ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად

ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად

ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორადრა არის ენერგიის დაბინძურების მიზეზები?
ენერგიის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია - ჭუჭყი, ნაგავი. მატერიალური, ემოციური და სულიერი სიბინძურე, რომელიც ადამიანებსაც და საცხოვრებელ გარემოსაც ანადგურებს. დაბინძურებული ენერგია ისე აწვალებს ადამიანებს, როგორც უხილავი მონსტრი, უხმოდ შემოპარული ჩვენს სახლში და ენერგიის მშთანთქავი.
ამიტომ აუცილებელია ადამიანმა იზრუნოს ენერგიაზე და პერიოდულად ასუფთაოს ის. და არა მარტო სახლის, არამედ საკუთარი ცნობიერების და სხეულისაც. ადამიანმა პირველ რიგში თავისი ემოციები და ფიქრები უნდა გაწმინდოს, რადგან გარემოს ზოგჯერ თავად ადამიანი აბინძურებს. დაიწყეთ დღესვე ენერგიაზე ზრუნვა.

მედიტაცია სახლის დალაგების დაწყებამდე
გადატვირთული გონება ბევრ რამეს ვერ ამჩნევს სახლში, თუ დრო გაქვთ კარგი იქნება სახლის დალაგებამდე რამდენიმე წუთიან მედიტაციაში შეიხვიდეთ, გაააცნობიეროთ აქ და ახლა, აწმყო მატერიალური რეალობა და დამშვიდებული გონებით შეხედოთ მთლიანობაში სახლს. ნუ იფიქრებთ სხვა რამეზე და ავტომატურად ნუ დაალაგებთ, ეს მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავეს მოგიტანთ და ბევრი არაფერი შეიცვლება სახლის ენერგეტიკაში.
დაჯექით ისეთ ადგილას საიდანაც მთელი ოთახი ჩანს, დამშვიდდით და თვალები დახუჭეთ, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით, (მაგრამ არ ჩაგეძინოთ) რამდენიმე წუთიანი სიმშვიდის მდგომრეობის შემდეგ კი სხვა თვალით დაინახავთ სახლს. ჩემი გამოცდილებით, გაცილებით მეტს შეამჩნევთ ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით, თან შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობაში უფრო ნათლად აღიქვამთ რა სჭირდება თქვენს სახლს ასეთივე ჰარმონიისთვის, რა არის ზედმეტი, ენდეთ შინაგან ხმას და ინტუიციას.

ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად




























საძინებელ ოთახს ფენ შუიში თითქმის წმინდა დანიშნულება აქვს, რადგან იქ ადამიანი ცხოვრების ნახევარს ატარებს. ძილიში ადამიანი სრულიად დაუცველია ასტრალური თავდასხმებისგან და ნეგატიური ენერგიებისგან, ამიტომ ძილი უნდა იყოს უსაფრთხო და მშვიდი, ამისთვის კი დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა და სრულად გავწმინდოთ საძინებლის ენერგეტიკა:
1. საწოლის ქვეშ, ფეხებთან, დავდოთ ამეთვისტოს ქვა და არ დაგავიწყდეთ მისი რეგულაური გაწმენდა.
2. გავფინოთ ლეიბები, საბნები და ბალიშები კაშკაშა მზეზე, ისინი დღის განამვლობაში მზის ენერგიით დაიმუხტება.
3. მინიმუმ თვეში ერთხელ ფიმიამის სანთლებით შემოიარეთ ოთახი სამჯერ.
4. დადექით შუა ოთახში და გაშლილი ხელის ორი თითით (საჩვენებელი და შუა) ჰაერში მოხაზეთ მარადისობის ნიშანი სამჯერ საათის ისრის მიმართულებით.

მიაქციეთ ყურადღება კუთხეებს - სახლში ნეგატიური ენერგიის დაგროვების შემთხვევაში, ყურადღება უნდა მივაქციოთ კუთხეებს, რატომღაც ნეგატიური ენერგია, ჭუჭყი, ობობის ქსელები, მკვდარი მწერები თავს იყრიან კუთხეებში.
სახლის შესასვლელი კარიდან დიაგონალურ მიმართულებით არსებული კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი სახლისთვის. ნუ დატვირთავთ ამ კუთხეს კარადებით ან საკიდებით, ყოველდღიურად მიაქციეთ ყურადღება გაწმინდეთ და იზრუნეთ რომ სინათლე ხვდებოდეს, ჩაბნელებული კუთხეები ნეგატიური ენერგიის ბუდეა, ეცადეთ ყველა კუთხე სახლში განათებული იყოს. შეგიძლიათ დაამატოთ სხვა იან ენერგიის მატარებელი „ინსტრუმენტებიც“ მაგალითად მუსიკა, ზარები. როდესაც სახლის კუთხეები სუფთაა მთელს სახლში უწყვეტია ბედნიერების ცი ენერგია.

ზუსტად ასვე, ენერგეტიკული „ნაგვის ბუდეა“ სახლში ავეჯსა და ნივთებს შორის დარჩენილი ვიწრო სივცეები, რომლებიც ბლომადაა ყველა სახლში: კარადების შიდა სირცე, ჩაშენებული კედლები, თაროები, ორ ოთახს შორის ან კიბესთან არსებული ვიწრო კორიდორები და ა.შ. მიმოიხედეთ თქვენს სახლში და ნახავთ ბევრ მსგავს ადგილს, რომელთაც ისევე როგორც სახლის კუთხეებს, ცალკე ესაჭიროებათ ყურადღების მიქცევა.
თვეში ერთხელ ან ორჯერ სახლში გავაღოთ ყველა კარი და ფანჯარა რომ შემოსულმა სუფთა ჰაერმა და ენერგიამ ყველა კუთხე-კუნჭული მოიცვას.

გაზეთები და ჟურნალები: რა ვუყოთ მაკულატურას სახლში?
ნუ დატოვებთ ოთახებში და კორიდორებში ჟურნალ-გაზეთების ხროვას, იმიტომ რომ ისინი ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ. გაზეთები საშინელი ნაგავია, მათში უამრავი ისტორიაა, ძალადობაზე, ომებზე და სხვადასხვა დანაშაულებებზე. წაკითხვის შემდეგვე გადააგდეთ მსგავსი გაზეთები, ნუ მისცემთ მათ უფლებას ნეგატიური ენერგია დაგროვდეს. (თავად იცით რა მიმართულების ჟურნალია სასრგებლო, შემეცნებითი, ხელოვნების, ბუნების შესახებ თუ გსურთ რათქმუნდა არ უნდა გადაყაროთ) მაგრამ ჭორები და ძალადობა ბევრჯერ გადასაკითხი და სახლში გასაჩერებელი არ არის, ისინი მხოლოდ ჭუჭყია. სახლის ვიწრო სივრცეებს თუ საერთოდ გაანთავისუფლებთ ამ ყველაფრისგან უკეთესი იქნება.

არსებობს ნაგავი, რომელიც აწავალებს სულს, ამწუხრებს ცნობიერებას და აბნელებს გონების სიჯანსაღეს. ის ძირითადად გროვდება, სამეცადინო ან სამუშაო ოთახებში, საძინებლებში და ზოგჯერ ცხოვრებისეულ სანერვიულო მოვლენებს ასახავს. ეს არის - ქაღალდის ნაგავი, თქვენი ყოველდღიური გამოყენებული ქაღალდები, რომელთან თუ ყურადღება არ მიაქციეთ სულიერ ზარალს მოგიტანთ.
ბევრი ინახავს გადაუხდელ ქვითრებს, ჯარიმებს, წაუკითხავ წერილებს, რომელზეც არც ფიქრობენ კვირეობით და ზოგჯერ თვეობით. ეს მაკულტურა ზოგს კარადებში, ზოგს მაგიდებზე აქვს შენახული და არც წარმოუდგენია რომ უყურადღებობით აძლევს ნეგატიურ ენერგიის დაგროვების საშუალებას. ასეთი სახის ნაგავი შეუმჩნვლად მოქმედებს არაცნობიერზე, ნეერვიულ სისტემას აზიანებს და შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზიც იყოს, შინაგანი კომფლიქტის მიზეზეიც რომელიც არა მარტო სულს, სხეულსაც დააზიანებს საბოლოოდ.
ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც გადახედეთ სახლში დაგროვილ ქარალდებს, ძველ რვეულებს, გმაოყენებულ და უკვე არასაჭიროს, ქუჩიდან მოტანილ სარეკლამო ფლაერები, გაზეთები და საგდასახადო ფურცლები სასურველია გადაყაროთ და გაანთავისუფლოთ სივრცე.
ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად






























მოვაწესრიგოთ მაგიდები

მინდა თქვენი ყურადღება მივაპრყო მაგიდებს, რატომ? იმიტომ რომ მაგიდები ყოველდღიურად ივსება და ბინძურდება უამრავი ნივთით. სამზარეულოს მაგიდა, სამუშაო, კაბინეტის, სააბაზანოს, საწერი და ა.შ.. ყველა მაგიდა ყოველდღიურად არის ენერგიის დაგროვების ადგილი ყველა ოჯახის წევრის მიერ.

სიცარიელე ნაკლებობის სიმბოლოა
როდესაც გადავალაგებთ ნაგავს მაგიდებიდან, დავაკვირდეთ რომ არ დაგვრჩეს ცარიელი თასი, ბოთლი, ყუთი საკალმე ან საფანქრე ჭიქა. მათი მაგიდებზე ცარიელად დატოვება არაა სასურველი, სჯობს სულ ავიღოთ.

ყველა მაგიდას მიუჩინეთ დანიშნულება
დაუფიქრდით და გააცნობოერეთ თქვენი სახლის მაგიდები, რას ემსახურებიან ისინი. მუდმივად თუ დროებით გამოსაყენბელ ნივთებით, ფოტოებით, მცენარეებით, მაგიდის ნათურებით თუ ვავსებთ. საჭიროა განვსაზღვროთ რომელი მაგიდაა დროებითი და რომელი დიდი ხნით ერთ ადგილზე დასატოვებელი ნივთებისთვის. კარგია მოათავსოთ ისეთი რამეები რაც სახლს ზოგადად დადებით ენერგიას შემატებს, მთავარია ყველაფერი ეს ჟურნალი იქნება, სუვენირი თუ სარკე, იყოს გააზრებული და არა უყურადღებოდ მიტოვებული. როდესაც ოჯახის წვერები რაღაც ნივთს ეჩვევიან მას ვეღარ ამჩნევენ, სახლის ნაწილად მიაჩნიათ, თუმცა შესაძლოა აღარც იყოს საჭირო და პირიქით აზიანებდეს ენერგეტიკულად. ამიტომ კარგად გაახილეთ თვალები და ყველაფერი დაინახეთ რაც სახლში გაქვთ.

კომპიუტერსაც სჭირდება ფენ შუი
სათაური რათქმუნდა ნახევრად ხუმრობითაა, თუმცა ჩვენს დროში, როცა კომპიუტერი ჩვენი ცნობეირებისთვის მეორე სახლია, საჭიროებს ისეთივე სისუფთავეს და დალაგებას როგორც ჩეულებრივი სახლი.
კომპიუტერის DESKTOP_ზე არსებული სურათი და განალგებული ფაილები, მოვაწესრიგოთ, სხვის მიერ გადმოგზავნილი ფოტოები ან მუსიკა, რომელიც ჩვენს პირად ბედნიერებას და ინტერესებს არ ემსახურება, დისკებზე და ინტერნეტიდან ავტომატურად შენახული ნაგავი, ე.წ TEMPORARY FILES სასურველია საერთოდ გაქრეს კომპუტერიდან, მხოლოდ სანაგვე ყუთში გადაყრით ნუ შემოიფარგლებით, ის ასოცირდება სარდაფთან. კომპიუტერის გაწმენდა არა მარტო მისი მუშაობისთვის, არამედ თქვენი ცნობიერებისთვისაც სასარგებლოა და გახსოვდეთ მსგავსი გაწმენდა ეხება XXI საუკუნის ყველა ტექნოლოგიას, ჩვევად გაიხადეთ კვირაში ერთხელ ტექნიკის სრული გაწმენდა.
ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად




























სახლის სული ცოცხლდება როცა იქ ცხოვრობს ბედნიერება. ფენ შუის ხელოვნება სწორედ იმისთვისაა რომ შევქმნათ ყოვლისმომცველი ბედნიერება, რომელიც ყველა ოჯახის წევრზე ვრცელდება და თავდაჯერებულობას მატებს. კაშკაშა ფერები, მუსიკა, ბავშვები, განათება და წყალი წარმოადგენენ იან ენერგიის წყაროს და ამიტომ ესენი ესაჭიროება ყველა სახლს. ისინი აცოცხლებენ სახლს, ავსებენ სიცოცხლით.
მცოდნე ადამიანი იყენებს ამ „ინსტუმენტებს“ სახლში. სწორედ ასეთ სახლებში არ გროვდება ჭუჭყი და მტვერი, შესაძლოა იყოს მუსბუქი ყოველდღიური არეულობა, მაგრამ ძირითადი სახლის ენერგეტიკა არის მყუდრო, მხიარულიდა ბედნიერი ენერგიაც ავსებს ყველა ოთახს.

სწორედ ამისთვის სახლისთვის საჭიროა არა მარტო დალაგება და გაწმენდა, არამედ ენერგეტიკული დაცვაც.
ისწავლეთ შექმნათ დამცავი ენერგეტიკული ველი სახლის გარშემო. ამ შემთხვევაში თქვენ დარწმუნებულები იქნებით რომ, რა ხმაურმაც არ უნდა შეგაწუხოთ ვერც ნეგატიური ენერგია და ვერც მოხეტიალე არსებები სხვა რეალობებიდან ვერ შემოაღწევენ თქვენს სახლში.
თქვენ ამას შეძლებთ კონცენტრაციით და ვიზუალიზაციის უნარის გაძლიერებით. ვიზუალურად დაცვის შექმნა თავიდან ყველას არ შეუძლია, თუმცა ვარჯიშის მეშვეობით შედეგეს შეიძლება მალე მივაწწიოთ. თქვენს შექმნილ ვიზუალურ გამოსახულებას აქვს მისტიური ძალა, ისაა არხი რომელიც იზიდავს გარკვეულ ენერგიას. თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ ენერგია რომელიც დაიცავს თქვენს სახლს. ეს ენერგეტიკული ველი დაიცავს სახლს მრავალმხრივად: არ შემოუშვებს ნეგატიურ დამანგრეველ ენერგიას, არ შემოუშვებს არავის ვისაც ცუდი ზრახვები ან ემოციები აკავშირებს ამ სახლში მცხოვრებ ოჯახის წვერების მიმართ. არ შემოუშვებს მოხეტიალე სულებს. დამცავი ველის ძალა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იყავით კონცეტრირებულები მისი შექმნისას, თუ თქვენ ახლოს ხართ თქვენი სახლის სულთან, (მაგალითად უშუალოთ ზრუნავთ მის ენერგეტიკაზე, ალაგებთ და წმინდავთ). და რათქმაუნდა ის უფრო ეფექტური იქნება თუ თქვენი მოტივები სუფთაა, მაგალითად როდესაც მშობლებს სურთ შვილების დაცვა (უანგარო სიყვარულით) მათ ვიზუალიზაციას დიდი ძალა აქვს. ისევე როგორც მშობლების ლოცვას შვილებისთვის.

წარმოიდგინეთ ცისფერი ფერის არწივი თქვენი სახლის თავზე, რომელიც გზავნის დამცავ სხივებს ზევიდან ქვევით. თქვენი სახლის იქნება დაცული ქურდების და ხანძრისგან ღამით, როდესაც ყველას სძინავს. თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ პრაქტიკას, თქვენი სახლის ენერგეტიკა გარდაიქმნება და მასში უშფოთველი ჰარმონია დაისადგურებს. ეს იხსნება იმით რომ თქვენ აქტიურად იზიდავთ სამყაროს სიცოცხლის ენერგიას და გზავნით თქვენ სახლში, ავსებთ ცოცხალი ინ-იან ცი ენერგიით. რეგულარულად გააკეთეთ ეს მენტალური სავარჯიშო. თქვენ გაოცებული დარჩებით შედეგით და დაინახავთ თუ რამდენად გაუმჯობესდება თქვენი განწყობა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ. ნურაფერს მისცემთ უფლებას ხელი შეგიშალოთ კონცენტრირებაში და გაგიფანტოთ აზრები. გახსოვდეთ რომ სახლის დაცვისათვის თქვენ იყენებთ არა თქვენს ენერგიას, არამედ ენერგიას რომელიც მიიღეთ კოსმოსიდან. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ იმის რომ მსგავსი პროცედურა ძალას დაგაკარგვინებთ და დაგღლით. პროცედურის დაწყებამდე სრულიად მოეშვით. წარმატებული ვიზუალიზაციისთვის, ცნობიერება უნდა იყოს სრულიად მშვიდი და კომოსმიური ენერგიის მიღებისთვის მზად.


ნუღარ იქნებით მსხვერპლი და ნუ გეშინიათ წაგების
ბევრი ჩვენგანი შეპყრობილია ფობიებით, რომელიც დამარცხების შიშთან არის დაკავშრებული. ამას „წარუმატაბლობის ფობიას“ ვუწოდებ. ეს შთაგონებული მდგაომრეობა წააგავს მსხვერპლად გახდომის შიშს. ჩვენი შიშები რეალურად იქმნება ჩვენივე ცნობიერებაში შენახული უსარგებლო და ცუდი გამოცდილებებიდან, რომლთაც არასწორი ანალიზი გავუკეთეთ და ისე შევინახეთ, შემდეგ კი დაგავავიწყდა.
თუმცა სახლშიც, კარადებში, ძველ ჩულანებში და უჯრებში ინახება ნივთები რომლებიც გვახსენებენ ამ ცუდ გამოცდილებებს. ამიტომ ფენ შუი ხშირად ძველი ნივთების გადაყრას გირჩევთ, შეიძლება ნივთი ერთი შეხედვით არ იწვევდეს ნეგატიური ემოციას, თუმცა არაცნობიერ დონეზე გვახსენებდეს რაღაც მარცხს ან ისეთ გამოცდილებას რაც შიშს ქმნის.
რეალურად კი ეს შიშები არ არსებობენ, თუ ადამიანი თავად არ აყვება და გააძლიერებს მათ. არაცნობიერი ჩვენგან დამოუკიდებლად გვამრთავს და გვიშლის ხელს გავიგოთ ვინ ვართ, რეალურად რა შეგვიძლია და გვიშლის ხელს მივაღწიოთ წარმატებებს.
აუცილებელია განვთავისუფლდეთ ამ ორი შიშისგან, დააკვირდით თქვენს რეაქციას პატარა წარუმატებლობაზე, სთხოვეთ ახლო მეგობრებს ვინც კარაგდ გიცნობენ გითხრან რას ამჩნევენ თქვენში, დაელაპარაკეთ მათ თქვენს შიშებზე. თუ ამ ორ შიშს არ გადავამშავებთ, ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში უჩინარი, ბნელი არსებებივით აგვეკიდებიან და წაგვართმევენ ბევრ შანსს ვიყოთ ბედნიერები.

გამოიმუშავეთ დამკვირვებელი:
დააკვირდით რაზე ბრაზდებით, რა გწყინთ, რა შემთხვევაში გიპყრობთ შიში. თუ რაიმე იწვევს თქვენში დანაშაულის გრძნობას, მაშინ თქვენ იტანჯებით „მსხვერპლის კომპლექსით“, თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ, ჩივით ცხოვრებაზე და სხვა ყველაფერზე, აბრალებთ გარემოს თქვენს წარუმატებლობებს მაშინ გაქვთ „წარუმატებლობის კომპლექსი“. ყველაფერს დააკვირდით, თქვენს რეაქციებს, საუბარს, ემოციებს. დასაწყისისთვის შესაძლოა გაგირთულდეთ თუმცა მერწმუნეთ ერთ თვეში დიდი შვებას იგრძნობთ, ადამიანის ცნობიერება იქმნება მისი დაბადებიდან, ბინძურდება გარემოდან შემომავალი უამარავი იფნრომაციით, ეს ხდება ბავშობის ასაკიდან თუმცა თქვენ გაქვთ იმის უნარი რომ განთავისფლდეთ ამ ყველაფრისგან და იყოთ უბრალოდ ბედნიერები თავისუფლები ყოველგვარი შიშებისგან და კომპლექსებისგან.

დილის ენერგიის სუნთქვა - გაწმენდის ერთ-ერთი ძლიერი რიტუალია დილის ცი ენერგიის ჩასუნთქვა. ეს არის მშვენიერი მომზადება მთელი დღის საქმეებისთვის.
დილის ჯანსაღი ცი ენერგია რომ ჩავისუნთქოთ ამისათვის საჭიროა დავდგეთ კარებში ან ფანჯრასთან, ისე რომ ვუყურებდეთ ცას და ვსუნთავდეთ სუნფთა ჰაერს. გადით აივანზე, ბაღში, მოკლედ იქ სადაც მეტი ბუნება და სინათლეა.
თუ იოგას მისდევთ გეცოდინებათ მძრაობა „მზის მისალმება“, ეს ან მსგავსი მოძრაობა სხვა პრაქტიკიდან გაიმეორეთ შვიდჯერ და იგრძნობთ როგორ აივსებით სუფთა და ჯანსაღი ენერგიით.
გახსოვდეთ რომ ჭუჭყის და მტვრის გაწმენდით, ნეგატიური ენერგიისგანაც თავისუფლდებით, ესეც მშვენიერი რიტუალია ყოველი დილისთვის.
ფენ შუი ყოველდღე: დაალაგეთ სახლი სწორად





























სხვა განზომილებების ენერგიის აღქმა
ჩვენს სახლებში, გარდა ნივთებისა და ოჯახის წევრებისა, არიან სხვა რეალობებში მცხოვრები არსებებებიც, ისინი გამოსცემენ ენერგიას, რომელსაც აქვს უნარი ჩვენი რეალობის შრეშიც შემოაღწიოს, ამიტომ ხდება რომ ზოგჯერ ადამიანების ხედავენ მოჩვენებებს და სხვა ეზოთერულ ფენომენებს. ყველა ადამიანს არ აქვს განსაკუთრებული „თვალი“ რომ ეს არსებები დაინახოს ან იგრძნოს, თუმცა მათ ვისაც ეს გამოდის გვარწმუნებებნ რომ ისინი არ არიან ჩვენი მტრები და არ არიან მტრულად განწყობილი. სამყაროს სწორად გაგებისას მივხვდებით რომ მტერი საერთოდაც არ არსებობს. ეს არსებები არაფერს დაგვიშავებენ თუ პროვოცირება თავად ადამიანისგან არ მოხდა, არ ღირს მათი გვეშინოდეს, თუმცა ღირს პატივისცემით მოვეპყრათ.
ზოგჯერ მიტოვებული სახლები საშიშად გამოიყურებიან. ეს პირველი ნიშანია იმის რომ სადღაც სახლში არის ინ ენერგია. ინ ენერგიას ასხივებენ მოჩვენებები.

როგორ განვკურნოთ ასეთ შემთხვევაში იან ენერგიით სახლი

საუკეთესო გზა ინ ენერგიასთან გამკლავებისთვის არის იან ენერგიის კარგი დოზა სახლში. იან ენერგიას გავაბევრებთ ხმამაღალი ხმებით, ხმაურით (ზარებით), კაშკაშა ფერებით, სუფთა ჰაერით (ფანჯრების და კარების გაღებით), მზის ენერგიის შემოშვებით მთელს სახლში. და ეს გაწმენდის პროცესი დაუყოვნებლივ გააუმჯობესებს თქვენს შინაგან განწყობასაც.

თუ სადმე სტუმრობის შემდეგ უცნაური გრძნობა გეუფლებათ, ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ესაა თქვენს აურაზე ან ტანსცმელზე აყოლილი ინ ენერგია. ასეთ დროს სხეულის უნდა დაიფერთხოთ და ვიზუალურადაც წარმოიდგინოთ ის რაღაც როგორ გშორდებათ. შინ დაბრუნებისას კი მიიღეთ აბაზანა და სრულად იგრძნობთ როგორ თავისუფლდებით მთელი ინ ნეგატივი ენერგიისგან.


თარგმანი: ანა თოფურიძე
ლილიან ტაი, „ფენ შუი, 168 გზა სახლში ჰარმონიის შესაქმნელად“.
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 15178
 

ASTRO TV LIVE