Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ცეცხლოვანი მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

ცეცხლოვანი მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

ცეცხლოვანი  მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)მთვარე
( ნაწყვეტი წიგნის მასალიდან)

ცეცხლოვანი მთვარე გამოირჩევა განსაკუთრებული სიკაშკაშითა და გაზვიადებით. ასეთი მთვარის მფლობელის რეაქციები, როგორც წესი, არის ჩქარი და დემონსტრაციული. ცეცხლოვან რეაქციებში არის რაღაც თეატრალური და გამომწვევი. აქ მთვარე ცდილობს დაემსგავსოს მზეს. ამ მიზეზით ასეთ ადამიანებს აქვთ პრეტენზია ობიექტურობაზე - თვლიან, რომ მათი რეალობის ხედვა არის ობიექტური. განსაკუთრებულ შემთხვევაში - გააჩნიათ პრეტენზია ჭეშმარიტებაზე და მზად არიან დაიცვან თავიანთი პოზიცია. თავიანთი ემოციური რეაქციებით ცდილობენ მოიცვან და ჩაატიოს საკუთარ თავებში მთელი სამყარო. ცეცხლოვან მთვარეს არ ესმის, რომ თითეულ ჩვენგანს ძალუძს შეიმეცნოს რეალობის,მხოლოდ პატარა ნაწილი. ამ მიზეზით ცეცხლოვანი მთვარის ადამიანები აქტიურად რეაგირებენ სხვის პრობლემებზე და ხშირად ერევიან იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - აქტიური ზრუნვა, რომელიც შეიძლება გახდეს საკმაოდ მოსაბეზრებელი. ეს არის უმთავრესი დამახინჯებები, რომელიც მოაქვს ცეცხლოვან მთარეს.

მთავარი კომპლექსი (დანარჩენი კომპლექსების პირველწყარო), რომელიც შეიძლება ჩამოაყალიბოს ცეცხლოვანმა მთვარემ, არის არასრულყოფილების კომპლექსი. როგორც წესი, ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობები ეყრდნობა შინაგან მოტივაციებს, რომელიც წარმოადგენენ ჩამოყალიბებულ კომპლექსებს ან არქეტიპულ სახეებს. ამ მიზეზით ჩვენი თავისებურებანი ეყრდნობა ზოგად მოტივებს. შესაბამისად, თუ ადამიანი თვლის, რომ ყოველთვის მართალია, იგი ცდილობს ყველა ხერხით დაიმკვიდროს ცენტრალური ადგილი; აქვს განდიდების მანია, ძალიან ამბიციურია. ყოველივე ამის ფესვები არასრულყოფილების კომპლქსშია. ცეცხლოვანი მთვარისთვის ეს მთელი ცხოვრბის თემაა. შესაძლებელია არასრულყოფილების კომპლექსი გამოვლინდეს, როგორც შინაგანი და გარეგნული აგრესიით, ისე ისტერიული რაქციებით (არაადეკვატური და დემონსტრაციული).

ცეცხლოვანი  მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)













მთვარე ვერძში














აქ არასრულყოფილების ტენდენცია ვლინდება ეჭვებში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნება საზოგადოებისა თუ პარტნიორებისათვის. აქედან შეიძლება იყოს გაუბედაობა ურთიერთობებში, პარტნიორების იდეალიზაცია, რისი მეორე მხარეა აგრესია და პროვოკაციები, როგორც პარტნიორის, ისე საზოგადოების მიმართ. ანუ პროვოკაციები დაყრდნობილი ნეგატიურ გამოვლინებასთან და საზოგადოების ნეგატიურ რეაქციებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთვარე ირეკლავს იმას, რაც მოაქვს მასთან მზეს, რომელიც შიძლება ნებისმიერ ნიშანში იყოს. ყველა შემთხვევაში აქ ვხედავთ დამახინჯებას და საკუთარი თავის დაურწმუნებლობის ჩამოყალიბებას. ადამიანები მთვარით ვერძში ხშირდ არიან გაუბედავები, უჭირთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არა ნორმალურ გამოვლინებაზე, არამედ კომპლექსებზე, რომელიც შიგნიდან აწუხებს ადამიანს და აიძულებს იფიქროს საკუთრ არასრულყოფილებაზე (რატომ შეუძლია სხვას და მე არა?), პერიოდულად ასეთი ადამიანი ძალიან გაბედულად, მე ვიტყოდი, ეგზალტირებულად გამოდის აუდიტორიის წინაშე. იგივე პარტნიორთან - ის გაუბედევია ურთიერთობებში ან ყოყმანობს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. როცა მისი განცდები აღწევენ კულმინაციას, ის შეიძლება გახდეს ძალიან აგრესიული პარტნიორის მიმართ, ან იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელზეც წინასწარ იცის, რომ არასწორია და გაიტანს თავის პოზიციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანი ითვისებს სამყაროს საკუთარი თვითგამოვლინებით. და ეს არის მომენტი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია მისი ფსიქიკისთვის.

თუ თქვენ ხედავთ, რომ ადამიანი ზედმეტად დემონსტრაციულია, ზედმეტი დაჟინებით და მოწოლით გთავაზობთ თავის დახმარებას - შესაძლებელია, რომ აქ იყოს ჩამოყალიბებული კომპლექსი.

ასეთ ადამიანს არ შეუძლია დამარცხების მიღება. თუ მას დაუმტკიცებ კამათში, რომ არ არის მართალი, ის იტანჯება მანამ, საბამ არ დაავიწყდება, ანუ არ განდევნის არაცნობიერში (ეს არის ცუდი ვარიანტი) ან არ დაუმტკიცებს საკუთარ თავს და სხვას, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში ხდება პრობლემის კომპენსაცია.

მაგალითი. ქალი, მზე თხისრქაში, მთვარე ვერძში. მთვარე დიდი ჯვრის მონაწილეა, ძალიან მძიმე ასპექტებით. აქ შესაძლებელია ვივარაუდოთ ზემოთაღნიშნული კომპლექსი, ვინაიდან მთვარის კვადრატები მზესთან და იუპიტერთან მატებენ ადანიანს საკუთარი თავით უკმაყოფილობასა და ამბიციურობას.
რადგან მთვარე აირეკლავს იმას, რაც მოაქვს მზეს (მზე თხისრქაშია) - ადამიანს აქვს შემდეგი განცდა - ვინ ვარ მე? - ნოლი! რას მივაღწიე ცხოვრებაში? არადა სამყარო მისთვის იერარქიული სტრუქრურაა, და მას გააჩნია ჰიპერტროფირებული სურვილი (მზე-იუპიტერი) დაიკავოს მაღალი საფეხური. შესაბამისად, ეს ადამიანი ასეთი განცდების შედეგად მიდის არამართებულ რისკებზე მანამ, სანამ არ ჩააყენებენ იძულებით სიტუაციაში.
პირველი შეხედვით ეს ადამიანი უნდა იყოს ძალიან აქტიური პარტნიორულ ურთიერთობებში. გარეგნულად მართლა ასე ჩანს - სადაც არ უნდა მივიდეს, მისი საქციელი იმდენად აქტიურია და დემონსტრაციული, რომ დიალოგის თემა შეგიძლიათ დაივიწყოთ - იგი მონოლოგის რეჟიმშია. მაგრამ, აბსოლუტურად გაუბედავი ადამიანია პირად ურთიერთობებში. პრაქტიკულად, პირველი ნეგატიური გამოცდილების შემდეგ (ვის სჭირდები? რას გევხარ? და ასე შემდეგ), ასეც ვერ შეძლო ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც აეგო პირადი ურთიერთობები - ყოველთვის ეძებნება მიზეზსა და გამართლებას, რატომ არ აგებს ურთიერთობებს.

ცეცხლოვანი  მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)











მთვარე ლომში









აქ არასრულყოფილების კომპლექსის გამოვლინების ტენდენცია გამოიხატება განცდაში, რომ ადამიანი ვერ შეძლებს თავისი შინაგანი სამყაროს და ჭეშმარიტი შინაგანი სიმდიდრის გამოვლინებას. აქ მთვარე მზის მართვის ქვეშაა და ცდილობს მოახდინოს ამ ბრწყინვალე ნიშნის ყველა ღირსების დემონსტრირება. ადამიანი გაუცნობიერებლად ორიენტირებულია თავის შინაგან სამყაროზე, უსაზღვო, ლამაზსა და სრულყოფილზე (როგორც თვითონ ეჩვენება) და სურს ეს სრულყოფილება ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის - ნახეთ რა კარგი ვარ, შეუძლებელია, არ გიყვარდეთ, მე ისეთი შინაგანი სამყარო მაქვს, დაზარალდები თუ არ გამეცნობი მე. ადამიანს ეშინია, რომ ადეკვატურად ვერ გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, განიცდის, რომ ადამიანები არ შეიყვარებენ მას ჭეშმარიტად. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ყველას არ სჯერა მისი ბრწყინვალებისა და კეთილშობილების. მაშინ ადამიანი ცდილობს ნებისმიერი ხერხით მოიზიდოს პუბლიკა. აქედან მოდის ხშირად რისკიანი საქციელი, ზოჯერ უგუნური ქმედებები, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში.

ეს ადამიანები ხშირად ღირსნი არიან ყურადღებისა, ვინაიდან ძალიან არტისტულები არიან ( მსახიობებთან მთვარე-ლომი ჩვეილებრივი მოვლენაა). სხვაზე უკეთ შეუძლიათ მოვლენების დრამატიზირება. და თუ კარგად დავაკვირდებით ამ ამბიციურ და არტისტულ ნიშანს, შევამჩვნევთ, რომ მას ესაჭიროება თანაგრძნობა, უნდა, რომ ყველას გულწრფელად უყვარდეს. მართალია, ზოგჯერ ძნელია მათი თანადგომა, ვინაიდან ნეგატიურ გამოვლინებაში ეს არის უკიდურესი ავანტიურიზმი, შოკისმომგვრელი საქციელი.ეპოტირება პუბლიკისა, მანერულობა, აინტერესებთ მხოლოდ ის სიტუაციაები, სადაც ცენტრალური იქნება მათი პერსონა. თუ საერთო საქმეა გასაკეთებელი, არასოდეს დაეთანხმებიან მეორე ადგილს მიუხედავად იმისა, რეალურად შეუძლიათ პირველობა თუ არა (ამ შემთხვევაში მათი ნდობა არ შეიძლება), უყვარს ბრძანებლობა, ემოციური შეუკავებლობა, ფხუკიანობა, გადაჭარბებული მიმდობლობა, უსამართლო დასკვნები, ამბიციები, ჰონორი, ქედმაღლობა, ეგოიზმი, ღალატი, დემონსტრაციული საქციელი. ეს თვისებები მოდის არასრულყოფილების კომპლექსის გამო, რომელიც ყალიბდება როცა მთვარის ასპექტაცია უწყობს ხელს.

მაგალითი. ერთ-ერთი მძიმე დაზიანებად მთვარის ითვლება სავსემთვერობა ღერძძე მერწყული-ლომი, როცა მზე მერწყულშია და მთვარე ლომში. თუ ამ სავსე მთვარობაზე მოდის დაბნელება - სიტუაცია კიდე უფრო რთულდება. მზე მერწყულში - ადამიანი ხედავს სამყაროს, როგორც თანამოაზრეების ერთობლიობას, როგორც იდეების ველს. ვიტალური ძალა აქ დაბალია, ასევე ასეთ მზეს არ გააჩნიაის თვისებები, რომელიც სჭირდება ლიდერს,რადგან ეს მზის ყველაზე სუსტი პოზიციაა. ბუნებრივი ლიდერი ის ვერ იქნება, ლიდერობის მოთხოვნილება კი (მთვერე ლომში) ექნება ძალიან მაღალი. ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება უმტკიცებს სამყაროს და საკუთარ თავს თავის განსაკუთრებულობას. გული და სული ერთმანეთის ოპოზიციაშია, ღვთაებრივი და პიროვნული საწყისი. თუ თამაშობს ლიდერის როლს (დგას მთვარეზე) - ზიანდება მისი ჯამრთელობა, იდეების სფერო, კარგავს თანამოაზრეებს, და ზიანდება სხვა მისთვის მნიშვნელოვანი თემები. თუ დგება მზის პოზიციაზე - თანამშრომლობს, თანასწორ ადამიანებთან ურთიერთობს ან თანამოაზრეების წრეშია - მომენტალურად უჩნდება პირველობის სურვილი და შესაბამისად იქცევა.
თუ ამ ოპოზიციაში ერთვება მესამე პლანეტა, ანუ შენდება მაჟორული სამკუთხედი - მაშინ ადამიანს აქვს შანსი დაარბილოს სიტუაცია და დროთა განმავლობაში გააცნობიეროს თავის მდგომარეობა, თუ არა, ძალიან არაპროდუქტიული იქნება.

ცეცხლოვანი  მთვარე ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)












მთვარე მშვილდოსანში












მშვილდოსნის მთვარის არასრულყოფილების ტენდენცია ვითარდება და ვლინდება ავადმყოფური ეჭვებით თემაზე: სწორია თუ არა მისი საკუთარი წარმოდგენები და მსოფმხედველობა. ხშირად არასრულყოფილების კომპლექსი ვლინდება იმაში, რომ ადამიანი თვლის, რომ ის არასაკმარისად არის აღიარებული სხვა ადამიანების და საზოგადოების მიერ. მაგრამ თუ ჩავხედავთ ამ ამბიციურ ნიშანს უფრო სიღმისეულად, მივხვდებით, რომ მისი ეჭვები დაკავშირებულია არა აღიარებასთან, არამედ საკუთარი ცოდნის, განათლებისა და მსოფმხედველობის რაოდენობასთან, მოცულობასთან, საკუთარი ავტორიტეტის დამსახურებულობასთან. ეს უკვე კომპლექსია. და თუ ისე მოხდა, რომ ეს განიდევნა არაცნობიერში (ადამიანი ვერ აცნობიერებს ამას), ის გაუცნობიერებელის სფეროდან ის აცდუნებს და პროვოცირებს მას. ადამიანი ითხოვს პატივისცემას, განსაკუთრებულ ადგილს და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. საკუთარი შეუმდგარობის შიში ბადებს ამიციურობას, რომელიც საფუძველს არის მოკლებული და განდიდების მანიას. მაგრამ, თუ კომპლექსი ჯერ არ ჩამოყალიბდა, თუ შფოთვა საკუთარ ავტორიტეტზე ჯერ ცნობიერშია, ადამიანი ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, გამოცდილება. ის ისწავლის და მიიღებს ცოდნას, რომ ასწავლოს სხვას.

პიროვნებისთვის აქტუალურ სფეროში პირველმა ნეგატიურმა გამოცდილებამ (ავტორიტეტის არ აღიარება, უფრო მცოდნე ოპონენტთან შეხვედრა) შეიძლება გამოიწვიოს შოკი და ძლიერი განცდა. თუ ადამიანს არ გააჩნია მექანიზმები ამდაგვარი პრობლემების ასიმილიაციისა, შეიძლება ჩამოყალიბდეს კომპლექსი, რომელიც დროთა განმავლობაში იქნება განდევნილი არაცნობიერში და შემდგომში იქნება გამოვლინებული, როგორც უტრირებული პატივმოყვარეობა, ამბიციურობა და პრეტენზიულობა. თუ ადამიანდა მოახერხა ამ განცდის კომპენსაცია, ის გააგრძელებს სწავლას.

მშვილდოსნის მთვარეს ხშირად ავიწყდება, რომ არსებობს არა მარტო სოციალური, ასაკობრივი და სულიერი, არამედ ცოდნის იერარქიაც.

ამდენად, პოზიტიურ ვარიანტში მთვარე მშვილდოსანში მიიღებს რაც შეიძლება მეტ ცოდნას, იმისთვის რომ გახდეს მაგალითი სხვებისთვის, გახდეს პირველი. მშვილდოსნის მთვარე ძალიანაა ორიენტირებული სოციუმზე.

ცეცხლის სხვა ნიშნებთან შედარებით ის უფრო ადვილად ერევა კომპენსაციის პრობლემებს, ვინაიდან აქ მთვარე იუპიტერის მართვის ქვეშაა. იუპიტერი კი ეკუთვნის კომპენსატორული ჯგუფის პლანეტებს. ამიტომ, თუ ნატალურ რუკაში იუპიტერი შესაბამის მდგომარეობაშია, როგორც წესი ნეგატიური კომპლექსის ჩამოყალიბება არ ხდება.

თუ სიუჯეტე განვითარდა ნეგატიურად, ნატალურ რუკაში არ არის კომპენსატორული მექანიზმები, მაშინ ამპარტავნება, გამომწვევი საქციელი, და ყველაზე ცუდი - მასზე დამოკიდებული ადამიანების დამცირება.


ის, რასთანაც შეგუება ადამიანს არ შეუძლია განიდევნება არაცნობიერში და ამ საფუძველზე იზრდება კომპლექსები. ცეცხლოვანი მთვარეების პატრონები განდევნიან ნებისმიერ პიროვნულ წარუმატელობას, და ის პრაქტიკულად არ შეიძლება იყოს გაცნობიერებული. თუ ცეცხლოვანმა მთვარემ გააცნობიერა თავისი დამარცხება - ეს კატასტროფის ტოლფასია. შესაძლებელია, რომ ასეთმა ადამიანმა აღიაროს დამარცხება (თუ დანარჩენი ჰოროსკოპი უწყობს ხელს ამაში), მაგრამ ეს იქნება სერიოზული განცდა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია დამარცხების გაცნობიერება მოვიდეს გარედან (ოპონენტების სახით, განსაკუთრებულად მძიმეა საჯარო დამარცხება), და ადამიანი ტყდება. შესაძლებელია ფსიქიური კონტუზია.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 6 918
 
>

ASTRO TV LIVE