Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ვერძი- მითოლოგია

ვერძი- მითოლოგია

ვერძი (Aries)

ბერძნული მითოლოგია:
ძვ. საბერძნეთში ბეოტიაში, ორქომენს მართავდა მეფე ათამანტი, ქართა ღმერთის ეოლოსის ძე. მამა შვილისთვის არაფერს იშურებდა, ისიც იცოდა რომ შვილის სამეფოში უწვიმობა და გვალვა სიკვდილის ტოლფასი იყო, სწორედ ამიტომ საკუთარი ფრთებით ათამანტს სასახლეში მიუყვანა ოქროს თმიანი ნაზი ასული - ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე. ნეფელე და ათამანტს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.
ღრუბლების ქალღმერთმა მეფეს ორი შვილი გაუჩინა: გოგონა- ჰელე და ვაჟი -ფრიქსე.
ნეფელე სასახლის სახურავზე გადმოდგებოდა და ხელებაპყრობილის წარმოთვამდა იდუმალ ლოცვებს და სიმღებს, უხმობდა ღრუბლებს და მაშინვე წივიმა მოდიოდა. ყველა ბედნიერი იყო, მანამ სანამ ერთხელაც ათამანტი მეზობელ სამეფოში მეფე კადმოსის მხიარული ასაულით არ მოიხიბლა, რომელსაც ინო ერქვა. სწორედ მისით მოხიბლული და მასზე შეყვარებული გაშორდა მშვენიერ ნეფელეს და ინო შეირთო ცოლად.
ნეფელე წავიდა ოლიმპოს მთაზე, თან წაიღო ღრუბლები და მას შემდეგ ბეოტიის მიწაზე აღარ უწვიმია.
ინომაც ორი შვილი გაუჩინა მეფეს. ამასობაში უწვიმობამ ქვეყანაში შიმშილი და სიდუხჭირე გაამეფა (მეორე ვერსიით, რადგან ინოს გერების მოშორება უნდოდა თავიდან თავად დაიბარა ყველა ქალი მეფისგან დაფარულად და უთხრა, თუ თქვენ თქვენს ქმრებს სათესში მოხალულ თესლს გაატანთ დასათესად, მაშინ ულევ მოსავალს მიიღებთო და სწორედ მოხალული თესლის გამოყენებამ გამოიწვია შიმშილი ქვეყანაში). საგონებელში ჩავარდნილი მეფე ინომ და მისგან მოსყიდულმა წიანსწარმეტყველის შიკრიკებმა დააჯერეს, რომ მიწიდან მოსავალს მანამ არ მიიღებდნენ, სანამ ღმერთს მსხვერპლად უფროს ვაჟს არ შესწირავდა. ათამანტიც და ფრიქსეც ვაჟკაცურად დათანხდნენ ამ სხვრპლს, რადგან ქვეყანა განსაცდელისგან ეხსნათ.

მთაზე მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის ადგილიც კი მოამზადეს და ის-ის იყო, რიტუალი უნდა დაწყებულიყო, რომ უცებ ცამ დასჭექა, შავად შეყრილი ღრუბლები ელვამ გახსნა და იქიდან ნეფელე გამოჩნდა, რომელსაც უკან ოქროსსაწმისიანი ცხვარი მოყვებოდა, მან ბავშვებს შეხედა და უთხრა:“ შვილებო, დაჯექით ამ ღვთურ ცხვარზე და ის თქვენ წაგიყვნთ იმ ქვეყანაში, სადაც სულ ბედნიერები იქნებით!“ (მეორე ვერსიით ცხვარი თავისით გამოჩნდა მუხის ხის უკან, სადაც მსხვერპლშეწირვა უნდა მომხდარიყო, მივიდა ბავშვებთან, მათ წინ მუხლი მოიყარა, რათა ბავშვები შემომსხდარიყვნენ და გაფრინდა ბავშვებიანად). ცხვარი უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა, ჰელემ ძირს დაიხედა, უკიდეგანო ზღვა დაინახა, წონასწორობა დაკარგა და წყალში ჩავარდა. სწორედ იმ ადგილს ეწოდა ჰელესპონტი (ანუ ჰელეს ზღვა), რომელიც ახლანდელი დარდანელის სრუტის ადგილას იყო.
დამწუხრებული ფრიქსე ცხვარმა შორეულ კოლხეთის მიწაზე ჩაიყვანა, სადაც ჰელიოსის შვილი აიეტი მეფობდა (არგონავტების მითი). აიეტმა ფრიქსე შვილივით მიიღო და თავისი ქალიშვილი მედეაც მიათხოვა, ხოლო ცხვარი საკუტარი ნებით ზევსს შესწირეს მსხვერპლად და მისი ოქროს საწმისი მუხაზე, სალოცავ ადგილას დაკიდეს. (მეორე ვერსიით აიეტმა ვერ გაუძლო ოქროს საწმისის ცდუნებას, ფრიქსე კი მიიღო შვილივით, მაგრამ ცხვარი საწმისის გამო ზევს შესწირა, რათა ხელთ ეგდო სიმდიდრე).
როდესაც ცხვარი ზეცაში, მოხვდა ღმერთებმა ნეფელეს შვილების გადარჩენისთვის, ის ვარსკვლავად აქციეს და სამუდამო ადგილი დაუმკვიდრეს ზეცაში.

სხვა სიმბოლური მინიშნებები:
ინდურ მითოლოგიაში აგნი (სახლის კარის ცეცხლის და შეწირვის კოცონის ღმერთი.) გამოსახულია, როგორც ცხვარზე ამხედრებული.
კაბალაშიც და ტაროშიც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ვერძს.
საინტერესოა ასევე იუდაიზმში და ქრისტიანობაში ცხავარის სიმბოლური დატვირთვა, რომელიც დღემდე შემორჩენილია. ებრაელები ყოველი აღდგომის წინ ერთ შავ ცხვარს უშვებენ იგივე „განტევების ვაცს“, რომელმაც მთელი ისრაელის ცოდვები უნდა აიღოს თავის თავზე და აგოს მათ გამო პასუხი. ხოლო ქრისტიანობაში თეთრი ცხვარის შეწირვა სიმბოლიზირდება უმწიკლოებასთან - სწორედ ამ რიტუალით ცდილობდნენ პირველყოფილი ცოდვის გამოსყიდვას ადამიანები.

მოამზადა:Nina Ge
скачать dle 11.3
ნახვები: 6 714
 

ASTRO TV LIVE