Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » თხის რქა - მითოლოგია

თხის რქა - მითოლოგია




თხის რქა (კაპრიკორნუს) სამხრეთის ცის ხომლია, გარემოცული მერწყულის, მიკროსკოპის, მშვილდოსნის და არწივის თანავარსკვლავედებით. უკეთ ჩანს აგვისტოდან ნოემბრამდე, სულ ორმოცდაათამდე სუსტი ვარსკვლავია, მისი ალფა ვარსკვლავი ჭოგრიტითაც ჩანს, ორმაგია. მთავარი ვარსკვლავები მრავალკუთხედს ქმნიან და მხატვრის ფანტაზია მას გამოხატავს თხის რქის სახით, რომელსაც თევზის გრეხილი კუდი აქვს, მაგრამ ძველ ქართულ მინიატურებში ჯიხვს მოგვაგნებს. გერმანული სახელწოდებაც და სურათიც ზოგი ატლასისა ჯიხვს მოგვაგონებს ( შტაინბოკკ, „ქვის ვაცი“ ). ზოდიაქური ვარსკვლავთკრებული თხის რქა - ასტროლოგიური სიმბოლოა ( მფარველი - ცთომილი სატურნი ). ნიშნები : ჯიუტობა და გონიერება, მტკიცედ სვლა მიზნისკენ, შრომისმოყვარეობა, სიამაყე გრძნობიერება. ამ ნიშნით შობილნი გვიან ქორწინდებიან. აღწერილია სხვა ნიშნებიც, რომელთაც შეიძლება ვერწმუნოთ ან არ ვერწმუნოთ, მაგრამ როგორ მოხდა თხა ცის თავზე? ღმერთების ძველი თაობის მამამთავარს კრონოსს, ურანოსის შვილს, უწინასწარმეტყველა, შენც შვილი დაგამხობსო. ამიტომ კრონოსი ახალშობილ შვილებს ყლაპავდა. მეუღლემ - რეამ ზევსის ნაცვლად ქვა ჩააყლაპა, თვითონ ყრმა ზევსი კი კრეტაზე გადამალა სადაც ის იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში იზრდებოდა, თხა ამალთეა კვებავდა, ნიმფები ულიდნენ, კურეტები ხმაურით იცავდნენ, რომ კრონოსს ბავშვის ტირილი არ გაეგონა. მერე კრონოსი ზევსმა დაამხო, გადაყლაპული ღმერთები ამოანთხევინა და ოლიმპოს მბრძანებელი გახდა. თავისი კეთილისმყოფელი თხა ცის თაღზე მოათავსა, მისი რქა კი იქცა სიუხვის რქად. მითის მიხედვით ზევსს ტიტანებთან ბრძოლაში თხაც ეხმარებოდა, ასე რომ ის სავსებით ღირსი იყო ცის თაღზე დამკვიდრების. გაოცებას იწვევს მხოლოდ თევზის ბოლო, რაც თანავასკვლავედის სახით დახატულ თხას აქვს. ბერძნული ტრადიციით, იმ ბრძენმა თხამ ზღვია ნაპირას იპოვნა დიდი ნიჟარა, რომლის ქუხილითაც ტიტანები დააფრთხო (ისევე როგორც ღმერთებთან შებმული გიგანტები ვირის ყროყინმა შეაძრწუნა, როცა ოლიმპოზე გამოჩნდა სახედარზე მთვრალი სილენი ). ამიტომ დაიხატა თხის და თევზის ნარევი. თუმცა პტოლემეოსის მიერ მიღებული ეს ბერძნული ვერსია რამდენამდე გაუგებარი რჩება იმის გამო, რომ თხა-თევზას ასეთივე გამოსახულება ჰქონდათ ჯერ კიდევ ბაბილონელ ვარსკვლავთმრიცხველებს, და პტოლემეოსიც ლაპარაკობს თხის წინა ფეხებზე, მაგრამ არაფერს ამბობს უკანა ფეხებზე და კუდზე. თქხის რქა რომის ლეგიონერთა სიმბოლოც იყო. იმპერატორმა ავგუსტუსმა თავის საგვარეულო ღერბზე ასეთი თხა-თევზა გამოსახა და სწამდა, რომ მისი ჰოროსკოპის ბედის თანავარსკვლავედია ეს ვაცი. რომლის ზოდიაქურ ნიშანზეც ის გაჩნდა, და რომელმაც მისი სული ცად აიყვანა. ამის გვიმოწმებს მისი კარიც პოეტიც.



თხის რქა - მითოლოგია

скачать dle 11.3
ნახვები: 8 457
 
>

ASTRO TV LIVE