის სიმბოლო. მიწა- ხარი, წყალი- ან ღრიანკალი, ან გველი, ან არწივი, ცეცხლი- ლომი, ჰაერი- ადამიანის თავი ფრთებით.


ჯვარი (ლეგენდა) საინტერესოა, რომ 4 ასო, რომელიც იყო გამოსახული პერგამენტზე (ან ხეზე-მეორე ვერსია), რომელიც მიჭედებული იყო ჯვარზე ჯვარცმის დროს, იყო პირველი ასოები ოთხი ებრაული სიტყვის:iammin- (იამინ-ზღვა, წყალი), novr(ნერ-სანთელი,ცეცხლი), rouach-(რუახ-ქარი), iebeschah-(იეზიშა-მიწა)- INRI.
ათასწლეულების განმავლობაში ჯვარი იგივდებოდა კაცობრიობის გადარჩენასთან. ელემენტებს (მარილი, გოგირდი, ვეცხლისწყალი, აზოტი), რომლებსაც იყენებდნენ ფილოსოფური ქვის დასამზადებლად, ხშირად ასახავდნენ ჯვრით. მასონები იყენებდნენ ჯვრის საიდუმლოებას დაკარგული სიტყვის საპოვნელად.

უამრავმა ადამიანმა გაწირა თავისი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად. თითქმის ყველა დიდი რელიგიის ნაწილი იყო ადამიანი-ღმერთის წამება და მისი სისხლით ადამიანების ცოდვების გამოსყიდვა. ყოველი ასეთი ისტორია შეიძლება დაყვანილ იქნას მზის მისტერიაზე, რომელიც ყოველწელიწადს კვდება და შემდეგ აღდგება ზამთრის მერე. და რა თქმა უნდა ჯვარცმის დოქტრინა ეყრდნობა ანტიკურ სიბრძნეს, რომელიც გვახსენებს, რომ ადამიანის ღვთაებრივი ბუნება ყოველდღიურად ჯვარცმულია მის ცხოველურ ორგანიზზმზე, მატერიაზე.

სია ადამიანების, რომლებიც ისტორიულად თუ ალეგორიულად დაკავშირებულნი არიან ჯვარცმასთან, ძალიან დიდია- პრომეთეოსი, ადონისი, აპოლონი, ატისი, ვაკხი, ბუდა, კრიშნა, ინდრა, მიტრა, პითაგორა, კეცალკოატლი, სემირამიდა. ამ გმირებზე ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ცოდნა , ყველამ მიუძღვნა თავის სიცოცხლე კაცობრიობის მსახურებას, კაცობრიობის პროგრესს და ამ მსახურებაში გმირულად დაიღუპნენ.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3
ნახვები: 9 457
 

ASTRO TV LIVE