ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

მუდრები ხატწერაში

მუდრები ხატწერაშიმუდრა _ მარტივი და ხელმისაწვდომი გზა დაეხმარო საკუთარ თავს.
ცოდნა მუდრების შესახებ მოდის საუკუნეების სიღრმეებიდან. იოგურ და სულიერ პრაქტიკაში ის ყოველთვის ითვლებოდა, როგორც საკუთარი სხეულის განკურნების ხელმისაწვდომი საშუალება, ასევე ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობის მისაღწევად და ემოციონალური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.
მუდრა, სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ''სიხარულის მომნიჭებელს", ან კიდევ ერთი ვარიანტით -"ბეჭედს".
ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი წინა ნომრიდან უკვე იცით მათ შესახებ, ახლა კი გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ადგილი უჭირავს ამ ცოდნას ქრისტიანულ სამყაროში. გავიხსენოთ ე.წ. ''ორი თითით'' კურთხევის ჟესტი, რომელსაც იყენებდნენ ძველი ქრისტიანები და ხშირად გვხვდება ხატებსა და ფრესკებზე.


მუდრები ხატწერაში

























ეს არის ''პრანა-მუდრა'', ანუ სიცოცხლის მუდრა
ცნობილია, რომ ჩვენი სხეული - რთული ენერგეტიკული მექანიზმია, რომელიც მჭიდრო კავშირშია დედამიწის ენერგეტიკასა და მზის სისტემასთან. თითოეულ თითს ხელზე შეესაბამება სხეულის კონკრეტული ნაწილის ენერგეტიკა.
პრანა-მუდრა უკავშირდება პირველ ჩაკრას -(მულადჰარა ჩაკრა)-სიცოცხლის საწყისი ადამიანში, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა და თავდაცვა, რომლის ფუნქციაც არის დაგვაკავშიროს მიწასთან და ამავე დროს უკავშირდება ტვინის ორივე ნახევარსფეროს. ფსიქიკურ დონეზე ეს მუდრა თავდაჯერებულობას და შინაგან ძალას გვმატებს, ნათელ აზროვნებას და ცნობიერებას გვინარჩუნებს. მისი მეშვეობით ორგანიზმში ენერგეტიკული ბალანსი ხდება და დადებითად მოქმედებს ზოგადად ადამიანის განწობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს მუდრა გამოიყენება თვალის დაავადებების სანკურნალოდაც.

მუდრები ხატწერაში




















ეს არის XVI-XVII საუკუნეებში შესრულებული რუსული ხატი, რომელსაც ქვია ''ბრმის განკურნება'', სადაც ნათლად ჩანს პრანა-მუდრას ჟესტი.
...და მაინც, რა ენერგიებზეა საუბარი?? თუ მარტივი პლაცებოს ეფექტია და მეტი არაფერი??
ამისთვის მოვიყვანთ ამონარიდს ჰ. ლუვსანის წიგნიდან ''აღმოსავლური რეფლექსოთერაპიის ტრადიციული და თანამედროვე ასპექტები''.

ა) კონცეფცია ''ინ-იან''
„ძველი ჩინური მედიცინის მსოფლმხედველობრივ საფუძველს წარმოადგენს „ინ“ და „იან“-ორი საპირისპირო საწყისის სწავლება - მოქმედება და უმოქმედობა, სინათლე და სიბნელე, მშრალი და სველი, ცხელი და ცივი, მამრი და მდედრი - თვისებათა და პროცესების მთელი მრავალფეროვნება, რომლითაც ხასიათდება სამყარო, ხოლო ადამიანი, ამ სამყაროს ნაწილი, ამ ყოვლისმომცველი სწავლებით წარმოდგენილია, როგორც ერთიანობა და ურთიერთდაპირისპირებულობა ან პოლარულ ''იან'' (აქტიური ძალა ანუ ''მამრობითი'' საწყისი) და ''ინ'' (პასიური, ''მდედრობითი'' საწყისი) ძალთა ბრძოლა.
გასათვალისწინებელია, რომ "ინ" და "იან" ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობენ. "ინ"-ს საკუთარი თავის წარმოსაქმნელად ესაჭიროება "იან"-ი და პირიქით.
ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქციასთან დაკავშირებით "ინ"-ით აღინიშნება სხეულის მატერიალური შემადგენლობა, ხოლო ~იან`-ით მისი ფუნქცია.
ადამიანის სხეულის ნაწილები, თავის მხრივ, იყოფიან იან -"ენერგიის წარმომქმნელ" და ინ- "ენერგიის დამგროვებენ"ორგანოებად. ამას გარდა. ყოველი ორგანო (როგორც ბუნების ყველა მოვლენა და სამყარო მთლიანად) მატარებელია როგორც "ინ", ისე "იან"ნაწილაკებისა.
''ინ"-ის და "იან"-ის ორგანოები ერთმანეთისგან განსხვავდებიან აგებულებით და ფუნქციით, მიიჩნევენ, რომ "ინ"-ის ორგანოები უგრძნობელნი არიან ტკივილის მიმართ და, თუ მაინც აქვს ადგილი ტკივილს, მაშინ იგი მოცემული ორგანოს "იან" ნაწილთან არის დაკავშირებული, "იან" ორგანოები შეიძლება მოექცნენ ცნობიერი და ქვეცნობიერი პროცესების ზეგავლენის ქვეშ.
ბ) სწავლება ენერგიასა და მერიდიანებზე
ძველი აღმოსავლური ფილოსოფიისათვის დამახასიათებელია წარმოდგენა მოძრავი და გასულიერებული ძალის შესახებ, რომლითაც გაჟღენთილია მთელი სამყარო. ძველ ინდურ ფილოსოფიაში ეს პრანაა - პირველყოფილი მაცოცხლებელი სუნთქვა, რომელიც მსოფლიო ენერგიის დასაბამია; ძველ ჩინურ კულტურაში ეს არის უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია -"ჩი"'("ცი"), თავისი არსით ერთიანი "ჩი" არსებობს ორ ფორმაში; როგორც გარეგნული "ჩი"(ბუნებაში, ჩვენს გარემომცველ სამყაროში) და როგორც შინაგანი "ჩი" (ადამიანში, როგორც მიკროკოსმოსში, სამყაროს შემცირებულ მოდელში). შინაგანი "ჩი" ორგანიზმში მიმოიქცევა საგანგებო არსებით, რომელთაც მერიდიანებს უწოდებენ. ისინი იყოფიან რამდენიმე კატეგორიად: ~მკვებავი ჩი~ მიმოიქცევა 12 ძირითად მერიდიანში, |პირველადი (წინაპრის) ჩი" მოძრაობს მყესურ-კუნთოვან მერიდიანებზე და წინა შუალედურ და უკანა შუალედურ მერიდიანებზე; ასევე ე.წ. "ჩჯან" და "ფუ", რომლებიც წარმოქმნიან და აგროვებენ ენერგიას („ინ“ და „იან“).
ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება ორგანიზმში "ჩი"- ენერგიის ნორმალური მოძრაობით. 12 ძირითად მერიდიანში მისი მიმოქცევა ექვემდებარება ბიოლოგიურ "საათებს". ამ მიმოქცევის პროცესში ხდება მთავარი ორგანოების ურთიერთზემოქმედება, ხოლო ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გავლით - ურთიერთზემოქმედება გარემომცველ სამყაროსთან. ენერგიის ნაწილი მიემართება კანისკენ, სადაც ასევე მიმოიქცევა მკაცრად განსაზღვრულ არხებში, მერიდიანს აქვს გარე და შიდა არხი, რომლებიც კანს აკავშირებენ შინაგან ორგანოებთან, საიდანაც ეს ენერგია მოედინება."



დღევანდელი ქართული-მართმადიდებლური მსოფლმხედველობის გადმოსახედიდან, ითვლება რომ ყველაფერი, რაც აღმოსავლურ სწავლებას უკავშირდება, ანტიმართლმადიდებლურია, რაზედაც საპირისპიროს ლაპარაკობენ უძველესი ფრესკები, ხატები და ქრისტიანული პირველწყაროები. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ ან ორ ასეთ ჟესტზე, დღემდე ყოველდღიურ საერო თუ საეკლესიო ცხოვრებაში უამრავ მუდრას ვიყენებთ. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

მუდრები ხატწერაში



















Prithivi-Mudra მიწის მუდრა, ერთერთი ყველაზე გავრცელებული მართმადიდებლურ ხატწერაში. მიწა - ერთერთი პირველელემენტია, ერთერთი სტიქია. ამ მუდრას იყენებენ, როგორც ადამიანის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე ნეგატიური ენერგიისგან დასაცავად.


მუდრები ხატწერაში


























Gyan-Mudra უმაღლესი ცოდნის მუდრა, რომელიც ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებას, გაცნობიერებას და ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალის ზრდას.




მუდრები ხატწერაში
















Atmanjali-Mudra - ლოცვის მუდრა- ჰარმონიის, სიმშვიდის, მადლიერების და მედიტაციის ჟესტი. ეს მუდრა ძალიან ძლიერია, ის ამშვიდებს აზრებს და მასში სინათლე შეაქვთ, ანიჭებს სულიერ ძალას, რომელიც ადვილად ტრანსფორმირდება ფიზიკურში. შეიძლება შევადაროთ აზრების გამყარების თეორიას, როდესაც ტრანსცენდენტული აზრი მატერიალიზდება, ანუ ჩვენს ენაზე რომ ავხსნათ, სურვილები გვიხდება.


მუდრები ხატწერაში





















Kubera-Mudra - სურვილების ასრულების მუდრა, დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ლოცვის მუდრას.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ მუდრების, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მათი რაოდენობა ბევრად მეტია და სამწუხაროდ, ჟურნალის ფორმატი ყველა მაგალითის მოყვანის საშუალებას არ გვაძლევს.
ამგვარად, ნათელი ხდება მუდრების რეალური ძალა და ზემოქმედება ადამიანზე. მათ არ აქვთ რელიგიური დატვირთვა. ეს ენერგია ადამიანის ნაწილია. ამ ენერგიით იღებს ადამიანი სიცოცხლისთვის აუცილებელ ძალებს და მათი უგულვებელყოფა იგივეა, სუნთქვაზე რომ ვთქვათ უარი. მათი გამოყენება არ ეწინააღმდეგება არცერთ რელიგიას, პირიქით, ქრისტიანული ინიციაცია მიგვითითებს კიდეც, რომ გამოვიყენოთ ეს სწავლება. ეს სავსებით მისაღები ცოდნაა, რომელიც ჯერ კიდევ რელიგიების წარმოშობამდე არსებობდა, მუდრა- უძველესი საშუალებაა საკუთარი თავის (და არა მხოლოდ საკუთარი თავის) განკურნების.


ემა ომანაძე
ჟურნალი "ასტრო News"#5
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8738
 

ASTRO TV LIVE