Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » მერწყული - მითოლოგია

მერწყული - მითოლოგია


მერწყული (აქუარიუს)
მერწყული სამხრეთ-ჩრდილოეთის თანავარსკვლავედია. ვარსკვლავიერ რუკებზე უძველესი დროიდანვე ხატავენ დაჩოქილ ან მდგომარე ჭაბუკს, რომლის ყურებიანი გადმოპირქვაებული ჭურჭლიდანაც წყლის დიდი ნაკადი გადმოდის. ამ ზოდიაქური ხომლის გამოჩენა ციურ სფეროს ფართო არენაზე, სადაც 90 ხილული ვარსკვლავიდან მხოლოდ შვიდია მეოთხე სიდიდისა, წვიმების დაწყების ჟამია. ამ ხომლის დიდ ნისლეულში ციმციმებს ერთი ვარსკვლავი, რომლის დიამეტრიც 30 000-ჯერ აღემატება დედამიწიდან მზემდე, 130 000 გრადუსია მისი ტემპერატურა და ჩვენგან 590 ვარსკვლავიერი წლითაა დაშორებული. განლაგებულია ჩრდილოეთ და უფრო სამხრეთნახევარსფეროში.
ხომლი გარემოცულია ვეშაპის, სამხრეთის თევზის, თხის რქის, არწივის, პეგასის და კვიცის ხომლებით. ჩანს საქართველოდანაც.
მითოლოგიამ მერწყული სამხრეთის ქვეყნების წვიმიანობას და იმავე დროს წარღვნას დაუკავშირა: თითქოს ბერძენთა ნოემ დევკალიონმა წყლის ამ ნაკადით დაფარა დედამიწა, თვითონ კი პრომეთეს რჩევით აგებული კიდობნით გადარჩა. ლუკიანე თავის თხზულებაში “სირიელი ქალღმერთი” მას უკავშირებს ჰიეროპოლისთან არსებულ უძირო უფსკრულს, რომელშიაც ხალხი წელიწადში ორჯერ წყალს ასხამდა, და მაინც ყველაფერს ნთქავდა. ამასვე მოგვაგონებს ასტრონომი ას-სუფი, რომელსაც მოაქვს ყურანის ერთი ადგილი (სურა 11,24), სადაც ღმერთი ამბობს: “ო, დედამიწავ, შთანთქე შენი წყალი ულევი”. ბაბილონურ ასტრონომიულ რუკებზე აქ ნაჩვენებია მკურნალობის ქალღმერთი გულა. ხელით ის აფრქვევს ვარსკვლავებს – სიუხვეს.
ბერძნული მითი ყველაზე პოპულარულია. აქაც ორი ვერსია არსებობს: თითქოს მერყული იყო მშვენიერი ჭაბუკი განიმედი, რომელიც სილამაზისათვის ზევსის არწივმა ოლიმპოზე გაიტაცა და ღვინის მწდე გახდა. ყურიანი ჭურჭლიდნ რომ ნაკადი მოედინებოდა, ნექტარნარევი წყალია. ასე ღვრის ციურ ნექტარს ტროის მეფის ლაომედონტის ლამაზი ვაჟი.
დევკალიონი კი პრომეთეს შვილი იყო. ზევსმა რომ ის კავკასიონზე მიაჯაჭვა, ეს ამირანის გამოძახილია. ყოველწლიურად დადიოდა დევკალიონი კავკასიონზე და დაღვრემილი უყურებდა ტანჯულ ტიტანს. პრომეთე სიბრძნეს უქადაგებდა და მაშინ ურჩია, გემი ააგე, ზევსი წარღვნას მოახდენსო.

скачать dle 11.3
ნახვები: 8 812
 
>

ASTRO TV LIVE