Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ძველი ასტროლოგები

ძველი ასტროლოგები
ასტროლოგიის ისტორია მრავალსაუკუნოვანია. ზუსტად არავინ იცის როდის და რა პირობებში მოხსნეს მას მეცნიერების სტატუსი და პარამეცნიერებებს მიაკუთვნეს, მაგრამ ფაქტები მაინც ფაქტებად რჩება და ისინი ნათლად მიგვითითებენ თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭიებდნენ ასტროლოგიას და რამდენად პრაქტიკულად გამოიყენებოდა ისეთ მეცნიერებებში როგორიცაა მედიცინა, ფიზიკა, ფსიქოლოგია, გეოგრაფია და ა.შ.

ახლა გვინდა წამოგიდგინოთ იმ ადამინების სახელები და მოღვაწეობა, რომელებიც დღევანდელ მსოფლიოში ცივილიზაციის ფუძემდებლებად ითვლებიან და რომლებიც ინტენსიურად იყენებდნენ ასტროლოგიას თავინთ კვლევებში. ჩამონათვალის ძირითადი ნაწილიში "ევროპელი" მეცნიერებები არიან მოყვანილი და რათქმაუნდა სია სრული არ არის. სხვა კულტურებში ასტროლოგიის მნიშვნელობაზე ცალკე თემაში ვისაუბრებთ.

ასურბანიფალი
ასურეთის მეფე (ძვ.წ 669–625). ის ქურუმობისთვის ემზადებოდა და ცნობილია მისი მრავალმხრივი განსწავლულობა. „ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში“ ინახებოდა ფირფიტები ცხრილებით, აღნიშვნებით და ჩანაწერებით პლანეტარულ დაკვირვებებზე. ცნობები მთვარის დაბნელების, მიწისძვრების და წინასწარმეტყველებების შესახებ.

ბეროსსოსი ბაალის მსახური მღვდელი.
ძვ. წ 280. დაარსა ასტროლოგიური სკოლა კუნძულ კოსზე.

თალეს მილეთელი
სოკრატემდელი, ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი (ძვ.წ 624-546). ასტროლოგიას სწავლობდა ეგვიპტეში. მან იწინასწარმეტყველა ძვ. წ. 585 წელის მზის დაბნელება.

პითაგორა
გეომეტრი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი (ძვ. წ 569-470). სწავლობდა ასტროლოგიას ეგვიპტეში. ამბობენ რომ ის იყო მზის სისტემის ჰელიოცენტრულად აღქმის იდეის- რომ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო ერთი ვარსკვლავური წლის განმავლობაში- სულის ჩამდგმელი.

ანაქსაგორა
სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ. 500-428) სწავლობდა ასტროლოგიას ეგვიპტეში.

პლატონი
ფილოსოფოსი, ასტროლოგი, გეომეტრი (ძვ.წ. 428-348) სწავლობდა ეგვიპტურ და სხვა დანარჩენი კულტურების ასტროლოგიას, სადაც კი მოგზაურობდა. ის იყო პითაგორას მიმდევარი.

ევკლიდე
ელინიზმის ეპოქის მათმატიკოსი ალექსანდრიიდან (ძვ.წ. 325-283). ასევე იყო ასტროლოგი, თუმცა ის ისტორიას შემორჩა როგორც „გეომეტრიის მამა“.

ჰიპოკრატე
ბერძენი ექიმი და ანტიკური მედიცინის რეფორმატორი (ძვ.წ. 460-359). ასევე იყო ფიზიკოსი და ასტროლოგი. ასტროლოგიურ დედუქციას იყენებდა ავადმყოფობების პროგნოზირებებში.

ჰიპარქე
ბერძენი მეცნიერი – ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი. ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (ძვ.წ. 190-120). აქვს უამრავი ნაშრომი ასტრონომიაში. საკუთარი თეორიის საფუძველზე შეადგინა მზისა და მთვარის მოძრაობის, აგრეთვე მზის დაბნელების ცხრილები, დადგინა მანძილი მთვარემდე. ძვ,წ 134 წლიდან დაიწყო ვარსკვლავების ცხრილების შედგენა.

პოსიდონიუსი
ძვ.წ 135 მან დაარსა ასტროლოგიული სკოლა როდოსში. მასთან სწავლობდნენ პომპეი და ციცერონი. ამბობდა რომ შთაგონებული იყო მანილიუსის ასტრონომიკით.

მარკუს მანილიუსი
ძვ.წ 48 20. რომაელი პოეტი და ასტროლოგი. მან დაწერა ხუთი წიგნისგან შემდგარი პოემა „ასტრონომიკა“. შეგიძლიათ მოიძიოთ სახელით: Astronomica by Marcus Manilius

პლოტინუსი (პლოტინე)
ფილოსოფოსი (205-270 წწ). ამბობდა „ლოგიკურია: მოვლენები რაც „სამოთხეში“ (სამოთხედ ცას გულისხმობდა სავრაუდოდ) ხდება, მოქმედებს დედამიწაზეც“.

ჯონას დე საკრობსკო (Johannes de Sacrobosco ან Ioannis de Sacro Bosco)
მათემატიკოსი და ასტრონომი (1195-1256 წწ). განათლება მიიღო ოქსფორდში. 1221 წლიდან ასწავლის სორბონის უნივერისტეტში. მან დაწერა წიგნი „ტრაქტატი სფეროზე“. ასევე მას ეკუთვნის ნაწარმოებები: „ალგორითმი“, „წლების ურთიერთობებზე“ „ტრაქტატი კვადრატზე“
(ფურცელი, წიგნიდან "ტრაქტატი სფეროზე")
ძველი ასტროლოგები
























































ჯეროლამო კადრანო
იტალიელი მათემატიკოსი, ინჟინერი, ფილოსოფოსი, ექიმი და ასტროლოგი (1501-1576 წ).

ნოსტრადამუსი (1503-1576 წწ)
ფიზიკოსი, ასტროლოგი და მქადაგებელი. როგორც ბევრი მისი დროის ფიზიკოსი, ისიც თვლიდა რომ ასტროლოგია უნდა იყოს მედიცინის ნაწილი.

ვალენტინე ნაბოთი (1523-1593 წწ)
გერმანელი მათემათიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი. მას აქვს დაწერილი ბევრი ნაშრომი მზის სისტემაზე. შეგიძლიათ იხილოს მისი ნახაზები: გალერეა

ჯონ დი
მათემატიკოსი, ასტრონომი, ასტროლოგი, ოკულტისტი, იმპერიალისტი (1527-1609 წწ). მას შედგენილი აქვს მარიამ ტიუდორის და დედაოფალი ელიზაბეტის პირადი რუკები. მან თავისი ცნობილი სიტყვები: „ცოდნა ძალაა“ აიღო მარკუს ავრელიუსის ნაშრომიდან „მედიტაციები“.

გალილეო გალილეო (1564-1642 წწ.)
იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი. მის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება ტელესკოპის გაუმჯობესება, რომლითაც გამარტივდა ვარსკვლავებზე დაკვირვება. ასევე აქვს დაწერილი ორი წიგნი ასტროლოგიაზე და ჰოროსკოპებზე.

ძველი ასტროლოგები













იოჰანეს კეპლერი (1571-1630 წწ.)
გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ–ერთი ფუძემდებელი, XVII საუკუნის ასტრონომიული რევოლუციის ერთ – ერთი საკვანძო ფიგურა. კეპლერის კანონებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის თეორია შექმნა. მას დაწერილი აქვს წიგნი "კოსმოგრაფიის საიდუმლოება".

იაკობ ბიომი (1575-1624 წწ)
გერმანელი ქრისტიანი მისტიკოსი და თეოლოგი. თვითნასწავლი ასტროლოგი.


(გაგრძელება იქნება)

მოამზადა ანა თოფურიძემ
скачать dle 11.3
ნახვები: 7 355
 
>

ASTRO TV LIVE