Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

სურვილები

ყოველი ჩვენგანი – პირველ რიგში სულია, არსია, ცოცხალი, მაგრამ უხილავი ცეცხლია, რომელიც ვლინდება გარეგნულად გამოვლენილ სივრცეში, ანათებს მას თავისი ყურადღებით და მოქმედებს მიწიერი სხეულის მეშვეობით. სული იწვის შიგნიდან, თავისი არსიდან. მაგრამ იმისთვის, რომ მოცემულ სივრცეში იმოძრაოს, მან სხვა არსებები უნდა შთანთქოს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის წვას.

სულის ცეცხლი, ისევე როგორც ცეცხლის ნებისმიერი სახე, ყოველთვის უხილავია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი ალი დავინახოთ - მასში გარედან შესული წვადი და აალებადი ნაწილაკები. ჩვენი სულის ალს ჩვენი სხეული წარმოადგენს. იგი შთანთქმულია გარე სივრციდან საკვების მეშვეობით. სხეულს თან ვატარებთ, რათა თანდათან დაიწვას და ხელი შეუწყოს ჩვენს გადაადგილებას სივრცეში. იგი, როგორც სანთლის პარაფინი, ადამიანს გამოვლენილს და ხილვადს ხდის, როგორც ალი ხდის ხილვადს ცეცხლს.

როცა ჩვენი არსის ცეცხლი, სხეულით შემოსილი, სივრცეში მოძრაობს, სხეული იფიტება და შიმშილს გრძნობს - ძლიერ სურვილს, მიიღოს გარედან ის, რამაც უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან სურვილი ძალიან მწველია, მტანჯველია და შიგნიდან გვწვავს.

სიტყვა «желание» (სურვილი) ჰგავს სიტყვას «жалиться» (კბენა), ან «жаловаться» (წუწუნი). რაღაც გვკბენს, გვექავება, გვწვავს. სანამ არ მოვიშორებთ ამ ქავილს, ვერ ვისვენებთ. სურვილს უკმარისობის ბუნება აქვს, არასრულობის, ძლიერი საჭიროების.

სანსკრიტზე მშიერ არსებას, რომელიც მზადაა შიმშილის და მოთხოვნილების გამო შეჭამოს ნებისმიერი გზად შემხვედრი, ეწოდება «რაქშასი», ანუ დემონი. ის არსებები ჩვენში, რომლებიც ჰბადებენ სურვილებს, გვწვავენ და ითხოვენ მათი საჭიროების სასწრაფოდ დაკმაყოფილებას - არიან პატარა დემონები, რაქშასები. ჩვენში ყველაზე დიდი და ხშირი სურვილია - ვისუნთქოთ და ვიკვებოთ. ეს სურვილები განპირობებულია შეგრძნებით: «თუ არ ვისუნთქებ, ან არ შევჭამ, მოვკვდები». ამ ძირითადი სურვილებით ადვილად შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენს სხეულში ორი მთავარი რაქშასი. ერთს სუნთქვა უნდა, მეორეს კი ჭამა.

სხეული გამუდმებით საჭიროებს ჰაერის ცეცხლოვან არსებებს, რომლებსაც ჩვენ «ჟანგბადს» ვეძახით. კუჭი ხშირად საჭიროებს არსებებს, რომლებსაც გარე სივრციდან მოვიპოვებთ და საჭმელად ვაწვდით მას. ასევე არიან პატარა რაქშასები - ჩვენი გრძნობათა ორგანოები. ისინი ითხოვენ, რომ შესაბამისი შთაბეჭდილებები მივაწოდოთ. კანი შეხების შეგრძნებებს ითხოვს, თვალი - სინათლეს და ხატ-სახეებს, სმენა - შესაბამის ბგერებს და ა.შ.

სურვილების არსებობის აზრი მხოლოდ იმაშია, რომ გვაიძულოს გარე სივრცეში მოძრაობა და ჩვენი სხეულისთვის საჭირო ჰაერის, საკვების და შთაბეჭდილებების (სიამოვნებების) მოპოვება. თუ არ იქნება სურვილები, ვერ შევძლებთ და არ მოგვინდება მოქმედება. ზოგი სურვილი (რაქშასი) გვაიძლებს თვალი გავახილოთ და ცხოვრების სივრცე შევიცნოთ. სხვა სურვილები (რაქშასები) გვიბიძგებენ, რომ გარე სივრცეში ჩვენი გრძნობათა ორგანოების დამაკმაყოფილებელი მოვლენები ვეძებოთ.

ის, რაც გვიბიძგებს გარე სივრციდან სხვადასხვა არსებების მოპოვებას, მოიხმარს მიღებულს, ხარჯავს, და შემდეგ კვლავ მოითხოვს (სწყურია). ეს ხდება გამუდმებით და განუწყვეტლივ გვამყოფებს მოთხოვნილებებში და ამ სამყაროსადმი მიჯაჭვულობაში.

სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა, რომ მასში დავრჩეთ და ხელი შევუწყოთ მის არსებობას, ისევე როგორც ქალს უნდა, რომ მამაკაცი ყოველთვის მის გვერდით იყოს, გამუდმებით შედიოდეს მასში და აცოცხლებდეს მას, არსებობის აზრს აძლევდეს მას. ასევე სახლიც კარგად გრძნობს თავს, როცა მასში ვიღაც ცხოვრობს და სარგებლობს მისით.

დედამიწა გვაკავებს, რათა შეინარჩუნოს თავისი არსებობა. გამუდმებით გვთავაზობს ახალ- ახალ შესაძლებლობებსა და ცდუნებებს. ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ სამყაროს გარეშე შეუძლებელია არსებობა, კვლავ და კვლავ დაიბადებიან დედამიწაზე. ხოლო ისინი, ვინც ხვდება სურვილების, სამყაროსთან ურთიერთქმედების მთელ მექანიკას, მაგრამ განზრახვა აქვთ უფრო უფრო შორს იარონ, უფრო მაღალი სამყაროებისკენ, მეტად აღარ დაიბადებიან დედამიწაზე. ასეთ ადამიანებს «გასხივოსნებულებს» უწოდებენ. მათ აქვთ სხეულში სურვილები (რაქშასები), მაგრამ ეს სურვილები მშვიდები არიან და არ აცდენენ მათ მაღალი სივრცის, მაღალი სამყაროების განცდისგან.

ახლა, ვიცით რა სურვილების ბუნება, შეგვიძლია ადეკვატური დამოკიდებულება ვიქონიოთ მათთან. ისინი გვეხმარებიან მიწიერი მიზნების მიღწევაში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გადარჩენასთან და დედამიწაზე გვარის გაგრძელებასთან. მათ გააჩნიათ დემონური, ანუ დაბალი ბუნება, რომელიც აუცილებელია დედამიწაზე ცხოვრებისთვის.

ამიტომ სურვილები საჭიროებენ გამუდმებულ კონტროლს და ძალაუფლებას მათზე. თუ თავისუფლებას მივცემთ მათ, ისინი დაანგრევენ ადამიანის და მისი გარშემომყოფების ცხოვრებას.

ადამიანები, რომლებიც თავიანთი სურვილების (რაქშასების) მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ,– ძალიან ეგოისტურნი (დემონურნი) და დამანგრეველნი არიან.

ხოლო თუ ადამიანს აქვს ძლიერი სურვილები, მაგრამ მკაცრი კონტროლის და ძლიერი მართვის ქვეშ ჰყავს ისინი, მაშინ მას შეუძლია გააჭენოს მათზე, როგორც ძლიერ ცხენებზე, თავისი მიზნებისკენ, და შეასრულოს თავისი ცხოვრებისეული დანიშნულება.

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი
скачать dle 11.3
ნახვები: 5 537
 

ASTRO TV LIVE