» » ტოლერანტობა და ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები / იუმორი / Slide

ტოლერანტობა და ზოდიაქოს ნიშნები

როცა ტოლერანტობას არიგებდნენ პირველი მივიდა:
მორიელი - იკითხა ეს რა არის და როგორ შეიძლება გამოვიყენო საწამებლადო?! მოისმინა რა პასუხი, გაფითრდა, თავის შავ ბლოკნოტში ჩაინიშნა რაღაც და წავიდა „კუდის“ ფრიალით.

თხის რქისთვის ცოტა არ იყოს მიუღებელი იყო საერთო რიგში დგომა და გამოაგზავნა თავისი კურიერი - მშვილდოსანი.
მშვილდოსანმა აიღო და ერთი დიდი ზურგჩანთა გაავსო ტოლერანტობით, მაგრამ უკანა გზაზე ფიქრებს შეყვა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. მერე ადგა და ეს ზურგჩანთა მოისროლა და წერილი მიწერა თხის რქას : „ ასეთ დავალებებს მხოლოდ მხოლოდ თხები და რქიანები მაკადრებდნენ მე!“ და გააგრძლე სვლა სულ სხვა მიმართულებით.

კიბო - იქვე მიდიოდა და რადგან მისი დევიზია „ოჯახი ხრამია“, ადგა და ეს ზურგჩანთა მიითვისა. წაიღო და გადამალა საგულდაგულოდ, რომ არავის ეპოვა.. და ისე მოინდომა, რომ ხანდახან თვითონაც უჭირს პოვნა. და სწორედ მაშინ როცა კიბოს ჩავარდნის პერიოდები აქვს და გაიძხის, რომ ყველა ირგვლივ ვინც ყავს ადამიანები კი არა მგლები არიან - ეს სწორედ ის პერიოდია ამ ზურგჩანთას რომ ვერ პოულობს.

სასწორი - თავის დროზე მივიდა, თავაზიანად მოითხოვა „ორი ცალი“ ტოლერანტობა, თან ცუდი არ გამატანოთო დააყოლა და იქიდან მოყოლებული უდევს სახლში ეს ტოლერანტობები და არაფერში გამოუყენებია, რადგან ვერაფრით ვერ გდაწყვიტა რომელი ჯობია ამ „ორი ცალიდან“.

მერწყული - ერთერთი პირველი მივიდა, მაგრამ მალევე გამოაგდეს რიგიდან, როგორც კი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ვინც ტოლერანტობა შექმნა, სინამდვილეში აიღო წიგნი „ნორჩი ინჟინერი“ და ადამიანების ხასითის შექმნისგან მორჩენილი „ნაგავი“ შეაწება და რომ მას როცა დრო ექნება, ამ ყველაფერს უკეთესად გააკეთებს.

ქალწული - იმდენად დიდხანს ითვლიდა რამდენი ცალი მაღალი ხარისხის და წარმოების ტოლერანტობა დასჭირდებოდა, რომ თავისი რიგი გაეპარა. რადგან დაბალი ხარისხის არ უნდოდა და თან უკვე ანერვიულდა, ამიტომ გადაწყდა, რომ მისთვის მიეცათ ის ციცქნა ნიმუში, უფრო სწორად ეტალონი, რომლითაც სხვებს ტოლერანტობას უწონიდნენ. მას მერე ქალწული დადის და სხვის ტოლერანტობას ზომავს და თავისი მაღალი ხარისხის ტოლერანტობის ციცქნა ნატეხს არავის არ ანახებს.

ვერძს - უნდოდა პირველი მისულიყო, მაგრამ გზაში თ ე ვ ზ ე ბ ი შეხვდა, რომლებსაც უკვე იმაზე მეტი ტოლერანტობა წამოეღოთ ვიდრე ეკუთვნოდათ. ვერძმა მოინდომა ეს პირველად აღებული (პირველი ხომ ყველაფერი კარგია!) ტოლერანტობა თვითონაც შეხვედროდა და გაიწია თევზებისკენ. თ ე ვ ზ ე ბ ი გაიქცა, მაგრამ ტოლერანტობა დაზიანდა. რაზეც ხელი მიუწვდა სირბილის დროს ვერძს ის ადგილები დასკდა და დაიბზარა, ხელი კი თითქმის ყველაგან მიუწვდა. ამის მერე ვერძმა გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო - ვერაფრით ვერ წარმოედგინა რომ პირველი არ იქნებოდა და მით უმეტეს, თევზების შედეგ ყოფნა ხომ საერთოდ.პ.ს. მაგრამ თვითონ სიტყვა „ტოლერანტობა“ ისე მოიწონა რომ , თავის საყვარელ ბეისბოლის ბიტაზეც კი ამოტვიფრა.

ლომი - საერთოდ არ მისულა, იმიტომ რომ არ იცოდა რა იყო ტოლერანტობა და რადგან არ იცოდა, გადაწყვიტა რომ ეს არაფრის მომცემი და არავისთვის საჭირო სისულელე იყო.

კურო - მივიდა და დამაჯერებლად უხსნიდა ყველას, რომ მას უკვე აქვს საკუთარი ტოლერანტობა, ყველაზე საუკეთესო, აი ისეთი რომ მეტი უკეთესი არ შეიძლება და ვისაც არ გჯერათ ნაბიჯით გივლიათ ჯანდაბამდეო. პრინციპიში ამიტომაც მივიდა იქ რომ ყველასთვის ეთქვა - რომ მას უკვე აქვს საკუთარი ტოლერანტობა, ყველაზე საუკეთესო, აი ისეთი რომ მეტი უკეთესი არ შეიძლება და ვისაც არ გჯერათ ნაბიჯით გივლიათ ჯანდაბამდეო..

გვიან საღამოს, როცა ყველა დიდი ხნის წასული იყო და აქა-იქ ეყარა ტოლერანტობის ნარჩენები, მოვიდა „ცოტათი“ დაგვიანებული ტ ყ უ პ ე ბ ი. გაიხედ- გამოიხედა და მოხიკა ყველაფერი რაც დარჩენილი იყო... და სწორედ ამიტომ ტყუპებს ტოლერანტობა აქვთ კისრამდე და ცოტა უფრო ზემოთაც, მაგრამ ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ ეს ყველაფერი მათ ნაგასაყრელზე იპოვეს.

N.G.- "ასტრო News"
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

პლანეტარული სტატუსი და მართვის სისტემა

...

ასტროლოგიის გაკევთილი #2-1 (სახლების სისტემა)

ასტროლოგიის გაკევთილი #2(სტიქიები)