ეზოთერიკა / Slide

მოსწავლედ ყოფნა

მასწავლებელი ისაა, ვისგანაც სწავლობენ, და არა ის, ვინც ასწავლის. მოსწავლე ისაა, ვინც სწავლობს, და არა ის, ვისაც ასწავლიან.
ჩვენ ყველანი სხვადასხვა ძალისა და გაცნობიერებულობის მქონე არსებები ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან, მაგრამ არ ღირს საკუთარი თავის შეზღუდვა მხოლოდ ადამიანისგან სწავლის შესაძლებლობით. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, ამა თუ იმ ძალის, ანუ ცოცხალი სულის მატარებელია.
ასწავლო – ნიშნავს გაავრცელო საკუთარი თავი, საკუთარი გამოცდილება და ცხოვრების საკუთარი პრინციპები სხვა ცოცხალ არსებებზე, მათი ბუნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ისწავლო – ნიშნავს მიიღო, მოისმინო, გაიგო და განიცადო გამოცდილება სხვა არსების ზეგავლენისგან. გავრცელდე (ასწავლო) და აღიქვა (ისწავლო) შესაძლებელია ან კეთილი ნებით, ან იძულებით. ეს დამოკიდებულია არსებათა ბუნებაზე, მაღალი ბუნების არიან ისინი თუ დაბალი. დაბალი ბუნების არსებებითვის არსებობს ცნებები: «ჭკუა ასწავლო», «დასაჯო», «დაუმტკიცო», «თავს მოახვიო», «აიძულო», «დაიზუთხო», «დაიმახსოვრო ინფორმაცია», «ანგარიში ჩააბარო», «ჩათვლა მიიღო» და ა.შ. უფრო მაღალი ბუნების არსებებისთვის დამახასიათებელია ყველაფერი გააკეთონ არა მხოლოდ კეთილი ნებით, არამედ სიამოვნებითაც. მათთვის საკმარისია გააცნობიერონ ან ახსოვდეთ თავიანთი სტატუსი ერთმანეთისადმი - ვინ «მასწავლებელია» და ვინ «მოსწავლე». რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვასწავლით ერთმანეთს და ვსწავლობთ ერთმანეთისგან. მაგრამ თუკი ცხოვრებაში ეფექტური მოძრაობა გვსურს, კარგი იქნება თუ ჩვენთვის განვსაზღვრავთ საკუთარ სტატუსს სხვა არსებასთან მიმართებაში. მაგალითად, თუკი მე დავიკავე «მოსწავლის» სტატუსი, მაშინ ჩემს «მასწავლებელს» უფრო გაუადვილდება ჩემზე გავრცელება. ხოლო თუ ავირჩიე «მასწავლებლის» სტატუსი, მაშინ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქმედებებზე «მოსწავლესთან» მიმართებაში და ვდილობ შევესაბამებოდე ჩემს სტატუსს. მაღალი ბუნების არსებებისთვის «მასწავლებლად» ყოფნა - ნიშნავს ბუნებრივად და სიხარულით იყოს მიმართული გავრცელებაზე. «მოსწავლედ» ყოფნა - ნიშნავს ბუნებრივად და სიხარულით იყო მიმართული მიღებაზე (ათვისებაზე).
ისწავლო – ნიშნავს მიიღო გამოცდილება და აღმოაჩინო მასში კანონზომიერებები, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ უფრო ძლიერი და წარმატებული გახდე. მოსწავლის მთავარი ამოცანაა - გაჰყვეს ძალას. მოსწავლე - ესაა არსება, რომელიც ძალას ითხოვს ძალის მფლობელისგან. ისწავლო - ნიშნავს გახდე ისეთივე, როგორიცაა იმ ძალის წყარო, რომელსაც მიჰყვები, და აიღო წყაროსგან ყველაფერი, რასაც იგი ავრცელებს.
მასწავლებელი – ესაა იმ ძალის წყარო, რომლითაც დაინტერესებულია მოსწავლე. მასწავლებელი გადასცემს გამოცდილებას ისე, რომ მოსწავლემ დროის ეკონომია გააკეთოს და ფუჭად არ დახარჯოს იგი საჭირო გამოცდილების ან ძალის ძიებაზე. მოსწავლე ბოლომდე ანდობს საკუთარ თავს მასწავლებელს, და შესაბამისად ასრულებს ყველა პირობას, რომელსაც მასწავლებელი უყენებს. რაც უფრო მინდობილია მოსწავლე, მით უფრო ადვილია მასწავლებლისთვის მისი შევსება, ხოლო მოსწავლისთვის მასწავლებლის აღქმა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ყოფიერება ამა თუ იმ ძალის წყაროა, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის რჩება, თუ რა ძალა სჭირდება თავად მოსწავლეს. უმეტესად, ძალიან ცოტამ იცის, თუ რა ძალა სჭირდება. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ თავისი საჭიროების ან უკმარისობის გაგებაში.
იყო მოსწავლე, ნიშნავს გჭირდებოდეს ცოდნა, რომელიც აერთიანებს ყველა ინფორმაციას და ყველა ფაქტს. ისწავლო - ნიშნავს დაეუფლო. ფლობდე – ნიშნავს გრძნობდე საკუთარ თავში ძალას, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ მოვლენების ან არსებების მართვა. იყო მოსწავლე - ნიშნავს გჭირდებოდეს მართვის ძალა. ამგვარად, მოსწავლეობა - ესაა იმ არსების მდგომარეობა, რომელსაც უნდა რომ მმართველი გახდეს.
ჭეშმარიტი მმართველი ისაა, ვინც წარმოადგენს არსებობის ძალის წყაროს სხვა არსებებისთვის. არსებობის უმაღლესი ძალა პირველ რიგში თავად მოსწავლის შიგნით იმყოფება. ამიტომ კარგი მოსწავლე აცნობიერებს, რომ მისი ძირითადი გზა - ესაა გახდეს ძლიერი ყველაზე მთავარ ძალაში - საკუთარი სულის ძალაში. რამდენადაც მისცემს საკუთარ თავს ამ ძალას, იმდენად გახდება თავისივე ცხოვრების მმართველი და იმდენადვე გახდება მნიშვნელოვანი გარშემომყოფი არსებების ცხოვრებაშიც.

Dhanu R
ოლეგ ბოკაჩოვი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

შუნგიტი: შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები