ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

იასპი (იაშმა)

იასპი (იაშმა)


















ფერი:

მკვეთრი ფერებით წერტილოვანი ან ხაზოვანი ნახატებით (ყველაზე ხშირად ოქროსფერი ან მოოქროსფრო ფერის), მაგრამ ბუნებაში გვხვდება იასპის ცივი ფერებიც- ნაცრისფერი, ხანდახან მწვანე.
იასპი (იაშმა)



















ენერგეტიკული თვისებები:
იასპი ბედნიერების და სიხარულის ქვაა, მისი ენერგეტიკა ბუნების გამოღვიძების ენერეტიკის მსგავსია. ეს ქვა იცავს მეპატრონეს უბედურობებისგან, მოაქვს სიხარული, განარიდებს ადამიანს რუტინას, ეხმარება საღი გონების შენარჩუნებაში, აძლიერებს მეხსიერებას, ეხმარება მეპატრონეს ღირსების მოპოვებაში. ჩინეთში ძველი დროიდან მას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებდნენ , როგორც ნეფრიტს . ძველად ჩინელები ამ ქვას იმდენად სცემდნენ პატივს , რომ მას თითქმის არ ამუშავებდნენ. მას მრგვალ ფორმას აძლევდნენ (ცის სიმბოლო) ან ოთხკუთხედს (მიწის სიმბოლო). ასეთ იასპის დისკებს და ფირფიტებს იყენებდნენ რელიგიურ რიტუალებში. იასპი ჩინეთში ითვლება მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ.
წითელი იასპი ადამიანს მატებს ენერგიულობას, იმპულსურობას, შესაძლოა აგრესიასაც.
ცივი ფერების იასპი ადამიანს ჩუქნის სიბრძნეს, მომავლის განჭვრეტის უნარს და უბედურობის ჟამს აძლევს სულიერ სიმტკიცეს. მწვანე (როგორც ზღვის ტალღა) იასპი ადამიანს ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება და ანახებს მას, რაც მისი თვალებისთვის უხილავია. თეთრი იასპი (ყოველთვის ყველაზე მეტად ფასობდა, მაგალითად ჩინეთში მხოლოდ იმპერატორს შეეძლო თეთრი იასპის ტარება).
ითვლება , რომ ამ ქვის თვისებები მუდმივ ტრანსფორმაციაში არიან, ისინი შესაძლოა „მოკვდნენ“ და შემდგომ „აღდგნენ“, „აღსადგენად“ საჭიროა მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელში დაჭერა ან სხეულზე დადება/ტარება.
სამკურნალო თვისებები:
დაოსები თვლიდნენ , რომ იასპი აძლიერებეს ფიზიკურ სხეულს და ახანძლივებს სიცოცხლეს. ჩინურ მედიცინაში მას შინაგანი ორგანოების გასაწმენდად და ქალური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნის მინეროლოგები თვლიდნენ, რომ ეს ქვა ამცირებს სიხლდენას და მენსტრუაციას, ხელს უშლის ნაყოფის ჩასახვას, ეხმარება მშობიარობაში. აგდებს სიცხეს , ეხმარება წყალმანკის მკურნალობაში. მეთერთმეტე საუკუნეში, არაბი ექიმი ავიცენნა პაციენტებს ურჩევდა იასპის მუცელზე ტარებას, რითაც ადამიანი თავს დაიცავდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისგან, ასევე იქცეოდნენ მონღოლები , ისინი მუცელზე ატარებდნენ ყვითელ იასპს მსგავსი დაავადებების და ასევე ავი თვალისგან დასაცავად. მას იყენებდნენ ციებ-ცხელების და ეპილეფსიის სამკურნალოდ. ის ასევე აუმჯობესებს მხედველობას და ამძაფრებს ყნოსვას.
ტარება:
იასპის ტარება არ შეიძლება ავანტურინთან, აქვამარინთან, ალმასთან, ბრილიანტთან, ბერილთან, ფირუზთან, გელიოტროპთან, გიაცინტინთან, მარგალიტთან, მთვარის ქვასთან , ლაზურიტთან, ლალთან, ქრიზოლიტთან და ქრიზოპრაზთან ერთად.
იასპი როგორც თილისმა:
თილისმის სახით იყენებენ ბეჭდებს, მძივებს და სხვა ნაკეთობებს .
მისი ბეჭდები იცავენ ღალატისაგან და ტყუილისაგან. ის ავლენს ქმედებების ფარულ მოტივებს და ეხმარება მიზეზშედეგობრივი კავშირის გაცნობიერებაში.
იასპისგან სხვადასხვა ნაკეთობები იცავენ სახლს და ოჯახს, ეხმარებიან სამსახურში ურთიერთობების დალაგებაში.
თუ თქვენ გჭირდებათ განავითაროთ თქვენში ინტუიცია და გამოცდების ჟამს არ დაიბნეთ და შეინარჩუნოთ თვითკონტროლი , სჯობს შეარჩიოთ თილისმად ცივი ტონების იასპის ქვა. ხოლო თუ კი თქვენ გესაჭიროებათ ენერგია (მართალია ერთობ იმპულსური), თუ კი გინდათ გააუმჯობესოთ თქვენი ურთიერთობები უფროსობასთან.

მოამზადა:
ნიკა დვალიშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8773
 

ASTRO TV LIVE